დედაჩემმა არ მიიღო ჩემი ცოლი, რომელსაც უკვე ჰყავდა შვილი პირველი ქორწინებიდან 

2314

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.

მე ალექსი მქვია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო: მქონდა კარგი სამსახური, კარგი მანქანა მყავდა, მქონდა საკუთარი ბინა. გოგონებთან, რატომღაც ბედი არ მწყალობდა. ვერაფერით ვერ შევხვდი იმ ერთადერთს, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას მოვისურვებდი.

ჩვენთან სამსახურში ერთმა ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიურმა გოგონამ დაიწყო მუშაობა. მასთან საუბარი ძალიან მომწონდა. თვითონაც ვერ მივხვდი, როგორ შემიყვარდა. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩემი გრძნობების შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, შემდეგ კი, ბოლოს და ბოლოს, გავბედე და ვუთხარი. პაემანზე დავპატიჟე. მან უარი მითხრა, მაგარმ თავსთან დამპატიჟა სტუმრად. ძალიან გამიხარდა, თუმცა ძალიან გავოცდი კიდეც. მე დავთანხმდი.

ვიყიდე ყვავილები, კანფეტები, ტორტი და სტუმრად წავედი. კარი პატარა გოგონამ გამიღო. ეს ეკას შვილი იყო, ნათია. ნათია ძალიან კარგი, ჭკვიანი და ზრდილობიანი ბავშვია. ის ძალიან თბილია და ჩვენ მაშინვე დავმეგობრდით. მე და ეკა ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და თავს კარგად ვგრძნობდით, როდესაც ერთად ვიყავით.

ექვსი თვის შემდეგ ხელი ვთხოვე. ეკა დამთანხმდა. დადგა დრო, რომ ჩემი საცოლე დედაჩემისთვის გამეცნო.მე, ეკა და ნათია დედაჩემს ვესტუმრეთ. ნათია უკვე ისე მიყვარდა, რომ შვილად მივიჩნევდი. დედაჩემს კი ძალიან არ მოეწონა ის, რომ ცოლად შვილიანი ქალი ავირჩიე. მან მაშინვე მითხრა, რომ მე ის შევარცხვინე!

რატომ?! საერთოდ არ მესმის დედაჩემის. ჩემი აზრით, ცუდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ დედაჩემი მაინც ვერ დავარწმუნე, რომ ეკა შესანიშნავი ქალია. ის ჩვენი ქორწილის სასტიკი წინააღმდეგი იყო და ქორწილში არც მოსულა. მე ჩემს საყვარელ ქალზე მაინც დავქორწინდი.მთელი ერთი წელია ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ.

დედას მხოლოდ ვურეკავ ხოლმე და ზოგჯერ სტუმრად მივდივარ მასთან. ჩემი ცოლი და ნათია დედამ მაინც არ მიიღო.დედაჩემს რატომღაც არ ესმის, რომ ეკასთან ძალიან ბედნიერი ვარ და მის გარდა არავინ მჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს