არ გაბედო ინვალიდი ბავშვის სახლში მოყვანა! – გამომიცხადა ქმარმა, როდესაც გაიგო, რომ ასეთი ბავშვი დაიბადა

24403

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე და ირაკლიმ ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, კაფეში. გაწვიმდა, კაფეში შევირბინე ყავის დასალევად და მოსაცდელად, სანამ წვიმა შეწყდებოდა. ასე, მარტო მე არ მოვქცეულვარ, სხვა ადამიანებმაც იგივე გააკეთეს. თავისუფალი ადგილი ძალიან ცოტა იყო. ბოლო თავისუფალ მაგიდას მივუჯექი. თხუთმეტი წუთის შემდეგ კაფეში ირაკლი შემოვიდა. თავისუფალი ადგილები არ იყო, ამიტომ იგი მე მომიახლოვდა და მთხოვა, რომ ჩემს მაგიდასთან დაჯდომის ნება დამერთო. მე უარი არ მითქვამს. ერთმანეთი ასე გავიცანით.

ერთმანეთი მოგვეწონა და ამ შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ვხვდებოდით. ერთი წლის შემდეგ ვიქორწინეთ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ერთად ბევრ დროს ვატარებდით. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცოტა ხნის შემდეგ დავორსულდი. ირაკლის ეს სიახლე ძალიან გაუხარდა. ის ძალიან მიფრთხილდებოდა და არაფრის გაკეთებას არ მიშვებდა. მე დედობისათვის ვემზადებოდი, ბავშვისთვის საჭირო ნივთებს ვყიდულობდი.

ორსულობის პერიოდმა კარგად ჩაიარა, ტოქსიკოზი და შეშუპება არ მქონია. ირაკლი ძალიან მანებივრებდა.

ტკივილები დამეწყო და ირაკლიმ სამშობიაროში წამიყვანა. ძალიან რთულად ვიმშობიარე. გოგონა შემეძინა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

დილით კი ექიმმა საშინელი ამბავი შემატყობინა: რთული მშობიარობის გამო, დაიბადა გოგონა, რომელიც ვერასოდეს შეძლებს სიარულს. გაოგნებული ვიყავი, ვტიროდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ექიმმა მირჩია, რომ ბავშვზე უარი მეთქვა.

საკუთარ შვილზე უარის თქმა როგორ შეიძლება? ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებდი.

ჩემს ქმარს დავურეკე და ჩვენი უბედურების შესახებ ვუამბე.

ჩემი ქმრის რეაქციამ ძალიან გამაკვირვა. მეგონა, რომ ის მხარს დამიჭერდა, მან კი მითხრა:

– არ გაბედო მაგ ბავშვის სახლში მოყვანა, მე ინვალიდი ბავშვი არ მჭირდება. ბავშვს თუ წამოიყვან, მე გაგეყრები.

მთელი ღამეები ვტიროდი, მაგრამ ჩემს პატარაზე უარის თქმა არც კი მიფიქრია. საკუთარ შვილს როგორ ვუღალატებდი?

სამშობიაროდან ჩემი მეგობრის სახლში წავედი. მარის საკუთარი ბინა ჰქონდა. ის გათხოვილი არ იყო. მე და ჩემი გოგონა მასთან ვცხოვრობდით. ბავშვი ნორმალურად ვითარდებოდა, მაგრამ სიარული არ შეეძლო.

ერთხელ საბავშვო მოედანზე ყოფნისას, ერთმა დედამ მიამბო, რომ ჩვენი ქალაქის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი მამაკაცი, რომელიც ასეთ ბავშვებს მკურნალობდა.

ძალიან მინდოდა, რომ ჩემს გოგონას სიარული დაეწყო და ამიტომ მასთან წასვლა გადავწყვიტე. სამსახურიდან დავეთხოვე და იმ სოფელში გავემგზავრეთ. ის მთელი ორი წლის მანძილზე მკურნალობდა ჩემს შვილს. მან ჯერ დამოუკიდებლად დაჯდომა შეძლო, შემდეგ კი – ფეხზე დგომა. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვოცნებობდი, რომ დამდგარიყო დღე, როდესაც ჩემი შვილი დამოუკიდებლად გაივლიდა.

გავიდა დრო და ეს სასწაული მოხდა. ძალიან მადლიერი ვიყავი იმ მოხუცის, რომელმაც ჩემი შვილი ფეხზე დააყენა და იმ ქალის, რომელმაც მის შესახებ მიამბო.

ქალაქში დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. რაღაც პერიოდის შემდეგ, ბინა შევიძინე იპოთეკით. ჩემი შვილი უკვე ძალიან კარგად არის.

ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი ავარიაში მოყვა და რეანიმაციაშია მძიმე მდგომარებაში. მე ვუპასუხე, რომ მათ შეეშალათ, მე ქმარი საერთოდ არ მყავს.

გავიდა 6 თვე. მე და ჩემი გოგონა მაღაზიიდან ვბრუნდებოდით და შემთხვევით შევხვდით ირაკლის და ჩემს დედამთილს. ირაკლი ინვალიდის ეტლში იჯდა.

ისინი გაოცებულები უყურებდნენ მხიარულ ნინის, რომელიც დარბოდა და ხტუნავდა. ჩემი დედამთილი ბოდიშებს მიხდიდა და მთხოვდა, რომ ირაკლი ჩემთან წამეყვანა.

მე კი ვუთხარი:

– მე არასოდეს გაპატიებთ არც თქვენ და არც ირაკლის. თქვენ უარი თქვით საკუთარ შვილზე და შვილიშვილზე. პატიება არ გეკუთვნით. თქვენ მრავალი წლის წინ ჩემს შვილს უღალატეთ. თქვენი ინვალიდი შვილი მე არ მჭირდება.

ნინის ხელი ჩავკიდე და ჩვენ წავედით. სამუდამოდ წავედით იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ოდესღაც ასე ცუდად მოგვექცნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს