მანანა ბებია ნელ-ნელა ბრუნდებოდა მაღაზიიდან. მაღაზიაში იყიდა პური და ფუნთუშები ჩაისთვის.ის აუჩქარებლად მოაბიჯებდა მშობლიური სოფლის ქუჩებში. მას არსად ეჩქარებოდა. მისი ერთადერთი ვაჟი მრავალი წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ ის სრულიად მარტო ცხოვრობდა. სახლში შევიდა და უცებ გაიგონა, რომ ვიღაცამ ფანჯარაზე დააკაკუნა.
- ჰეი დიასახლისო! რაიმე დახმარება ხომ არ გჭირდებათ? მე შემიძლია რაიმე შევაკეთო, თუ საჭიროა! – თქვა გაუპარსავმა მამაკაცმა, რომელიც მისი სახლის ზღურბლზე იდგა და იმედით უყურებდა.მამაკაცს ეტყობოდა, რომ სასმელი უყვარდა. მანანა ბებიამ მაინც შეიბრალა იგი და ღობის შეკეთება სთხოვა.
- ჩაქუჩი და ლურსმნები გააქვთ?
- უნდა იყოს! ფარდულში ნახე. იქ ჩემი შვილის ინსტრუმენტებია, მრავალი წელია უსაქმოდ დევს.
შალვა ფარდულში შევიდა. იქ მან ბევრი კარგი ინსტრუმენტი ნახა, იპოვა ლურსმნებიც. მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი მოეპარა.“ბებიას მაინც აღარ გამოადგება, მე კი ფული მჭირდება!” – გაიფიქრა შალვამ.მან ღობე შეაკეთა, ინსტრუმენტი კი დამალა, რათა ღამით მის წასაღებად დაბრუნებულიყო.როდესაც მუშაობა დაასრულა, მანანა ბებიამ სახლში შეიპატიჟა, რძით და ფუნთუშებით გაუმასპინძლდა. სანამ შალვა ჭამდა, მან უამბო, რომ შვილი ჰყავდა, მაგრამ ის გარდაიცვალა და მას შემდეგ ის მარტო ცხოვრობდა.შალვა მიხვდა, რომ მოხუცი ქალის გაძარცვა ძალიან ადვილი იქნებოდა, მეზობლები შორს ცხოვრობდნენ და სახლში მოხუცის გარდა არავინ იყო.როდესაც შალვა მიდიოდა, მანანა ბებიამ უცებ მას უთხრა:
- ფარდულში ჩემი შვილის ბევრი სხვადასხვა იარაღია დარჩენილი. წაიღეთ, მე ეს ინსტრუმენტები არ მჭირდება, თქვენ კი გამოგადგებათ. ვხედავ, რომ კარგი ადამიანი ხართ, შრომისმოყვარე.
ამ სიტყვების შემდეგ, შალვამ თავი ძალიან ცუდად იგრძნო. მას ამ ქალის გაძარცვა სურად, ის კი თავად აძლევს მას ყველა ინსტრუმენტს.შალვამ უარი თქვა ინსტრუმენტების წაღებაზე.
- იქნებ, ბორში გესიამოვნოთ? დღეს დილით მოვამზადე. არ მაწყენინო, ჭამე! – შესთავაზა მოხუცმა შალვას.
ის ცოტა დაფიქრდა და დათანხმდა.ისევ სამზარეულოში დაბრუნდნენ. მანანა ბაბიამ შალვას ბორში დაუსხა და პური მიაწოდა. მან ჭამა დაიწო. ამასობაში ის ოთახში შევიდა და გარდაცვლილი შვილის ფოტო გამოიტანა.
- ეს ჩემი შვილია, ლევანი. ის ოფიცერი იყო.
შალვამ დახედა ფოტოს და ადგილზე გაიყინა. მან მაშინვე იცნო ფოტოზე გამოსახული მამაკაცი. ეს იყო მისი მეთაური ლაშა. ის მათ ასეულს მეთაურობდა, როდესაც ავღანეთში მსახურობდა. როდესაც გაიგო, რომ შალვა მეზობელი სოფლიდან იყო, მაშინვე დამეგობრდნენ. ლაშა უყვებოდა, რომ დედა დიდი ხნის მანძილზე არ ენახა. სკოლის შემდეგ ჯერ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი ომი დაიწყო. ის შალვას უყვებოდა, რომ დედამისი ძალიან ენატრებოდა, ის ხომ მარტო ცხოვრობს, ქალისთვის კი სოფელში მარტო ცხოვრება ძალიან ძნელია.
ერთხელ მათ მიეცათ დავალება – საჭირო იყო გზის გარკვეული მონაკვეთის დანაღმვა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ კატასტროფა მოხდა, ჯგუფი იყო ჩასაფრებული. ბრძოლა დაიწყო. იყო ძლიერი თავდასხმა ნაღმტყორცნებიდან. შალვამ გაიგო, რომ ჭურვი სადღაც ძალიან ახლოს აფეთქდა, მაგრამ მას ვიღაცა გადაეფარა.შალვა გონს საავადმყოფოში მოვიდა. ის მძიმედ იყო დაჭრილი. ლაშას რა ბედი ეწია, მან არ იცოდა. ამის შემდეგ სამსახურის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სამშობლოში დაბრუნდა.
აქ დიდი ხნის მანძილზე სამსახურს ვერ ნახულობდა. მალე დარდით სმა დაიწყო. მაშინ ყველასთვის რთული დრო იყო. იმისათვის, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, შალვამ ქურდობა დაიწყო. დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.
- ჩემი შვილი მსახურებისას გარდაიცვალა. ის ვიღაც ჯარისკაცს გადაეფარა. ჯარისკაცი გადარჩა, ჩემი შვილი კი გარდაიცვალა … – თქვა მანანა ბებიამ და მწარედ ატირდა.
შალვა მაშინვე მიხვდა, ვინ გადაარჩინა მაშინ მისმა მეთაურმა. ეს თავად შალვა იყო.შალვას ძალიან შერცხვა – მას სურდა გაეძარცვა იმ კაცის დედა, რომელმაც სიცოცხლე გადაურჩინა.მან მანანა ბებიას სადილისთვის მადლობა გადაუხადა და წავიდა. ღამით ყველა იარაღი ადგილზე დააბრუნა.ამის შემდეგ, ის ხშირად მოდიოდა მანანა ბებიასთან და მას საშინაო საქმეებში ეხმარებოდა. ცოტა ხანში, მან საერთოდ შეწყვიტა სმა, მუშაობა დაიწყო და სრულიად სხვა ადამიანი გახდა. მან საერთოდ დაანება თავი ქურდობას.
მან იპოვა ადამიანი, რომლისთვისაც ღირდა შეცვლა და გონს მოგება. მან იპოვა ადამიანი, ვისთვისაც ღირდა ცხოვრება და თან ღირსეულად ცხოვრება.