ყველა დედამ ანჯელინა ჯოლისგან უნდა ისწავლოს, როგორ აღზარდოს ბედნიერი ბავშვები

182

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები დაბადებიდანვე ყურადღების ეპიცენტრში არიან. მათი მშობლები ხომ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობებად ითვლებიან. ენჯის და ბრედს ეს არ აწყობთ. წყვილი გახმაურებული განქორწინების შემდეგაც შვილებზე ზრუნვას ცდილობენ.

ჯოლის და პიტის შვილები – ახლა ბავშვები დედასთან, ანჯელინასთან ცხოვრობენ, რადგან სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბრედ პიტს მათთან ურთიერთობის და ნახვის უფლება აქვს, მაგრამ შვილები დედასთან მეტ დროს ატარებენ. Paparazzi გიამბობთ, რა წესები არსებობს ვარსკვლავი დედის ოჯახში.

ხარისხიანი განათლება – ჯოლის შვილებს ჩვეულებრივ სკოლაში არ უვლიათ. მათთან საუკეთესო მასწავლებლები მუშაობდნენ. მსახიობი მათზე ფულს არ ზოგავდა. ენჯი თვლის, რომ კერძო მასწავლებლები მის შვილებს უფრო მეტს მისცემენ, ვიდრე სკოლა, სადაც ბავშვები ხშირად არაფერს აკეთებენ. გარდა ამისა, მშობლების ცვალებადი გრაფიკის გამო, ბავშვებს ბევრი მოგზაურობა უწევთ. ანჯელინა შვილების უფლებებს პატივს სცემს. ცდილობს, რომ სკოლის ან სტუდენტობის მნიშვნელოვან ეტაპებზე მათ დაეხმაროს. მაგალითად, მსახიობმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობს, როგორ ამაყობს მისი ქალიშვილი ზაჰარით. წელს გოგონამ სპელმანის პრესტიჟულ კოლეჯში ჩააბარა.

სტრესის შემცირება – ოსკაროსანმა იცის, რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელების ინფორმაცია ადამიანზე. განსაკუთრებით ცრუ ინფორმაცია. ენჯიმ ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ფიზიკურად ვერ ადევნებს თვალყურს, რას კითხულობენ და ხედავენ მისი შვილები ინტერნეტში, თუმცა ცდილობს დაიცვას ტყუილისგან, რომელიც ცუდმა ადამიანებმა სარგებლის მიღების მიზნით შეიძლება გამოიგონონ. ანჯელინა შიშობდა, რომ ბავშვებს  განქორწინების თემაზე სხვადასხვა ჭორი ძლიერ დააზარალებდა. ამაში სიმართლის მარცვალია, რადგან პრესას ბევრი რამ შეუძლია. მსახიობი მუდმივად ახსენებს შვილებს, რომ საკუთარი თავით უნდა იფიქრონ, ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია გაანალიზონ და ინტერნეტის ბინძურ აურზაურს არ აყვნენ.

მრავალმხრივი განვითარება – ანჯელინა შვილებს უნერგავს ამ სამყაროს სიყვარულს. მისი მრავალფეროვნების, უნიკალურობის, სირთულეების და გამოწვევის სიყვარულს. საიდუმლო არაა, რომ მისი სამი შვილი ნაშვილებია. ენჯის ოჯახში სწავლობენ იმ ქვეყნების კულტურას, საიდანაც მისი შვილები არიან. შაილო დაინტერესებულია კამბოჯური ენით, საიდანაც მედოქსია, ხოლო ვივიენს სურს იცხოვროს ეთიოპიაში, სადაც მისი და ზაჰარა დაიბადა. ანჯელინა შვილებს არჩევანის სრულ თავისუფლებას აძლევს. არ ავალდებულებს, რომ მშობლების კვალს გაყვნენ და შოუბიზნესის სამყაროში კარიერა ააწყონ. მსახიობი თვლის, რომ მისმა მემკვიდრეებმა უნდა სცადონ ბევრი რამ, სანამ მსახიობობას ან სხვა კინემატოგრაფიულ საქმიანობას შეუდგებიან.

როგორ ცხოვრობენ ჯოლის და პიტის შვილები – ჯოლის წითელ ხალიჩაზე მთელი ოჯახით გამოჩენა უყვარს. მისი ქალიშვილები საზოგადოებას მოდური გემოვნებით და დედის ყველაზე ცნობილი სამოსების მორგებით აოცებენ. ანჯელინას და ბრედის პირველი ღვიძლი ქალიშვილი შაილო გარკვეული პერიოდი თავს ბიჭად აღიქვამდა. ითხოვა კიდეც, რომ ჯონი დაეძახათ. მსახიობი ქალიშვილის არჩევანს არ შეეწინააღმდეგა. ახლა შაილო გოგოს სტილს დაუბრუნდა და საზოგადოებას დედასთან და მამასთან საოცარი მსგავსებით აოცებს. ჯოლისა და პიტის შვილებს მოქმედებაში სრული თავისუფლება აქვთ. უფლება აქვთ აირჩიონ, სად ისწავლონ, რა ჩაიცვან და ვისთან იმეგობრონ. ბრძენი დედა შვილებს ასწავლის, რომ ცხოვრების მოსახვევებთან ყურადღებით იყვნენ. ბავშვები ერთ–ერთ ყველაზე შეძლებულ ოჯახში გაიზარდნენ, მაგრამ საკუთარი თავი არ დაუკარგავთ. როგორც არ უნდა იყოს დაკავებული ვარსკვლავი დედა, მისთვის შვილები პირველ ადგილზეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს