პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.
ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბოროტები არიან! მერე კიდევ უკვირთ, რატომ არ უმართლებთ ცხოვრებაში? იმიტომ, რომ საკუთარი სიბოროტით მთელ ცხოვრებას იფუჭებენ.
დაქორწინების შემდეგ მე და ნიკა მისი მშობლების ბინაში ვცხოვრობდით. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ნიკას დაც.
დიდი საძინებელი ჩემი დედამთილ-მამამთილის იყო. დედამთილმა მაშინვე გამაფრთხილა, რომ იმის იმედიც კი არ უნდა მქონოდა, რომ როდესმე დიდ საძინებელს დამითმობდნენ. ჩემი მული ლოჯში ცხოვრობდა, მშობლებმა მას ძალიან მყუდრო ოთახი მოუწყვეს.
ნათია ლოჯში ჩვენი დაქორწინების შემდეგ გადავიდა. ადრე პატარა საძინებელი მისი იყო. მას ეს სრულიად არ აწყობდა. ის ითხოვდა, რომ ლოჯში მე და ნიკა გადავსულიყავით და მისი ოთახი ისევ მისთვის დაგვეთმო. მე წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, მაგრამ ნიკამ უარი თქვა.
მერე ნათიას გამოცდები დაეწყო. ის ჩვენს საძინებელში მეცადინეობდა. მე მაშინ ორსულად ვიყავი და ნორმალურად დასვენება არ შემეძლო. მე აკრძალული მქონდა ოთახში შესვლა, როდესაც ჩემი მული გამოცდებისთვის ემზადებოდა.
არავის აღელვებდა ის, რომ ძალიან ვიღლებოდი და ფეხები შეშუპებული მქონდა.
ნათიას ყველა პრინცესასავით ექცეოდა. მისი განაწყენება ან მასთან ჩხუბი არ შეიძლებოდა. ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ნათიას უნდოდა. ასეთ გარემოში ვიცხოვრე მრავალი წელი ჩემს ქმართან ერთად.
მერე, ბოლოს და ბოლოს, ნათია გათხოვდა. თუმცა, თავის ქმართან ერთად დიდხანს ვერ შეძლო ცხოვრება და ისევ თავის მშობლებთან დაბრუნდა. ის ორსულად იყო და მუდმივად ჭირვეულობდა. ყველას მის ჭკუაზე უნდა ევლო და მისი თხოვნები უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათია ისტერიკაში ვარდებოდა და ჩხუბს მართავდა. ნათიამ იმშობიარა. ჩვენი ცხოვრება უბრალოდ აუტანელი გახდა.
გავიდა დრო და ნათია უცხოელს გაჰყვა ცოლად, მისგან დაორსულდა და საფრანგეთში წავიდა.
მე არაფერში ვერეოდი. უბრალოდ მეშინოდა. ნიკა არასოდეს მიცავდა დედამისის და თავისი დის თავდასხმებისაგან. რამდენჯერმე ნათია ჩამოვიდა და ანტიკვარული ვერცხლი, ოქროს სამკაულები და სურათები წაიღო. ეს ყველაფერი პაპისგან დარჩათ, რომელიც ცნობილი კოლექციონერი იყო.
ჩემი დედამთილი ნათიას ხშირად სტუმრობდა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი თვეები ჩემს ცხოვრებაში. მე ნიკა ამ დროს არასოდეს ვჩხუბობდით, უბრალოდ ცხოვრებით ვტკბებოდით.
გავიდა დრო და ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ჩემი დედამთილიც. ნათია მშობლების დაკრძალვაზე არ ჩამოსულა.
ნათია ევროპაში ცხოვრობდა და ცხოვრებით ტკბებოდა. თავისი ძმა და ძმისშვილი ერთხელაც არ გახსენებია.
შემდეგ კი მას სერიოზული პრობლემები შეექმნა, როგორც შვილებთან, ასევე ქმართან. ნათიამ ამ ყველაფრისგან დასვენება გადაწყვიტა. სად? რა თქმა უნდა, სამშობლოში, მშობლების სახლში.
ჯერ ერთი თვით ჩამოვიდა, შემდეგ კი – მთელი ოთხი თვით. ამ დროის განმავლობაში მან ჩვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. მე და ნიკა კინაღამ დავშორდით. ნათიამ ლალის თვლიანი ბეჭედიც კი წაიღო, რომელიც ერთ დროს ჩემმა დედამთილმა მაჩუქა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ ნათია გაკოტრებულიყო. მან ანტიკვარული ნივთები გაყიდა და ამ ფულით ცხოვრობდა. გაყიდა სამკაულებიც, რომლებიც სულ თვითონ წაიღო და თავის ძმას არაფერი დაუტოვა. თავის მეუღლეს გაშორდა, რადგან მან სმა დაიწყო და ნათიას ხელითაც ეხებოდა ხოლმე. ნათიას ვაჟი ნარკომანი გახდა. ქალიშვილს კი დედასთან ურთიერთობა არ უნდა.
ნათია საერთოდ არ მეცოდება. ბუმერანგის წესი ჯერ არავის გაუუქმებია. სამწუხაროა, რომ ნათიას ეს არ ესმოდა.