აზიის ქვეყნის მცხოვრებლებს სოკო ძალიან უყვართ. კვლევამ აჩვენა, რომ მაგალითად ჩინეთში ადამიანი 1 წლის განმავლობაში 5-ჯერ უფრო მეტ სოკოს მოიხმარს, ვიდრე ჩვენი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე. ამ მხრივ კორეა არ ჩამორჩება. ადგილობრივ სამზარეულოში შხამიან, სამკურნალო და საკვებ სოკოს გამოყოფენ.
ბოლო კატეგორიაში მხოლოდ 10 სახეობა ხვდება, თუმცა თითოეული მათგანი საკმარისია, უცხოელის გასაკვირვებლად, რომელიც მსგავს კერძებს მიჩვეული არაა.
კორეელებს ყველაზე მეტად ხეთამხალი მოსწონთ. ითვლება, რომ ნახევარკუნძულზე მათი რაოდენობა 70%-ს შეადგენს. აღმოსავლეთის მაცხოვრებლები ქოლგა სოკოსაც პატივს სცემენ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად სოკოს მოყვანა კორეაში მხოლოდ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს. თუმცა დღეს უკვე სხვადასხვა მსხვილი სოკოს ფერმა არსებობს. შრომისმოყვარე და შეუპოვარი კორეელები თავის საქმეში მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლითაც მათი სამშობლო ცნობილია.
კიმ კეუმ ჰი, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგრონომი, გულწრფელად აღიარებს, რომ სოკო ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუყვარდა. დღეს თავის საქმეზე შეყვარებული ქალი ექვს პირველი ხარისხით აღჭურვილ ფერმას ფლობს და ყოველდღე 5 მლნ ტონაზე მეტ დელიკატესს აწარმოებს.
თუმცა მხოლოდ ხეთამხალით ცხოვრებას ვერ შეძლებთ. კორეაში უფრო ეგზოტიკური სახეობებიც მოყავთ. ადგილობრივი წვნიანების რეცეპტებში შავი სოკოს ინგრედიენტს ხშირად შეხვდებით. ხოლო ე.წ. „იუდას ყურს“ საერთოდ ნედლი სახით ცხარე სანელებლებთან ერთად ჭამენ.
ერთი შეხედვით ნაკლებად მადის აღმძვრელი შავი ლიქენი სინამდვილეში სოკოა, რომელიც ნახევარკუნძულზე სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად ყოველთვის დელიკატესად ითვლებოდა.
თუმცა კორეულ სამზარეულოს „სოკოს მეფედ“ ითვლება Tricholoma matsutake, რომელსაც ყველა სახით მიირთმევენ – ხმელს, შემწვარს, მოხარშულს და ნედლი სახითაც კი!
სხვათა შორის, სოკო ჩრდილოეთ კორეაშიც არ ავიწყდებათ. აქ სახელმწიფო ფერმები ფუნქციონირებს. ერთ-ერთი პროპაგანდისტული ლოზუნგი კიდევ მოგვიწოდებს: „დაე, ვიყოთ სოკოების ქვეყანა!“
უცხოელებისთვის აღმოსავლური სოკოს ფერმები ველურად გამოიყურება. თუმცა კულტურული განსხვავების გამო, ქვემოთ მოცემულ სურათზე კორეელს თავში არ მოუვა ისეთი ასოციაცია, როგორც ჩვენ. ხოლო სანიტარული ნორმები საკმაოდ მკაცრად დაცულია!