ახლავე წადით! – ვუთხარი ჩემს დედამთილს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ცხოვრებას მიმწარებდა

11531

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.ცხოვრების მანძილზე უამრავი ისტორია მაქვს მოსმენილი იმასთან დაკავშირებით, რომ დედამთილები რძლებს ავიწროებენ. ვერასოდეს ვიფიქრებდი იმას, რომ ჩემი დედამთილი ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა.

ჩემი მომავალი დედამთილი მაშინ გავიცანი, როდესაც გიორგის ჯარში ვაცილებდით. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას მაშინვე არ მოვეწონე. მე ძალიან ვცდილობდი, რომ მოვწონებოდი, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია.გიორგი ჯარიდან დაბრუნდა და ჩვენ დავქორწინდით. ჩემი დედამთილი მუდმივად ჩვენი ქორწილის ჩაშლას ცდილობდა. ის გიორგის ეუბნებოდა, რომ მას კი არ ველოდებოდი ჯარიდან, არამედ სხვა ბიჭებთან ერთად ვსეირნობდი. გიორგის ვუყვარდი და დედამისს არ დაუჯერა.

ჩემი დედამთილი და მამამთილი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. მე და გიორგი მამამთილთან ვცხოვრობდით. მას დიდი სამოთახიანი ბინა ჰქონდა. დედამთილი მუდმივად მოდიოდა ჩვენთან და შეურაცხყოფას მაყენებდა. ის ამბობდა, რომ ძალიან ცუდი დიასახლისი ვიყავი, სახლს არ ვალაგებდი, სარეცხს არ ვრეცხავდი და საჭმლის გაკეთება არ ვიცოდი. თუმცა, ამ ყველაფერს სავსებით ნორმალურად ვაკეთებდი. ყოველ შემთხვევაში, არც ჩემი ქმარი და არ მამამთილი საყვედურს არ მეუბნებოდნენ. ჩემი დედამთილის აზრით ჭურჭელსაც არასწორად ვრეცხავდი.

ცოტა ხანში ჩემს დედამთილს ძალიან მოუნდა, რომ ბებია გამხდარიყო. მე და გიორგის კი ცოტა ხანს ჩვენთვის გვინდოდა ცხოვრება. ჩემი დედამთილი ყველას ეუბნებოდა, რომ უნაყოფო ვიყავი. გიორგიმ რომ გაიგო, დედამისთან წავიდა დასალაპარაკებლად. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი იყო, დედა-შვილს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად.ჩემი დედამთილი გიორგის მუდმივად იმას უმტკიცებდა, რომ მან ძალიან ცუდი ცოლი მოიყვანა. გიორგის ძალიან ვუყვარდი და ამასთან დაკავშირებით, სულ სხვა რამეს ფიქრობდა.

მეგონა, რომ ეს საშინელება არასოდეს შეწყდებოდა. ჩემი დედამთილი ჩემზე ენერგეტიკული ვამპირივით ზემოქმედებდა. მის გამო მუდმივად ვნერვიულობდი, ვტიროდი. ჩემი თვითშეფასება ძალიან დაეცა. გაქცევა მინდოდა, რომ ეს საშინელი ქალი არასოდეს მენახა.მუდმივად სტრესში ცხოვრების გამო ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო: ჩემს ქმარს ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. ძალიან ბევრი ერთგული მეგობარი მყავდა. სამსახურში ყველაფერი კარგად იყო. ცხოვრებას მხოლოდ ჩემი დედამთილი მიმწარებდა. მის გამო თავს სულელ, უმაქნის, ყველაფერში დამნაშავე ადამიანად ვთვლიდი. ჩემი დედამთილი მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და მამცირებდა. ის სიამოვნებას ღებულობდა, როდესაც მე ვნერვიულობდი და ვტიროდი.

ცხრა თვის ორსული ვიყავი, როდესაც ჩემმა დედამთილმა გრანდიოზული სკანდალი მომიწყო. ჩემმა ორსულობამაც კი არ შეაჩერა. მან დედაჩემზე დაიწყო საშინელებების ლაპარაკი, მე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:

  • ახლავე წადით. თქვენი დანახვა და მოსმენა აღარ მინდა! ჩემს დედამთილს ძალიან გაუკვირდა და წავიდა.

სერიოზულად დაველაპარაკე ჩემს ქმარს და ფაქტის წინაზე დავაყენე: დედამისის ნახვა აღარ მინდოდა. ბიჭი შემეძინა. ჩემს დედამთილს თავისი შვილიშვილი ძალიან უყვარს. ჩვენ ერთმანეთი უკვე ორი წელია არ გვინახავს. მე მას შვილიშვილის ნახვას არ ვუშლი, მაგრამ მე მისი ნახვის და მასთან ლაპარაკის სურვილი არ მაქვს და არც არასდროს გამიჩნდება. მას ვერასოდეს ვაპატიებ იმას, რომ შეურაცხყოფითა და დამცირებებით ცხოვრების 6 წელი გამიმწარა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს