ფსიქოლოგის პასუხი. რა ემართება ადამიანის ფსიქიკას ელექტროენერგიის გარეშე

81

ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა. ზოგიერთ ქალაქში უკეთესი მდგომარეობაა, ზოგში, პირიქით, უარესი. ელექტროენერგიის სისტემის მოწესრიგებას დრო სჭირდება. სინათლის გარეშე დიდხანს ცხოვრება ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. Paparazzi გიამბობთ ემოციებზე, რომელსაც ადამიანი დიდხანს სინათლის გარეშე ყოფნისას გრძნობს.

სიბნელე ტოტალური სიცარიელის ილუზიას ქმნის. ზოგი ამას ნორმალურად აღიქვამს. ზოგს მოსწონს კიდეც, სიბნელეში ერთგვარ რომანტიკას ხედავს. სანთლების შუქზე ვახშამი და რაღაც მსგავსი.

სიბნელეში გარეთ ყოფნა საშიშია, ამ დროს ადამიანი თავს პოსტაპოკალიფსური ფილმის გმირად გრძნობს. ბევრი ადამიანი სიბნელეში მარტოობას განიცდის. საყვარელი ადამიანები და ნივთები, რომლებიც გაბედნიერებთ, მარტოობის მტკივნეული გრძნობისგან დაგიცავთ. სტუმრები მოიწვიეთ. მათთან კომუნიკაცია სევდიან ფიქრებს და განცალკევების გრძნობებს გააქრობს.

თუ სიბნელემ ქუჩაში მოგისწროთ, თვალებით ყველაზე კაშკაშა ფანჯარა იპოვეთ. თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი საერთოდ არაა. ვებერ–ფეხნერის ფსიქოფიზიოლოგიური კანონის მიხედვით, მხოლოდ ყველაზე განათებულ ბინებს ვამჩნევთ. ეს ჩვენი რეცეპტორების ბიოქიმიური რეაქციების ლოგარითმობის გამო ხდება. ვფიქრობთ, რომ სინათლე მაქსიმუმ 10 ბინაშია. საპირისპიროში რომ დარწმუნდეთ, უბნის ყველა სახლს კარგად დააკვირდით. ასე გაცილებით მეტ განათებულ ბინას შეამჩნევთ.

როცა ადამიანს სინათლის გარეშე ყოფნა დიდხანს უწევს, მისი ცხოვრება თითქოს ჩერდება. ყოველდღიური საქმეები არსად ქრება, მაგრამ სევდიანი ფიქრებისთვის მეტი დრო რჩება. ადამიანი ბოლო დროინდელ მოვლენებზე ფიქრობს, აანალიზებს და რეფლექსირებას ახდენს. ამ დროს ემოციების განცდა აუცილებელია. მათი დათრგუნვა ან დარდის აკრძალვა არ შეიძლება. მუსიკა ნეგატივთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გამოგადგებათ ნებისმიერი ჟანრი, თუნდაც სევდიანი. მთავარია, სიმღერა მოდუნებაში ან, პირიქით, გამხნევებაში დაგეხმაროთ.

გაურკვევლობა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვა შფოთვას იწვევს. მომავალი ბუნდოვანი ხდება. ხვალინდელი დღის ნდობა ქრება. ამ დროს მარტო დარჩენა არ შეიძლება. პესიმისტურ ფანტაზიაში იმდენად შეიძლება ჩაიძიროთ, რომ პანიკური შეტევა მიიღოთ. ყველაფერზე, რასაც წარმოიდგენთ, როგორი პირქუშიც არ უნდა იყოს, ვინმესთან ხმამაღლა უნდა ისაუბროთ. თანამოსაუბრე მისახვედრი კითხვების დასმით ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში უნდა დაგეხმაროთ. ასე დაასკვნით, რომ უარესს სცენარსაც გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს. თუ ფიქრობთ, რომ ისევ ძველ მდგომარეობას შეიძლება დაუბრუნდეთ, თქვენი დიალოგი სადმე ფურცელზე ან სმარტფონში ჩაიწერეთ. შფოთვის დროს გადაიკითხეთ.

სინათლის გარეშე დარჩენა ბანალურად მოსაწყენია. არა ყველასთვის, მაგრამ ბევრისთვის. თანამედროვე ადამიანი ყოველდღე ინფორმაციურ კონტენტს მოიხმარს. ამ შესაძლებლობის გარეშე (როცა ინტერნეტი არაა), ბევრ ადამიანს თავისუფალი დროის შევსება უჭირს. დროის ერთგვარი დინება ახალი ფიქრებისკენ გვიბიძგებს. მაგალითად, მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ან ადრე დაწვეთ და დღის განრიგი მოაწესრიგოთ. ტყუილად არ ამბობენ: ზოგი ჭირი მარგებელიაო.

ადამიანმა თავი შეიძლება დამნაშავედ იგრძნოს, თუ მის ბინაში სინათლე არის და სხვაგან არა. არ უნდა გრცხვენოთ იმის, რისი გაკონტროლებაც არ შეგიძლიათ. თქვენი შესაძლებლობები სასარგებლო საქმეში გამოიყენეთ. მაგალითად, მეგობრებს ან ნაცნობებს თქვენთან სახლში მუშაობა შესთავაზეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს