ქალმა გადაწყვიტა, რომ თავისი შშმ შვილი ინტერნატში წაეყვანა, რადგან მასთან ერთად ცხოვრება ძალიან გაუჭირდა

1805

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.

ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო ნუ განმსჯით. მინდა მოგითხროთ ჩემი ცხოვრების და ჩემი უბედურების შესახებ. იქნებ გამიგოთ, რომ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ მქონდა.მარტო დავრჩი ორ ბავშვთან ერთად. ჩემი უფროსი ბიჭი – ირაკლი, 13 წლისაა, ის ჩვეულებრივი ბავშვია. მეორე ბიჭი კი – ინვალიდია.სამი წლის წინ, ჩემი ქმარი თავისივე სამსახურში გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ მან უბრალოდ ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

ჩემი ქმარი უბრალოდ დანებდა, მას აღარ დარჩა ძალა, რომ ეცხოვრა და ჩვენს შშმ შვილზე ეზრუნა.ის, რომ ასეთი ბავშვი დაიბადებოდა, ექიმებმა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში გვითხრეს, მაგრამ ჩვენ გადაწყვიტეთ მისი შენარჩუნება. ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, რომ ყველაფერი ასე ცუდად იქნებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ შევძლებდით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაზრდას, მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. ჩვენს შვილს ქრომოსომების დელეცია აქვს. ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა.

ის ვერ აცნობიერებს, რომ მის გარშემო ადამიანები იმყოფებიან. არანაირად არ რეაგირებს არც ტკივილზე, არც ხმაურზე და არც შეხებაზე. მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. იკვებება და სუნთქავს მილით. მუდმივად საფენებშია და ეს არასოდეს შეიცვლება. ასე იქნება მუდმივად. ის არანაირ ბგერას არ გამოსცემს.აღარ შემიძლია მისი ყურება და მასზე ზრუნვა. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ამ ბავშვმა მეუღლე წამართვა.მე არ მყოფნის ძალა და ფული უფროსი შვილისთვის. ყველაფერს პატარა შვილისთვის ვაკეთებ.

არ შემიძლია მუშაობის დაწყება და ნორმალურად ცხოვრება, არ შემიძლია უფროსი შვილის ნორმალურად უზრუნველყოფა.ერთხელ გავიგონე, რომ ჩემმა უფროსმა ბიჭმა თავის ძმას უთხრა:”როგორ მეზიზღები! მამა შენს გამო არ მყავს! როდის მოკვდები?! შენს გამო ჩემს მეგობრებს ვერ ვეპატიჟები სახლში! მთელი ცხოვრება გამიფუჭე! როგორ მეზიზღები!”მთელი ღამე არ მეძინა, ვტიროდი. დილით კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი შშმ შვილი ინტერნატში წამეყვანა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს