ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილი სახლიდან გავაძევე. ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება არ შემიძლია

462

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. ძალიან ვნანობ იმას, რომ ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილი ჩემი სახლიდან გავაძევე. შერიგება ვცადე, დახმარებაც შევთავაზე, მაგრამ ახალგაზრდები ყველაფერზე უარს მეუბნებაინ. ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდათ, ამის გამო ძალიან ვნერვიულობ.

დაწვრილებით გიამბობთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა.შვილს მარტო ვზრდიდი. მე და მამუკა მაშინ დავშორდით, როდესაც ლექსო სამი წლის იყო. ჩემმა ქმარმა საყვარელი გაიჩინა, ეს რომ გავიგე, მაშინვე გავშორდი.ორი წლის მანძილზე ჩემს შვილს მარტო ვზრდიდი, შემდეგ კი – კახა გავიცანი. ერთად დავიწყეთ ცხოვრება, მაგრამ მე მასზე დიდ ზეწოლას ვახდენდი და მან ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო. ეგოისტი მიწოდა, ნივთები ჩაალაგა და წავიდა.

გადავწყვიტე, რომ პირად ცხოვრებაზე აღარ მეფიქრა და მხოლოდ ჩემი შვილის აღზრდით დავკავებულიყავი. ლექსოს სწავლა არ უნდოდა. სკოლა დიდი გაჭირვებით დაამთავრა და კოლეჯში ჩააბარა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ლექსო მუშაობის დაწყებას არ ჩქარობდა. ის მეგობრებთან ერთად ერთობოდა, სათევზაოდ დადიოდა, შემდეგ კი მოულოდნელად სამსახურის ძებნა დაიწყო. მე ძალიან გამიხარდა, მოგვიანებით კი გავიგე, რომ ლექსოს შეყვარებული ჰყავდა და ის ორსულად იყო. ლექსომ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა.

ვცდილობდი, მისთვის ხელი შემეშალა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ეს ბავშვი მისი არ იყო. ლექსო კი დარწმუნებული იყო, რომ ნინი მისგან იყო ორსულად.

ქორწილი გადავიხადეთ. საშინელი ქორწილი იყო. ნინის იმ დროისთვის უკვე დიდი მუცელი ჰქონდა. მაგიდასთან იჯდა და მხოლოდ წყალსა და წვენს სვამდა. ნინი მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, მის მშობლებს სასმელი უყვარდათ. ქორწილში ნინის ნათესავები დათვრნენ და საშინელი ჩხუბი ატეხეს.

ქორწილის შემდეგ ლექსო და ნინი საცხოვრებლად ნინის მშობლებთან გადავიდნენ, სადაც დიდხანს ვერ გაჩერდნენ, რადგან ადგილი ცოტა იყო და იყო ძალიან ბევრი ბავშვი. სახლში მუდმივად ხმაური იყო. ჩემი შვილიშვილის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, ჩემი ბიჭი ჩემთან მოვიდა და მთხოვა, რომ საცხოვრებლად ჩემთან გადმოსვლის უფლება მიმეცა.

ეს ამბავი ძალიან არ მომეწონა, რადგან ვიცოდი, რომ მე და ნინი ერთ სახლში ვერ ვიცხოვრებდით. მე ის ძალიან არ მომწონდა. და მართალი ვიყავი.ჩემს შვილს უარი ვერ ვუთხარი და სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ჩემი ცხოვრება კოშმარად გადაიქცა. მე ძალიან მიყვარს სისუფთავე და ყოველთვის ვიცავ წესრიგს. სამსახურიდან ვბრუნდებოდი და ვხედავდი, რომ სახლი დაულაგებელი იყო, მხვდებოდა ძალიან ბევრი გასარეცხი ჭურჭელი და სარეცხი. თავდაპირველად, ამ ყველაფერს თავად ვალაგებდი და ვრეცხავდი, მაგრამ მერე მომწყინდა.

ჩემს რძალს ვეჩხუბე. მან რაღაცის გაკეთება დაიწყო, მაგრამ წესიერად ჭურჭელსაც კი ვერ რეცხავდა. საშინელება იყო. ასეთ გარემოში ცხოვრება არ შემეძლო.

ჩემი შვილიშვილი ღამით გამუდმებით ტიროდა, მე წესიერად არ მეძინა. სამსახურში მივდიოდი დაღლილი, გაბრაზებული და უძილო. შედეგად, სამსახურში შეცდომებს ვუშვებდი. ეს მალევე შენიშნეს და უფროსმა თავისთან გამომიძახა. მან გამაფრთხილა, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდებოდა, სამსახურიდან გამათავისუფლებდა.

სახლში ძალიან დაღონებული დავბრუნდი და ისევ საღორეში მოვხვდი. საშინელი ჩხუბი ავტეხე. გასარეცხი ჭურჭელი და გასარეცხი თეთრეული მოვაგროვე და ლექსოსა და ნინის ოთახში შევიტანე. ლექსოს ვუთხარი, რომ ნივთები ჩაელაგებინათ და წასულიყვნენ.

ლექსომ თავის ნაცნობებსა და მეგობრებს დაურეკა და ერთი ოთახი იქირავა ერთ მოხუც ქალთან. მეორე დღესვე წავიდნენ. მე ძალიან გამიხარდა. შაბათ-კვირას ბინა საფუძვლიანად დავალაგე, კარგად გავანიავე, მერე დავიძინე და დავმშვიდდი.

გადავწყვიტე, დამერეკა და მათი ამბავი გამეგო, მაგრამ არც ლესო და არც ნინი ჩემს ზარებს არ პასუხობდნენ. ვეღარ მოვითმინე და ლექსოსთან სამსახურში მივედი. მას ჩემი დანახვა არ გაუხარდა. მითხრა, რომ კარგად იყვნენ და ჩემგან არანაირი დახმარება არ სჭირდებოდათ.

კიდევ რამდენჯერმე ვცადე შვილთან შერიგება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის უარს ამბობს ჩემთან ურთიერთობაზე.

ძალიან ვღელავ ჩემს შვილზე, რძალზე და შვილიშვილზე. ახლა მათ მხოლოდ ფოტოებზე ვხედავ სოციალურ ქსელებში. ვხედავ, თუ როგორ ჰგავს ლაშა ჩემს შვილს. მე ახლა ჩემი რძალიც კი მენატრება.

ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი თავის ოჯახთან ერთად ჩემთან დაბრუნდეს. ვერ ვიტან ჩემს ბინაში არსებულ სიჩუმეს. ძალიან მოწყენილი და მარტოსული ვარ. თანახმა ვარ, ფულით დავეხმარო, მაგრამ უარს მეუბნებიან. თუმცა, ეტყობათ, რომ ფული ნამდვილად სჭირდებათ.

შევთავაზე, რომ ჩემთან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ისევ უარი მითხრეს.არ ვიცი, რა გავაკეთო და როგორ გავაკეთო, რომ ჩემმა შვილმა მაპატიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს