ბრიტანულ ქალაქ ენდერბის მაცხოვრებელი ცოლ-ქმარი, რიტა ჰერცალლა და ხამდი ალმასრი ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში “ეჭიდავებოდნენ”. ოჯახს უნდოდა, სახლისთვის საცხოვრებელი ფართი მიეშენებინა, თუმცა ქალაქის ადმინისტრაცია ვერ დაითანხმა, თანაც, კვარტალში ადგილები უკვე აღარც იყო საკმარისი.
მაშინ წყვილმა ეშმაკობას მიმართა. ავტოფარეხის ასაშენებლად ნებართვის მოპოვების შემდეგ, რიტამ და ხამდიმ მალევე აღმართეს მაღალი ღობე, რომელიც შენობას უცხო თვალისგან იცავს. თუმცა, მეუღლეების გეგმა მაინც გამჟღავნდა.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილო ნახსენები ფარეხი, რომლის კარიც უბრალოდ ანჯამებიდან ჩამოვარდა. როგორც აღმოჩნდა, ბუტაფორული ჭიშკრის უკან ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იმალებოდა.
როგორც გაირკვა, ფარეხისს ნაცვლად, რიტამ და ხამდიმ სტუმრებისთვის საცხოვრებელი სახლი მოაწყვეს. ამის გაკეთებისას, ქალაქში მიღებული ნორმები დაარღვიეს. ასევე, წყვილის მიერ აღმართული ღობეც ძალიან უშლიდა ხელს მეზობლებს.
ქალაქის ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა წყვილთან დაკავშირება, თუმცა ცოლ-ქმარი ყოველ ჯერზე გაურბოდა დიალოგს. გასულ წელს, ეშმაკმა წყვილმა, წინდაუხედავად, კიდევ ერთხელ სცადა ნებართვის მოპოვება საცხოვრებელი სახლისთვის.
მხოლოდ გასულ წელს, ჩინოსნებს საბოლოოდ აევსოთ მოთმინების ფიალა. რიტასა და ხამდის სასამართლოში უჩივლეს. რა თქმა უნდა, ოჯახმა ყველა მოსმენა უგულებელყო, ამიტომ პროცესი მის სასარგებლოდ არ დასრულებულა.
ახლა ორივე მეუღლემ ორ-ორი ათასი ფუნტი ჯარიმა უნდა გადაიხადონ. ამ ჯამში შესულია ყველა საჭირო ჯარიმა და სასამართლო ბაჟები. გარდა ამისა, რიტასა და ხამდის სახლის ფარეხად გადაკეთება მოუხდებათ. სამწუხაროა, რომ მეუღლეებმა უარი თქვეს საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტაზე…