ბინა დიდი არ გქონიათ! ჩანს, რომ მდიდრულად არ ცხოვრობთ! მაგრამ არაუშავს, ამაყები არ ვართ, ცოტა ვიწროდ ვიცხოვრებთ

842

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ირაკლი მქვია. სწავლა დიდი ხნის წინ დავამთავრე, ვმუშაობ და საკუთარ თავს უზრუნველვყოფ. სავსებით კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით.

ცოტა ხნის წინ ასეთი ამბავი გადამხდა თავს. დასვენების დღე მქონდა. გადავწყვიტე, ცოტა მეტ ხანს დამეძინა. ჩემი ოცნება კარზე დარეკილმა ზარმა გაანადგურა. უხალისოდ წამოვდექი და კარი გავაღე.

ჩემი ბინის ზღურბლზე სამი ადამიანი იდგა: ქალი, მამაკაცი და ახალგაზრდა ბიჭი. მე ამ ხალხს არ ვიცნობდი. მათთვის იმის თქმას ვაპირებდი, რომ მისამართი შეეშალათ, მაგრამ ვერ მოვასწარი. ამ ქალმა უცებ მითხრა:

  • ლექსო! როგორ გაზრდილხარ ამ წლების განმავლობაში! შენ ძალიან გავხარ მამას! მისი ასლი ხარ. ლაშა, შემოდი და ჩანთები შემოიტანე. ზღურბლზე ნუ დგახარ!
  • ვერ გავიგე, ვინ ხართ და რა გინდათ?
  • ლექსო! შენ არ გახსოვარ? მე ხომ მარინა ვარ, ეს კი ჩემი მეუღლეა, ლაშა ძია. ეს კი ჩვენი შვილია – კოტე. ჩვენ ბებიაშენის სოფლიდან ვართ. ახალ სახლში ისე გადახვედით ჩვენთვის არაფერი გითქვამთ. კიდევ კარგი, რომ როდესაც მამაშენს ახალი წელი მივულოცეთ, მაშინ გვითხრა თქვენი ახალი მისამართი. სად არის მამაშენი?

სანამ ქალი ამ ყველაფერს ამბობდა, მისმა ქმარმა და შვილმა სახლში ჩემოდნების შემოტანა მოასწრეს.

  •  ბინა არც ისე დიდი გაქვთ! ჩანს, რომ მდიდრულად არ ცხოვრობთ, მაგრამ არაუშავს. ჩვენ ამაყები არ ვართ, ცოტას შევიწროვდები და ყველაფერი კარგად იქნება. კოტემ კოლეჯში უნდა ისწავლოს და თქვენ ერთად იცხოვრებთ!
  • როგორ თუ ერთად? რატომ?
  • მამაშენმა გვითხრა, რომ რითაც შეძლებს დაგვეხმარება! ჩენს კოტეს კი საცხოვრებელი ადგილი სჭირდება! ბინას ვერ ვუქირავებთ, ძალიან ძვირია. ნუ ნერვიულობ, ჩვენ მას გასაშლელ საწოლს ვუყიდით, ადგილი თუ გამოჩნდება, დივანსაც ვუყიდით! ნუ ნერვიულობ, შენი საწოლიდან არ გაგაგდებთ და იატაკზე დაძინებას არ გაიძულებთ!
  • მამა ორი წლის წინ გარდაიცვალა. ეს ერთი! ბინის დაქირავება რომ ძვირი ღირს, ეს თავადაც ვიცი. მე თვითონ ვმუშაობდი და რამდენიმე წლის მანძილზე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ეს მეორე! მესამე, მე არ მინდა თქვენს შვილთან ერთად ცხოვრება, მეოთხე, ჩემი სახლიდან თქვენი კოლეჯი ძალიან შორს არის. დიდი დროც სჭირდება და ძვირიც ჯდება. მეხუთე, მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ და არ მახსოვხართ.
  • როგორ არ გახსოვართ? თქვენ არაერთხელ ჩამოსულხართ ჩვენთან სოფელში. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყავი. ასე რომ, გვაჩვენე სად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ფული არ გავაქვს იმისთვის, რომ ბინა ვიქირაოთ.
  • თქვენმა შვილმა საერთო საცხოვრებელში იცხოვროს!
  • რას ლაპარაკობ! საერთო საცხოვრებელი საშინელი ადგილია. იქ მხოლოდ ბანდიტები ცხოვრობენ. ისინი ჩემს ბიჭს ცუდ რაღაცებს ასწავლიან, ის კი სასწავლებლად ჩამოვიდა.
  • მაგრამ ჩემი ბინა საერთო საცხოვრებელი არ არის. მე უკვე ზრდასრული ვარ, ჩემთან ხშირად მოდის ჩემი შეყვარებული. როცა ვბრაზდები, საშინლად ვილანძღები. ასე რომ, მე შემიძლია თქვენს კოტეს ცუდი რაღაცები ვასწავლო. აიღეთ თქვენი ჩემოდნები და სხვა ადგილი მოძებნეთ. მე კი დღეს ბევრი საქმეები მაქვს.

ქალი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა: ვერ იჯერებდა, რომ სერიოზულად ვამბობდი და ნამდვილად ვთხოვდი, რომ წასულიყვნენ.არც კი მრცხვენოდა იმის გამო, რომ ამ ხალხის ჩემი ბინიდან ვაგდებდი. მე მიჩვეული ვარ დამოუკიდებლად ცხოვრებას, ჩემთვის ეს მოსახერხებელი და კომფორტულია ჩემს ცხოვრებაში არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.ლაშა ძიამ ბინიდან ჩემოდნების გატანა დაიწყო, კოტემ ინტერნეტში საერთო საცხოვრებლების მისამართების ძებნა დაიწყო და ტაქსი გამოიძახა. მალე ისინი წავიდნენ.

მე გამოვიძინე, მერე დედას დავურეკე და მომხდარის შესახებ ვუამბე. მან მითხრა, რომ იმ სოფელში ნათესავები არ გვყავდა და ჩვენ იქ მხოლოდ ორჯერ ვიყავით, როდესაც დიდი ბებიის ბიძაშვილის სახლს ვყიდიდით. მარინა დეიდა, ლაშა ძია და მათი ვაჟი კოტე უბრალოდ მეზობლები არიან, რომლებიც ბებიისგან ორი სახლის მოშორებით ცხოვრობდნენ.ეს რომ გავიგონე, გავოგნდი. რის იმედი ჰქონდათ ამ ხალხს, როცა ჩემთან მოვიდნენ და მათი შვილის ჩემთან ცხოვრების უფლებას ითხოვდნენ? ვინ არიან ისინი ჩემთვის?

იმასაც კი არ დავთანხმდებოდი, რომ ჩემთან ჩემს ნათესავებს ეცხოვრათ, არა თუ ვიღაც მეზობლებს! რა სითავხედეა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს