Paparazzi გიზიარებთ 2023 წლის იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს ანჯელა პერლისგან. წლის პირველი თვის პროგნოზი განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან მთელი წლის დინამიკას ქმნის. ასე საკუთარ თავს წარმატებაზე ან უსიამოვნებაზე განვაწყობთ. ამ თვეში ფრთხილად იმოქმედეთ. ანჯელა პერლის თქმით, იანვარი პოზიტიური იქნება. მთავარი ამოცანაა, პოზიტიური განწყობა მიიღოთ და მთელი წელი გაუფრთხილდეთ. ასე 2023 წელს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. იანვარში რამდენიმე ნიშანს მოულოდნელი გამდიდრებაც ელოდება.
- ვერძი – ენერგიის გაზრდას იგრძნობთ. სამყარო ბევრ საინტერესო და რთულ ამოცანას გპირდებათ. მათი შესრულებით თქვენი ქარიზმის გამოვლენას შეძლებთ. პრობლემურ და უსარგებლო ურთიერთობებს წარმატებით დაასრულებთ. ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ. თვის მეორე ნახევარში ახალ ადამიანებს გაიცნობთ. მსუბუქი ან სერიოზული რომანიც შეიძლება გააჩაღოთ.
- კურო – იუპიტერი, რომელიც იანვარში თქვენს ნიშანში შემოვა, წარმატებას მოგიტანთ. 18 იანვრამდე ძველი საქმეები დაასრულეთ ან ცვლილებები შეიტანეთ. ასე თვის მეორე ნახევარი სამომავლო თამამი გეგმების შედგენას შეძლებთ. სწავლის დაწყება ან გაგრძელება კარგია. იურიდიულ საქმეებს, ჩხუბს და დაპირისპირებას თავი აარიდეთ, მათ გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
- ტყუპები – იანვარში ახალი მიმართულების პოვნა მოგიწევთ. 18 იანვრამდე მსხვილ შესყიდვებს, დოკუმენტებს ხელმოწერას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. გახსოვდეთ, მერკურის რეტროგრადული პერიოდი არ დასრულებულა. ინტერესების წინ წამოწევა, შესყიდვა და გაფორმება ვინმესთან ერთად კარგია. თვის მეორე ნახევარში ურთიერთობის გაუმჯობესების, პრაგმატული ურთიერთობის დაწყების და პირადში ახალ ეტაპზე გადასვლის შანსი გაიზრდება.
- კირჩხიბი – იანვარში რეალობის შელამაზებას დაიწყებთ. თვის პირველ ნახევარში ახალი საქმე არ დაიწყოთ. დასასვენებლად კარგი დროა. თუ წინა წლებში რთული პერიოდი გაიარეთ, ამ თვეში შვებას იგრძნობთ. ორსულობაზე ახალი ამბავი შეიძლება გაიგოთ.
- ლომი – ბევრი აღმასვლა და დაცემა გელოდებათ. თვის პირველ ნახევარში საქმეებში ცვლილებები შეიტანეთ, რემონტი დაასრულეთ. ნელა იმოქმედეთ, რადგან 18 იანვრამდე მერკური რეტროგრადულია. ძველ მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ. სოციალური ქსელების გააქტიურება კარგია. დასასვენებლად სამოგზაუროდ წასვლას გირჩევთ.
- ქალწული – დასვენებას გირჩევთ. ზღვაზე, ქალაქში, სხვა ქვეყანაში მოგზაურობა სასარგებლოა. ასე ჯანმრთელობის და განწყობის გაუმჯობესებას შეძლებთ. საკუთარი თავი გაანებივრეთ, იყიდეთ ის, რაც ძალიან გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით. თვის მეორე ნახევარში შეგიძლიათ გააქტიურდეთ. სამსახურში დაწინაურდებით ან საქმეს შეიცვლით. ფინანსურად კარგი თვეა. ფული საკმარისი გექნებათ.
- სასწორი – პროფესიული და სოციალური პროექტებით დატვირთული თვეა. ურთიერთობის წრე შეიცვლება. ბევრ ადამიანს გაიცნობთ. თუ მარტო ხართ, მეორე ნახევრის შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ. თქვენს ცხოვრებაში ახალ ხალხს, ურთიერთობას და ბავშვებს სერიოზულად მიუდექით. ორსულობაზე ახალი ამბავი შეიძლება გაიგოთ.
- მორიელი – თვის პირველი ნახევარი დაძაბულად ჩაივლის. უსიამოვნო კონფლიქტი შეიძლება მოხდეს. ეს თქვენს განწყობაზე აისახება. თვის მეორე ნახევარში სხვადასხვა საკითხის მოგვარება კარგია. ფული შეიძლება მიიღოთ. ჯანმრთელობა ძლიერია.
- მშვილდოსანი – მოსალოდნელია აქტიური კომუნიკაცია: შეხვედრები, ნაცნობობა, მეგობრული შეკრებები, რომანტიკული საღამოები და სასიამოვნო ფინანსური ბონუსი. სამსახურს და ახალ პროექტებს დრო დაუთმეთ. ნახევარ განაკვეთზე დამატებითი მუშაობა კარგია. პირველ ნახევარში ფულის ხარჯვას მოერიდეთ, გონივრულად ხარჯეთ. რემონტის დასრულება კარგია. ჯანმრთელობა ძლიერია.
- თხის რქა – ამ თვეში სწრაფ შედეგებს მიიღებთ. ფინანსურ ბალიშზე იზრუნეთ. სასურველის მიღებას შეძლებთ, თუმცა გამოცდებიც მოსალოდნელია. თვის მეორე ნახევარში სილამაზის ჭვრეტა, შემოქმედებითი საწყისები და მოგზაურობა სიმშვიდის და ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
- მერწყული – ფინანსური სირთულეები არ გელოდებათ. პირადში შთამბეჭდავი ისტორია შეიძლება გადაგხდეთ. სულიერი მეგობარი შეიძლება იპოვოთ. 18 იანვრამდე ახალ საქმეს ხელი არ მოკიდოთ. ძველი საქმის დასრულება კარგია. დასვენება აუცილებელია, რომ ფიზიკური და ემოციური ძალები აღიდგინოთ.
- თევზები – წინდახედულობა, ფხიანობა და ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეთ. სახლის საქმეებს მიხედეთ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან დოკუმენტების გადაფორმება მოსალოდნელია. ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ოჯახის შექმნის, ბავშვის გაჩენის ან განქორწინების დიდი შანსია. მოულოდნელი სტუმარი სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ.
ჰოროკოსპის მიხედვით, აქტიური და საქმიანი იანვარი გველოდება. დროსტარების შემდეგ დაღლილობას ვგრძნობთ და დასვენება გვსურს, მაგრამ დიდხანს არ დააყოვნოთ. წინ საქმებით დატვირთული თვე გელოდებათ. დროა სამომავლო გეგმა დაისახოთ და შესრულება დაიწყოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს