რთულ დროში ადამიანები მხარდაჭერას ეძებენ სულიერებაში. ეძებენ მნიშვნელოვან ნივთებს, რომლებიც პრობლემების გამკლავებაში, სასოწარკვეთილების და უიმედობის უდაბნოდან გამოსვლაში დაეხმარებიან. ცნობილი ეზოთერიკოსები ხშირად იძლევიან რეკომენდაციებს, როგორ სჯობს ბინის მოწყობა, რომელი ნივთები უნდა შემოიკრიბოთ, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ. Paparazzi გიზიარებთ მთავარ მომენტებს, როგორ გაზარდოთ კეთილდღეობა სახლში.
მნიშვნელოვანი ნივთები – ერთ ჭაღარათმიან გრძნეულს ჰკითხეს, რა უნდა მოიშორონ სახლიდან, რომ შვება იგრძნონ. ცნობილია, რომ ხარახურა, ძველი ნივთები, გატეხილი ჭურჭელი არის ძაბრი, საიდანაც სახლის მფლობელის ენერგია მიედინება. ადამიანი და მისი საცხოვრებელი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწორედ ამიტომ, ბევრ კულტურაში სახლის დალაგების და უსარგებლო ნივთების გადაყრის წესი საკრალურ ხასიათს ატარებს. სივრცის გაწმენდით და მისი სწორად მოწყობით ჩვენს ფიქრებზე, შინაგან მდგომარეობაზე გავლენას ვახდენთ, საკუთარ ემოციებს და დამოკიდებულებებს ვაწესრიგებთ.
გრძნეული ერთი წუთით ჩაფიქრდა. „შვილებო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა გაქვთ თქვენს ფიზიკურ სახლში, ბინაში, სადაც ცხოვრობთ. მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთი საცხოვრებელი ადგილი შეიძლება გამოცვალოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მდებარეობს იმ სახლში, სადაც თქვენი სულია. აქ სრული წესრიგი უნდა სუფევდეს. ძირითადი დანაკარგების მიზეზი ძველი ტანსაცმელი და გაბზარული ჭურჭელი არაა. ყველაფერ ცუდს თავში გაბზარული აზრები იწვევს. პირველ რიგში, მოიშორეთ მოსაზრება, რომ ცხოვრებაში რაღაც შეუძლებელია“.
თუ ფიქრობთ, რომ რაღაც შეუძლებელია, ეს თქვენს პიროვნებას ანადგურებს. ასეთი დოგმა აუცილებლად მოიშორეთ. სამყარო მშვენიერი და საოცარია, ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობით სავსეა. შეზღუდვებს თავად აწესებთ, საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ რაღაც შეუძლებელია. ჩვეულებრივ, ეს შიშის გამო ხდება. ცხოვრების შიში მოიშორეთ, მას მიენდეთ და ყოველი დღე სიყვარულში გაატარეთ. გჯეროდეთ, რომ თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო მოამზადა. შფოთვას აზრი არ აქვს, ცხოვრება და ღმერთი იზრუნებს თქვენზე და მოგცემთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ.
გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი შესაძლებელია – თუ სასწაულების გჯერათ, შეუძლებელი შესაძლებელი გახდება. შიში მოიშორეთ და წარმატება მოვა. გრძნეული, ღმერთების რჩეული, ასახელებს იმ ნივთებს, რომლებიც სახლიდან მავნე ფიქრებთან ერთად უნდა მოიშოროთ. შეამოწმეთ, სახლში ეს ძველმანი თუ გაქვთ და დაუყონებლივ გადააგდეთ. უსარგებლო ხარახურა თქვენს ენერგიას ისრუტავს, როგორც მშიერი ჭიანჭველა.
გადასაყრელი ნივთები
- გატეხილი ჭურჭელი. ჭურჭელი, რომელსაც დიდი ხანია არ იყენებთ და გამოყენებას არ აპირებთ.
- სხვისი ტანსაცმელი. სხვისი ნივთები, რომლებიც გაუგებარია როგორ მოხვდნენ თქვენს სახლში.
- ძველი კალენდარი და ჟურნალი, გაზეთი.
- ძველი სამკაული, რომელსაც არანაირი ფასეულობა აქვს.
- ყოფილი შეყვარებულის საჩუქრები, რომელსაც არ იყენებთ. ყოველგვარი ხარახურა.
- ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. უსარგებლო ტანსაცმელი, რომელიც თაროზე ადგილს იკავებს და არ იყენებთ.
- გაფუჭებული ტექნიკა. ძველი საათი.
- სხვადასხვა ცარიელი ქილა და ბოთლი.
- სუვენირები, სტატუეტები. ლარნაკები ზღვის ან სუფრის მარილით სავსე (მარილის ჩუქება მხოლოდ არაკეთილმოსურნეს შეუძლია).
- ძველი ჩანთა, საფულე.
სივრცის გასუფთავებისას ილოცეთ. ასე შვებას იგრძნობთ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.