ჯოჯოხეთი საავადმყოფოს პალატაში. რა ხდება ეკვადორის კლინიკებში, სადაც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს „კურნავენ“

740

31 წლის ფოტოგრაფის, პაოლი პერედესის სკანდალურმა პროექტმა საზოგადოება გააოგნა. ქალმა კვლევა პირადად ჩაატარა, რომლის ობიექტივს მის მშობლიურ ეკვადორში მიწისქვეშა კლინიკები წარმოადგენდნენ. ოფიციალური პირები მსგავს შენობებს ალკოჰოლიკების და ნარკომანების სარეაბილიტაციო ცენტრად მიიჩნევენ.

თუმცა ლამაზი ფასადის მიღმა საშინელი ადგილი იმალება, სადაც უდანაშაულო ადამიანებს აწამებენ, ორიენტაციის შეცვლას ძალით აიძულებენ. პაოლამ ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში პირადად მოხვედრა მოახერხა. მისი თამამი ოინის შედეგი ეს ფოტოპროექტი გახდა.

მიწისქვეშა ცენტრში, სადაც პერედესი აღმოჩნდა, ქალების „გადაკეთება“ ხდებოდა. ყოველდღე უბედურ ქალებს ცემდნენ, აწამებდნენ, ზოგიერთებს აუპატიურებდნენ კიდეც. წამებებს შორის კლინიკის „პაციენტებს“ ბიბლიის დაზეპირებას, შეღებვას და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე სიარულს ასწავლიდნენ.

განმარტოებით მხოლოდ დღეში 7 წუთი, ბანაობის დროს რჩებოდნენ. მათ დღის განმავლობაში ელოდათ – კათოლიკური მუსიკის რამდენიმე საათი, ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოების ლიტერატურის შესწავლა და „თერაპია“, წამების დრო.

აქ პაციენტებს ლოცვას და ბიბლიის დაზეპირებას აიძულებდნენ. თუ ქალი ლოცვის დროს თვალს გაახელდა, ჩაეძინებოდა ან წმინდა წიგნის ფრაზა შეეცვლებოდა, ზედამხედველისგან მკაცრი სასჯელი ელოდა. ზედამხედველებს შორის ბევრი რელიგიური ფანატიკოსი და უბრალოდ სადისტები იყვნენ.

პაციენტებს ყოველდღე მონაზვნების მკაცრი ზედამხედველობით შეღებვას აიძულებდნენ. ითვლება, რომ ასე „ქალის შინაგან არსს“ სინათლეზე გამოსვლის საშუალებას აძლევდნენ.

საღამოობით უბედურ ქალებს იატაკის და საკუთარი კამერის კედლების წმენდას აიძულებდნენ. თუ დავალებას დროულად ვერ შეასრულებდნენ, უცნობი შემადგენლობის სითხის დალევას აიძულებდნენ. ამბობენ, რომ ჯოჯოხეთური ნარევის ინგრედიენტებს შორის არის – ქლორი, მწარე ყავა და უნიტაზის წყალი.

გამომგონებელი სადისტები, რომლებიც კლინიკაში მუშაობდნენ, ქალებისთვის სხვადასხვა ტანჯვას იგონებდნენ. ზოგს კბილის ჯაგრისით, ან შიშველი ხელებით უნიტაზის გაწმენდას აიძულებდნენ. სხვებს მოუხერხებელ პოზაში, ორივე ხელში ბიბლიის წიგნების დაჭერით ბალანსის დაცვას რამდენიმე საათის განმავლობაში აიძულებდნენ.

ზედამხედველები თავიანთი „დაქვემდებარებულების“ ცემას არ ერიდებოდნენ. ასეთი დაწესებულებების „პაციენტებს“ ძლიერი ცემის კვალი აღენიშნებათ. ყველაზე დაუმორჩილებლებს ანტიფსიქოტიკებით კვებავენ და შემდეგ რამდენიმე ღამე თანამშრომლებს სექსუალური სიამოვნების მისაღებად აძლევდნენ.

რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილ სურათებში მხოლოდ მოდელებია წარმოდგენილი, მაგრამ პაოლა ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა. თავად ფოტოგრაფი ქალებთან ურთიერთობას უპირატესობას ანიჭებს და არაერთხელ უფიქრია, რომ ამ უბედურების ადგილას შეიძლება თავად ყოფილიყო!

რთული წარმოსადგენია, თუ რა გადაიტანეს უბედურმა „პაციენტებმა“. უნდა ითქვას, რომ ეკვადორში მსგავსი დაწესებულება საკმაოდ ბევრია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს