ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვცდილობდით მე და ჩემი დედამთილი, ჩემი მამამთილის ღალატში გამოჭერას და რით დასრულდა ეს ყველაფერი

213

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი დედამთილის ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ, ჩემმა დედამთილმა დამირეკა და მითხრა:

  • ეკა, ძალიან მჭირდება შენი დახმარება!ძალიან გამიკვირდა, რადგან მე და ჩემს დედამთილს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მან კი უეცრად დახმარება მთხოვა! აი, სასწაული!
  • ნახევარი საათის შემდეგ პარკში შევხვდეთ, ჩვენი სახლის მახლობლად რომ არის. მაგრამ, მანქანით მოდი, კარგი?
  • კარგი! – ვუპასუხე მე.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მივხვდი, რომ ჩემს დედამთილს მანქანა და მძღოლი სჭირდებოდა, მაგრამ რისთვის? ძალიან დამაინტერესა. რა მოხდა ისეთი, რომ მან დახმარებისთვის მე მომმართა? თავის ამ ქვეყნად ყველზე საშინელ რძალს?სასწრაფოდ გავეშურე დედამთილთან შესახვედრად.ერთმანეთს დანიშნულ ადგილას შევხვდით.დედამთილს უცნაური ქუდი ეხურა და მზის სათვალე ეკეთა.

  • მოდი, ჩქარა! აი ამ მისამართზე უნდა უნდა მივიდეთ!

შორს უნდა წავსულიყავით, ქალაქის გარეუბანში, მაგრამ დედამთილს უარი ვერ ვუთხარი.ჩემმა დედამთილმა რაღაც ძველი გაცვეთილი კეპი მეც მომცა.

  • ეს შესანიღბად. რომ არ გვიცნონ. ახლა გეტყვი, სადაც მივდივართ. მგონია, რომ ჩემი ქმარი მღალატობს. მის ტელეფონში მიმიწერა ვნახე ვინმე “გია ავტოსერვისთან”. ჯერ ისეთი არაფერი მიფიქრია. ვიფიქრე, რომ შენს მამამთილს მანქანის შეკეთება დასჭირდა, მაგრამ მანქანის ხელოსანი ასეთ შეტყობინებას გამოუგზავნიდა? “მალე მოვალ. მენატრები! გკოცნი!” გავიგე, რომ ამ მისამართზე დღეს უნდა მივიდეს და გადავწყვიტე, რომ მეც უნდა მივსულიყავი. საინტერესოა ვინ ელოდება მას და ვინ კოცნის ასე ვნებიანად? ძალიან მრცხვენოდა შენთვის ამის მოყოლის, მაგრამ სხვა ვერავის მივმართავდი. შენ კი ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. არ მინდა, რომ უცხოებმა გაიგონ.

ადგილზე მოვედით, სადარბაზოში შევედით და იმ სართულზე ავედით, რომელიც მისამართში იყი მითითებული.კარები მაღალმა და ძალიან ლამაზმა შავთმიანმა ქალმა გაგვიღო. ჩემმა დედამთილმა ჩხუბის დაწყება დააპირა, მაგრამ ამ დროს კარებთან მამაკაცი მოვიდა. ის ახალგაზრდა ქალს ჩაეხუტა და თქვა:

  • გამარჯობა ქალბატონო ლალი! აქ რას აკეთებთ?
  • ჩემს დედამთილს გაუკვირდა:
  • ერთმანეთს ვიცნობთ?
  • დიახ, მე ნიკა ვარ. თქვენი მეუღლე ჩვენთან თავის მანქანას არემონტებს. ერთხელ თქვენც იყავით მასთან ერთად ჩვენს ავტოსერვისში. მაგრამ, თქვენ ერთმანეთს ასცდით. ის 20 წუთის წინ წავიდა. მან ფული მომიტანა.უცებ, მამაკაცმა ჩემს დედამთილს ყურადღებით შეხედა და სიცილი დაიწყო.
  • ყველაფერს მივხვდი. თქვენ აქ ჩემი შეტყობინების გამო მოხვედით. მე მას ჩემს ელენეს ვუგზავნიდი, მაგრამ შემთხვევით თქვენს ქმარს გამოვუგზავნე. მაპატიეთ, გთხოვთ! თქვენ ალბათ იეჭვიანეთ, არა? რა ეჭვიანები ხართ ქალები!

მამაკაცი ხმამაღლა იცინოდა.ჩემს დედამთილს სახე აუწითლდა და სთხოვა:

  • ძალიან გთხოვთ, ჩემს მეუღლეს არაფერი უთხრათ.
  • არ ინერვიულოთ, არ ვეტყვი.

დედამთილმა ხელი მომკიდა, კიბეებზე ნელ-ნელა ჩამოვედით და მანქანაში ჩავჯექით.დედამთილმა მთხოვა, რომ ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. მე დავპირდი.ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ახლა თითქმის მეგობრები ვართ.ეს არ მოხდებოდა, რომ არა ეს შემთხვევით შეცდომა. ცხოვრებაში ასეც ხდება ხოლმე…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს