მან არც კი იცის, როგორ მოხდა, რომ ღამე თავის დის ქმართან ერთად გაატარა. ახლა არც კი იცის, შეძლებს თუ არა ის ოდესმე მის პატიებას

1208

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ თავს გადამხარ ამბავს გვიამბობს.მე ანა მქვია. ვარ 28 წლის და ჯერ გათხოვილი არ ვარ. მყავს ბიძაშვილი ირინა. ის სამი წლის წინ გათხოვდა. მისი ქმარი, კოტე, ძალიან სიმპათიური და მხიარული ადამიანია. ირინას ძალიან კარგი სამსახური აქვს, სადაც ძალიან კარგ ხელფასს უხდიან. მისი სამსახურის გრაფიკი ასეთია: ერთი თვე სამსახურშია, ერთი თვე – სახლში.

ირინას ძალიან ეშინია, რომ ქმარი უღალატებს, მაგრამ არ სურს თავისი კარგი სამსახურის დაკარგვა და სხვა სამსახურის ძებნა. ირინას ძალიან უყვარს თავისი ქმარი და ძალიან ეშინია მისი დაკარგვის.ირინამ მთხოვა, რომ სანამ ის სამსახურში იქნებოდა, მისი ქმრისთვის მე მიმეხედა. მე ამ დროს სამსახური არ მქონდა, ფული მჭირდებოდა. ირინამ მთხოვა მისი სახლი დამელაგებინა, სანამ ის სამსახურში იქნებოდა. ის მე ამითვის კარგად გადამიხდიდა. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი მას.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო. კოტეს ძალიან უყვარდა ირინა და მას არ ღალატობდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ასეთი სიმპათიური მამაკაცი, როგორიც კოტე იყო, ბევრ ქალს მოსწონდა. მაგრამ კოტეს ძალიან უყვარდა ირინა და მის გარდა არავინ სჭირდებოდა. ირინამ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ მაინც ეშინოდა ამდენი ხნის მანძილზე ქმრის უყურადღებოდ დატოვების.ამიტომ, მე უნდა დამელაგებინა მათი სახლი და მისი ქმრისთვისაც უნდა მიმეხედა.

სახლის დასალაგებლად კვირაში ორჯერ მოვდიოდი. ირინას ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რა გავაკეთე. კოტეზეც ველაპარაკებოდი.კოტემ იცოდა, რომ მას ვამოწმებდი და მერე ირინას ვუყვებოდი ყველაფერს. ამის გამო ხშირად დამცინოდა. დასუფთავების დასრულების შემდეგ მე და კოტე თითო ფინჯან ყავას ვსვამდით და მე სახლში მივდიოდი.რაღაც პერიოდის შემდეგ, მე და კოტე კარგი მეგობრები გავხდით. უბრალოდ ერთმანეთთან საუბარი მოგვწონდა.ერთხელ კოტემ ერთი ბოთლი კარგი ფრანგული ღვინო იყიდა და შემომთავაზა, რომ ჩემი დაბადების დღე ასე აღმენიშნა. ძალიან ცოტა დავლიე და მოვდუნდი. რა მოხდა შემდეგ, არ მახსოვს. დილით, კოტეს საწოლში გავიღვიძე. იყო თუ არა რამე ჩვენს შორის, არ ვიცი. მაგრამ კოტე ისე იქცევა, თითქოს მართლა ერთად გვეძინა.

არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო. იქნებ, კოტემ ღვინოში რამე ჩამიყარა. მე ხომ ძალიან ცოტა დავლიე.ჩემს ბიძაშვილს ვერ მოვატყუებდი. ამიტომ, როცა ის ჩამოვიდა, მაშინვე ვუთხარი ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ მან უკვე იცოდა ყველაფერი. კოტემ თავად უამბო მას, რაც მოხდა. მხოლოდ მან უთხრა, რომ ის მსხვერპლი იყო, რომ მე თვითონ ვაცდუნე იგი. კოტემ ირინას უთხრა, რომ ყველაფერი ჩემი მოწყობილი იყო.

ირინამ მე აღარ მომისმინა, უბრალოდ გამაგდო ბინიდან. ვცდილობდი მისთვის ტელეფონით ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ ირინამ ჩემი ნომერი შავ სიაში ჩააგდო.ირინასთან სახლშიც მივდიოდი, მაგრამ კარს ყოველთვის კოტე მიღებდა და მეუბნებოდა, რომ აღარასოდეს მოვსულიყავი მათთან.ერთხელ, დაველოდე კოტეს სამსახურში წასვლას და ისევ მივედი ირინასთან. მან ჩემთან ლაპარაკი არ მოისურვა, უბრალოდ მითხრა, რომ თუ ისევ მივიდოდი მასთან, ყველა ჩვენს ნათესავს მოუყვებოდა მომხდარის შესახებ.

სირცხვილისგან მოვკვდები, თუ ჩემი მშობლები ამას გაიგებენ.ძალიან მიჭირს ცხოვრება იმის მერე, რაც მოხდა. არც კი ვიცი, როგორ ვთხოვო პატიება ჩემს ბიძაშვილს. მეზიზღება კოტე, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო და ასეთ უვარგისად გამომიყვანა. ძალიან მენატრება ჩემს ბიძაშვილთან ურთიერთობა – ჩვენ ხომ ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვუგებდით.ის ალბათ ვერასოდეს მაპატიებს…

რომ მცოდნოდა რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაშინ არასოდეს დავთანხმდებოდი მის შეთავაზებას, რომ მისი ბინა დამელაგებინა. მაშინ არაფერი მოხდებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს