ბევრი ჩვენგანი მომავლის გეგმას ადგენენ, თითოეულ წვრილმანზე დეტალურად ფიქრობენ. მერიენ გრეი ჩვენი სტატიის მთავარი გმირია და ზუსტად იცის, თუ ერთადერთმა შემთხვევამ ადამიანის ბედი როგორ შეიძლება შეიცვალოს. როცა გრეი 22 წლის იყო, მისი საკუთარი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
კანონმორჩილი სტუდენტი მოულოდნელად დამნაშავე გახდა და შემთხვევით ადამიანი მოკლა. წლების მანძილზე ბავშვის სული, რომლის სიცოცხლეც იმსხვერპლა, თან სდევდა და მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევდა. საკუთარ თავთან შერიგება და სულიერი სიმშვიდის პოვნა მხოლოდ ახლახანს შეძლო.
1977 წელს 22 წლის კოლეჯის კურსდამთავრებული სახლში მიდიოდა და გზაჯვარედინზე გადასასვლელად ემზადებოდა. საკუთარი თავით და სამყაროთი კმაყოფილი ქალი მომავალზე ფიქრობდა, როცა გზაზე მის წინ პატარა ბიჭი გამოვარდა. მერიენმა იმწამსვე მუხრუჭს დააჭირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო: ავტომობილი ბავშვს შეეჯახა და ეს უბედური ასფალტზე დაანარცხა.
დამუხრუჭების შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ბიჭს შეხედა. ბიჭთან უკვე ბრბო იკრიბებოდა და გვერდზე გავიდა.
„ბუჩქებში დავიმალე და დიდხანს არ შემეძლო გამეგო, თუ ვინ ყვიროდა, სანამ არ გავაცნობიერე, რომ თავად ვყვიროდი“ – წლების შემდეგაც კი გრეიმ სწორედ ამ მომენტის დავიწყება ვერ შეძლო.
გონზე მოსვლის შემდეგ დანაშაული აღიარა. წესრიგის დამცველებმა უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ყველა აუცილებელი გამოძიება ჩაატარეს და გაუშვეს: მერიენის სისხლში ნარკოტიკი და ალკოჰოლი ვერ აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ბიჭი სამუხრუჭედ ძალიან ცუდ ადგილას გზაზე გამოვარდა.
თუმცა, მშობლების დაჟინებამ და პოლიციის ოფიციალურმა განაჩენმა მას სიმშვიდე ვერ მოუპოვა. გარდაცვლილი ბიჭის მამასთან ტელეფონით საუბარიც ვერ დაეხმარა.
მერიენის თავში თითქოსდა გარდაცვლილი ბრაიანის მოჩვენება დასახლდა. „ყოველთვის როცა თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მისი ხმა მესმოდა“ – ამბობს ქალი.
კოლეჯამდე მერიენი თავის უბანში საუკეთესო დაქირავებულ ძიძად ითვლებოდა. და საერთოდ, ბავშვები ძალიან უყვარდა. თუმცა საკუთარი შვილი მას არ ჰყავს.
ბრაიანთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიფიქრა, რომ რაღაც „ბიბლიურმა“ ხმამ მას განაჩენი გამოუტანა: სხვისი ბავშვის მკვლელობისთვის უშვილობა მისი სასჯელი იქნებოდა!
მხოლოდ ახლახანს, როცა ქალმა ფსიქოთერაპევტს მიმართა, გაარკვია, რომ მისნაირი უამრავი ადამიანი იყო. არსებობს ურთიერთდახმარების ჯგუფი, სადაც „შემთხვევითი მკვლელები“, მძღოლები იკრიბებიან, რომლებმაც ტრაგიკული შემთხვევის გამო ადამიანის სიცოცხლეს ბოლო მოუღეს. მათი სიტყვები მერიენს ძლიერ დაეხმარა!
საბოლოოდ თავი მხოლოდ ბრაიანის ძმასთან საუბრის შემდეგ იგრძნო. მამაკაცმა, რომელიც თავდაპირველად გრეიზე ძალიან გაბრაზებული იყო, საუბრის დროს ბრაზი წყალობით შეცვალა. მასთან ურთიერთობის და უკეთ შეცნობის შემდეგ მერიენის პატიებისთვის ძალები იპოვა.
სტატია მომზადებულია BBC -ის მიხედვით.