ბიძაჩემი ბოლომდე იბრძოდა ჩემი ბინისთვის, ჩემი დედინაცვალი კი ჩემთვის

5430

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

დედა რომ გარდამეცვალა, 5 წლის ვიყავი. მისი დასაფლავების შემდეგ მამას დიდხანს არ უნერვიულია, ის ადრეც სვამდა, ახლა კი მიზეზი გაუჩნდა და სვამდა აბსოლუტურად სუფთა სინდისით.

მე კარგად მექცეოდა. ჩემზე ზრუნვასაც კი ცდილობდა შეძლებისდაგვარად. ზოგჯერ მეუბნებოდა: ”მადლობელი უნდა იყო, რომ ბავშვთა სახლში არ წაგიყვანე”. მადლობა, მამა!

პირველი ქალი ჩვენს სახლში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჯერ ორმოციც არ იყო გასული. ზოგადად, მას ბევრი ქალები ჰყავდა. ზოგი მისნაირი იყო – ისინი ღამითაც სვამდნენ და მხიარულობდნენ. სახლის დალაგების და საჭმლის მომზადების დრო არ ჰქონდათ. მამას ეს არ მოსწონდა და ახალი მოჰყავდა.

როცა სუფთა და შრომისმოყვარე ქალი მოჰყავდა, ის ქალი თვითონაც ხვდებოდა, რომ მამაჩემთან ვერ იცხოვრებდა. ასე ვიცხოვრეთ ოთხი წლის მანძილზე. ამ დრომდე მამამ უკვე რამდენიმე ათეული ქალი გამოიცვალა.

ერთხელ კი მან მზია დეიდა მოიყვანა. ის ნამდვილი ლედი იყო! საერთოდ არ მესმის, რანაირად დაუკავშირა ბედი ისეთ ადამიანს, როგორიც მამაჩემი იყო. მზია დეიდა მაღალი, გამხდარი, განათლებული, სასიამოვნო ქალბატონი იყო. ის კარგი დიასახლისი იყო და კარგი სამსახურიც ჰქონდა. ჩვენთან 5 თვე იცხოვრა, შემდეგ კი – მამაჩემმა ისევ სმა დაიწყო.

აშკარა იყო, რომ მზია დეიდას მოთმინება ეწურებოდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე ის შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი. თითქოს ამ სახლში ჩემს გამო ჩერდებოდა, თორემ დიდი ხნის წინ წავიდოდა.

გავიდა დრო. მამაჩემმა ნელ-ნელა სმას უფრო მოუმატა, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით მოგვეთმინა. როდესაც გაუსაძლისი ხდებოდა, უბრალოდ სასეირნოდ გავდიოდით.

 

ვსეირნობდით ნებისმიერ ამინდში, სიცხეში, სიცივეში და წვიმაში. მე მას ჩემს სიზმრებს ვუყვებოდი. ხან პრინცესა ვიყავი, ხან პრიზი ავიღე, ხან ერთი კილოგრამი ტორტი შევჭამე. ის კი ყოველთვის სერიოზული იყო.

ერთ საღამოს ღვეზელს ვამზადებდით. მამა სახლში არ იყო. სიმშვიდით ვტკბებოდით. უცებ ზარის ხმა გაისმა. კარი რომ გავაღეთ, პოლიციელმა გვითხრა, რომ მამაჩემი ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბის დროს მოკლეს.

 

მზია დეიდა ცხედრის ამოსაცნობად წავიდა. მამაჩემი დავკრძალეთ. მამაჩემის არც ერთი ნათესავი არ მოსულა – ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ.

ორიოდე თვის შემდეგ მამაჩემის ძმა, ლევანი ძია მოვიდა. მან გადაწყვიტა, რომ ჩემი მეურვე გამხდარიყო. არა მგონია, რომ მას ვყვარებოდი, თუმცა მან ჩემ დედინაცვალთან ბრძოლა დაიწყო მეურვეობის უფლებისთვის. მას მე კი არ ვჭირდებოდი, არამედ ის ბინა, რომელიც ჩემი მშობლებისგან დარჩა. ბინა კარგ უბანში იყო. შესაძლებელი იყო მისი გაქირავებაც და გაყიდვაც.

ჩემმა დედინაცვალმა ადვოკატი დაიქირავა, მაგრამ მან უთხრა, რომ მას მცირე შანსი ჰქონდა. ის და მამაჩემი ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. ბიძაჩემს კი სრულფასოვანი ოჯახი ჰყავდა. ის დანებებას არ აპირებდა. მათ გადაწყვიტეს მოლაპარაკება.

მზია დეიდამ შესთავაზა, რომ ბინა მათი ყოფილიყო, მე კი – მასთან დავრჩენილიყავი. არ ვიცი, როგორ გააკეთეს ეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ ჩემზე მეურვეობა ჩემმა დედინაცვალმა მიიღო, ბიძაჩემმა კი – ბინა. შემდეგ კი მან მითხა: ”არა მგონია, რომ ეს ბინა შენს სრულწლოვანებამდე შენარჩუნებულიყო და ბინის გარეშე შენ მაინც არ დარჩები – ჩემსას მოგცემ.”

მას მშვენიერი ბინა ჰქონდა. ჩვენზე უკეთესიც კი. ამ ბინის შესახებ მამაჩემისთვის არაფერი უთქვამს, რადგან ეშინოდა, რომ გაყიდიდა და ფულს სასმელში დახარჯავდა.

მან საკუთარი შვილივით გამზარდა. განათლება მომცა, ჩემზე ზრუნავდა, ქორწილი გადამიხადა და შვილიშვილებს უვლიდა. როდესაც გარდაიცვალა, მე 28 წლის ვიყავი. საბუთებს ვალაგებდი და ჩუქების საბუთი ვნახე. აღმოჩნდა, რომ მან ჩუქება მაშინვე გააკეთა, როგორც კი საცხოვრებლად მასთან გადავედი.

ახლა მის ბინაში ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. ყველაფერი, რაც მაქვს, მისი დამსახურებაა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს