ჩემი ქმრის ბინა რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი. რა სამწუხაროა, რომ მასთან სტუმრად უფრო ადრე, ქორწილამდე არ მივედი

13193

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ანა მქვია. როდესაც კოტე გავიცანი, ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დავორსულდი. კოტემ, როგორც ნამდვილმა მამაკაცმა, მაშინვე შემომთავაზა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი.

ვიქორწინეთ, როდესაც უკვე 38 კვირის ორსული ვიყავი. აქამდე ჩემი ქმრის ბინაში ნამყოფი არ ვიყავი. მთელი ორსულობა უნივერსიტეტში ვსწავლობდი – ვცდილობდი, რომ მშობიარობამდე ყველა გამოცდა და ჩათვლა ჩამებარებინა.მე ყველაფერი შევძელი, მშვიდი გულით გავთხოვდი და სამშობიაროში წავედი.ბავშვისთვის ნივთები ინტერნეტით შევუკვეთე: ეტლი და საწოლი. კოტეს ისინი მაშინ უნდა წამოეღო, როდესაც მე სამშობიაროში ვიქნებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც მოიქცეოდა.როდესაც ჩემი ქმარი სამშობიაროში ჩემი და ჩემი შვილის წასაყვანად მოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემმა ქმარმა მოამზადა თავისი ბინა ჩემთვის და ჩვენი ბავშვისთვის.

ვოცნებობდი, რომ სახლში რაც შეიძლება მალე მივსულიყავი, მაგრამ ამაოდ!როცა ჩემი ქმრის ბინაში მივედი, უბრალოდ შოკში ვიყავი. რამდენიმე წუთით მეტყველების უნარი დავკარგე.ის, რომ კოტეს ერთოთახიანი ბინა ჰქონდა, ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მასში არაფერი იყო გასაბერი ლეიბის გარდა.ჩემს ქმარს ჩვენი შვილისთვის არც ეტლი და არც საწოლი არ წამოუღია. პირველი ღამე მე და ჩემმა შვილმა გასაბერ ლეიბზე გავატარეთ.ძალიან მოუხერხებელი იყო. სახლში არ იყო არც ნორმალური სამზარეულო. სამზარეულოში მხოლოდ მაგიდა და პატარა მაცივარი იდგა. არც ჩაიდანი იყო და არც გაზქურა.

ჩემს ქმარს ვკითხე:

  • ძვირფასო, მე და ბავშვმა ასეთ პირობებში როგორ უნდა ვიცხოვროთ?
  • აქ კარგია! მე ასე მიჩვეული ვარ და ყველაფერი მაწყობს! – მიპასუხა კოტემ.

უბრალოდ, შოკში ვიყავი. გამოდის, რომ ჩემი და ჩვენი შვილის გამო ის არაფრის შეცვლას არ აპირებს საკუთარ ბინაში და ცხოვრებაში.მე ვუთხარი, რომ ასეთ პირობებში ვერ ვიცხოვრებდი და ჩემს მშობლებთან მინდოდა წასვლა. კოტემ არ გამიშვა: მან თქვა, რომ ჩვენ დაქორწინებულები ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთ.მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ამისთვის ნორმალური პირობები უნდა შეიქმნას ჩემთვის და ჩვენი შვილისთვის. ჩემი ქმარი ამას ვერ ხვდება.

ცოტაოდენი ფული მქონდა და ჩემთვის სავარძლის ყიდვა შევძელი. ახლა ამ სავარძელში ვჯდები და ვიძინებ კიდეც.გუშინ ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ მალე ჩვენთან დედამისი ჩამოვიდოდა სტუმრად. თავად კოტე, დაიბადა პატარა სოფელში, რომელიც ჩვენი ქალაქიდან 600 კილომეტრშია. დედამისი ისევ იქ ცხოვრობს.არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ. მას გაზქურის ყიდვაც კი არ სურს. მე და ჩემს შვილს დედაჩემთან წასვლის უფლებასაც კი არ გვაძლევს.მე მთელი დღე სახლში ვზივარ.

კოტემ დედამისის ჩამოსვლისთვის ორი პლასტმასის სავარძელი იყიდა. მაინტერესებს სად დააძინებს დედას? თავის გასაბერ ლეიბზე? თვითონ კი ცარიელ იატაკზე დაწვება დასაძინებლად?როდესაც ვკითხე, დედამისს რას აჭმევდა, კოტემ მიპასუხა, რომ მზა საჭმელს იყიდიდა. აი, ასე.სხვათა შორის, მე თითქმის მშიერი ვარ. მაშინ, როდესაც კოტეს თავისთვის კარგი ვახშამი მოაქვს.დიახ, მე ვიჩქარე გათხოვება. ერთხელ მაინც უნდა მოვსულიყავი მომავალი ქმრის სახლში.

ასეთ პირობებში ცხოვრებას ვერ შევძლებ. უკვე გადავწყვიტე, რას ვიზამ: დივანს ვიყიდი კრედიტით. სავარძელში დაძინებას აღარ ვაპირებ.კოტე კარგი ადამიანი და შესანიშნავი მამაა.მაგრამ, რატომ არ უნდა ბინისთვის არაფრის ყიდვა? ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოვეწყოთ! ასე ცხოვრება როგორ შეიძლება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს