პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
ერთხელ ამანათის გაგზავნა დამჭირდა. ფოსტაში შევედი, იქ კი ძალიან ბევრი ხალხი იყო. რა გაეწყობოდა, უნდა მომეცადა. ცოტა ხანში ერთი გოგო შემოვიდა, რომელსაც ხელში წლამდე ბავშვი ჰყავდა აყვანილი. მან სასოწარკვეთილმა ამოიოხრა და რიგის ბოლოს ადგილი დაიკავა. გარშემომყოფები ისე იქცეოდნენ, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო და მისგან ზურგშექცევით დგებოდნენ, რათა მის მზერას არ გადაყროდნენ და მისთვის რიგი არ დაეთმოთ.
ნახევარი საათის შემდეგ ბავშვმა ჭირვეულობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ დედა ამშვიდებდა. ამასობაში ჩემი რიგი მოვიდა, მაგრამ მე ეს საცოდავი დედა-შვილი გავატარე. ისეთი ამბავი ატყდა… რიგში მდგომმა ადამიანებმა ყვირილი დაიწყეს. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ქალები ყვიროდნენ: “გააჩენენ და მერე ყველგან ეტენებიან! სირცხვილი არ არის, რიგის ახალგაზრდისთვის დათმობა, როდესაც აქ სხვა ადამიანებიც დგანან. ჩვენ რით ვართ ნაკლები! რიგში დგომით, არაფერი მოუვა!”
გოგონა ადგილიდან არ გატოკებულა. მას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და თქვა: “მე და ჩემს პატარას არსად გვეჩქარება, ჩვენ მოვიცდით. როგორც ჩანს, ყველას მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ, ჩვენ კი მხოლოდ ჩემი ომში გარდაცვლილი მეუღლის დაკრძალვის თანხა უნდა მივიღოთ.”
უცებ სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა… აბსოლუტურად ყველამ თავი დახარა. მოლარე გამოვიდა, გოგონას ქვითარი გამოართვა და ფული გამოუტანა. როგორც ჩანს, ყველას შერცხვა. დღეს არავის უჭირს სხვა ადამიანის გაკიცხვა მხოლოდ საკუთარი წარმოდგენების გამო. თუმცა, ბოროტება ყოველთვის ბოროტებით ბრუნდება. თანამედროვე სამყაროს სიკეთე ძალიან აკლია.