პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე თამარი მქვია. უკვე ორი წელია პენსიაზე ვარ. ჩემი ქმარი ცხრა წლის წინ გარდაიცვალა. მყავს ორი შვილი: ვაჟი და ქალიშვილი. ვაჟი წარმატებით დაქორწინდა. ის სხვა ქალაქში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მას და ნათიას ვაჟი შეეძინათ. ჩემი ქალიშვილის ცხოვრება რატომღაც კარგად არ მიდის. არსად მუშაობა არ უნდა, მუდმივად პირადი ცხოვრების დალაგებას ცდილობს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. საკუთარ მწუხარებას არაყით ებრძვის.
ბოლო დროს სახლში სხვადსხვა მამაკაცები მოჰყავს. ზოგჯერ დაქალებთან ერთად მოდის და მთელი ღამე ერთად სვამენ.ჩემმა ქალიშვილმა მხოლოდ საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრებისთანავე არ მოისურვა უმაღლესში ჩაბარება. მან თქვა, რომ მისაღები გამოცდებისთვის კარგად უნდა მომზადებულიყო. თუმცა, ამის მაგიერ, ის მუდმივად ბიჭებთან ერთად დადიოდა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთს ცოლად გაჰყვა. მე ვთავაზობდი, რომ კოლეჯი მაინც დაემთავრებინა, მაგრამ მას არ სურდა. ქალიშვილმა თქვა, რომ გროშებზე მუშაობა არ სურდა.
ბუნებრივია, არც ქმარს და არც დედამთილს არ მოსწონდა ის, რომ ჩემი ქალიშვილი არსად არ მუშაობდა და მათი სარჩენი იყო.ექვსი თვის შემდეგ სიძემ და ქალიშვილმა ამის გამო ჩხუბი დაიწყეს. მოკლედ, ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და ქალიშვილი ჩემთან დაბრუნდა.განქორწინების შემდეგ ჩემს ქალიშვილს არც კი უცდია სადმე სამსახურის დაწყება. მე მაშინ ჯერ კიდევ ვმუშაობდი, ძალიან მეცოდებოდა და ჩემი ხელფასის ნახევარს ვაძლევდი.
ორი წლის უკან პენსიაზე გავედი. ერთი წლის წინ ჩემმა ქალიშვილმა საბანკო ბარათი მთხოვა. ერთი წელი გავიდა და ჯერ არ დაუბრუნებია. მთელ ჩემს პენსიას ის იღებს. ამბობს, რომ ახალგაზრდაა და ფული ჩემზე მეტად სჭირდება.ვტიროდი, ვთხოვდი, რომ დაებრუნებინა, მაგრამ მას მოსმენაც არ სურდა.ცოტა ხნის წინ დამლაგებლის ადგილზე თქვა უარი. ეს ადგილი მეგობარმა შესთავაზა. სხვათა შორის, იქ ძალიან კარგი ხელფასი ექნებოდა, მაგრამ მან არ მოისურვა.და სხვაგან სად შეძლებს მუშაობას თავისი განათლებით?
ჩემი ბიჭი ცოტაოდენ ფულს მიგზავნის, მეც ვმუშაობ ზოგჯერ მეეზოვედ. თუმცა ჩემს ასაკში უკვე ძალიან მიჭირს. ეს არის ის ფული, რომლითაც ვცხოვრობ.ჩემს შვილს არაფერს ვეუბნები იმის შესახებ, რომ მთელს ჩემს პენსიას ჩემი ქალიშვილი იღებს. მეშინია, რომ მაგრად იჩხუბებენ. მე კი ეს არ მინდა. მე ისინი ძალიან მიყვარს.მე და ჩემმა ქმარმა შვილები ერთნაირად გავზარდეთ, მაგრამ რატომღაც ვაჟი პატიოსანი, შრომისმოყვარე და წესიერი გაიზარდა, ქალიშვილი კი სრულიად სხვანაირი…