ამ ქალს ორსულობის 30-ე კვირას ნაყოფი გაეყინა. „დღეს უნდა იმშობიაროთ“ – გაიგონა ექოსკოპიის დროს

0
1245

„როცა გავიგეთ, რომ მშობლები გავხდებოდით, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავით“ – იხსენებენ ბრიონი და მარკ კერვუდები. ორსულობა თითქმის იდეალურად მიმდინარეობდა, შემოწმების დროს ექიმები მხოლოდ კარგზე საუბრობდნენ.

ორსულობის 21-ე კვირას ექოსკოპიის შემდეგ გაიგეს, რომ გოგონა ეყოლებოდათ. ბრიონმა და მარკმა პატარასთვის ავა გრეისის დარქმევა გადაწყვიტეს. მომავალ მშობლებს წარმოდგენაც არ ქონდათ, რომ მალე მათი ბედნიერება კოშმარად იქცეოდა!

ორსულობის 30-ე კვირას ბრიონმა რაღაც ცუდი იგრძნო. მუცელში ბავშვი არ ინძრეოდა, ადრე კი ძალიან აქტიური იყო. კერვუდებმა პროფესიონალი დახმარებისთვის საავადმყოფოს მიმართეს.

როგორც გაირკვა, ავა გრეისმა ორსულობის 22-ე კვირას ზრდა შეწყვიტა. დედის მუცელში პატარას დატოვება მის მკვლელობას უდრიდა.

გადარჩენის ერთადერთი შანსი დაუყონებლივ მშობიარობა იყო. „როცა მივხვდი, რომ ჩემი გოგონა დანიშნულ ვადაზე ადრე გაჩნდებოდა, ძალიან შევშინდი!“ – ამბობს ბრიონი.

ექიმებმა დიდი სიფრთხილით საკეისრო კვეთა ჩაატარეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვი ცოცხალი დარჩენილიყო. საბედნიეროდ, სხვა გართულებები არ ყოფილა.

დაბადებისას ავა გრეისი მხოლოდ 600 გრამს იწონიდა. „უფრო პატარა თოჯინას ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ ბავშვს“ – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს ბრიონი.

გოგონას გაჩენის შემდეგ მშობლების შფოთვა არ დასრულებულა. ბავშვი შეიძლება ყოველ წამს გარდაცვლილი იყო და თავიდან დედა ექიმებს ყოველ საათში ეკითხებოდა, თუ მისი გოგონა როგორ იყო.

პატარა ცხოვრებას მთელი ძალით ებღაუჭებოდა. ექიმებიც კი გაოცებულნი იყვნენ, თუ ავა გრეისის მდგომარეობა რამდენად სწრაფად დასტაბილურდა.

გოგონა გულის არითმიით დაიბადა, ხოლო შინაგანი ორგანოების უმეტესობა მუცლადყოფნის პერიოდში განვითარების ყველა ეტაპის გავლა ვერ მოასწრო. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვის სახლში წაყვანის უფლება მისცეს. ბავშვი არა დღეებით, არამედ საათებით იზრდებოდა!

ახლა რთული დასაჯერებელია, რომ თქვენს წინაშეა ბავშვი, რომელიც ამქვეყნდად დანიშნულ დროზე 10 კვირით ადრე დაიბადა. ავა გრეისი ჯანმრთელი და აქტიური გოგონა იზრდება, ცხოვრებით ხარობს და მთელი პირით იღიმის, როცა დედას ან მამას ხედავს!

პატარას თვალის პრობლემები ჯერ კიდევ დარჩა, მაგრამ ექიმები ირწმუნებიან, რომ დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდება. მშობლები პატარას სასწაულს უწოდებენ და ექიმები მათ არ ედავებიან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი