29 წლის ასაკში ვალაგებ, ვამზადებ, ბავშვებს ვუვლი, სანამ ქმარი მუშაობს, და ბედნიერი ვარ

796

ოჯახური ცხოვრების მთავარი მიზანი ბედნიერად ცხოვრებაა. ალბათ, ამაში არავინ შემეკამათება. თან მხოლოდ ჩვენ გვესმის, რა არის ეს ბედნიერება. ამ ქალის ისტორია თანამედროვე ტენდენციებს ეწინააღმდეგება. სანამ მისი თანატოლები კარიერაზე ფიქრობენ ან საოჯახო საქმეს და სამსახურს ერთმანეთს მარჯვედ უთავსებენ, ის მთელ ენერგიას და დროს ოჯახს უთმობს. Paparazzi გიამბობთ, როგორ ცხოვრობს ოჯახის კერის კლასიკური დამცველი.

ოჯახური ცხოვრების არსი – ალექსია დელაროზას კარიერულ კიბეზე წინსვლა არასდროს უცდია. მის კოორდინატთა სისტემაში ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. 29 წლის ქალი 50–იანი წლების ეპოქაზე უბრალოდ გიჟდება. ოჯახთან და ყოფასთან დაკავშირებით ძველმოდური ტრადიციების მომხრეა, ამიტომ ოფისიდან წამოვიდა და მთელ დროს ქმარს და შვილებს უთმობს. ალექსია ე.წ. ტრადიციული ცოლების თანამედროვე მოძრაობის ერთ–ერთი მონაწილე გახდა. ამ მოძრაობაში არიან ქალები, რომლებიც სახლში სხედან, შვილებს ზრდიან, კერძებს ამზადებენ, სახლს ალაგებენ და სამსახურიდან ქმრის დაბრუნებას ელოდებიან. კალიფორნიელმა ქალმა ოჯახის კერის მცველის როლი მოირგო და საზოგადოებაში თავისი სტატუსის შეცვლას აღარ აპირებს. ამბობს, რომ აქამდე მივიდა იმის საპირისპიროდ, რაც ბავშვობაში იყო.

დედა მის გვერდით თითქმის არასოდეს იყო, რადგან დღედაღამ სამსახურში იკარგებოდა. ქალბატონ დელაროზას მშობლების შეცდომების გამეორება არ სურს, ამიტომ მის ოჯახში სამსახურში მხოლოდ მამაკაცი მიდის. ალექსია თვლის, რომ სამსახურის და ოჯახის შეთავსება ერთ–ერთის მსხვერპლად გაღების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. მისი თქმით, ქალები ძველ ტრადიციებს მალე დაუბრუნდებიან. თვლის, რომ ქმარმა საოჯახო საქმეები არ უნდა გააკეთოს. მისი მთავარი ამოცანაა ფულის გამომუშავება და ოჯახის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, მეთიუ ყოფით რუტინაში არ ერევა.

ალექსია სახლში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ყოველდღე 5:30 საათზე იღვიძებს, რომ თავი მოიწესრიგოს, სანამ ბავშვები და მეუღლე გაიღვიძებენ. მოსიყვარულე დედა და ცოლი მთელი ოჯახისთვის საუზმეს ამზადებს. შემდეგ სამზარეულოს აწესრიგებს და შვილებთან ერთად თამაშობს. მათთან ერთად პარკში სეირნობს ან ქმარს სტუმრობს, რომელიც საკუთარ კაფეში მუშაობს. სანამ ბავშვებს შუადღეზე სძინავთ, რეცხავს და ფიქრობს, რა მოამზადოს ვახშმად. დედა შვილებს აღვიძებს, მათ უვლის და შემდეგ ვახშამს ამზადებს. უკვე საღამოს 7–ზე ბავშვებს აძინებს. შემდეგ სახლის კიდევ ერთხელ ალაგებს. ქალი სისუფთავით შეპყრობილია.

ტრადიციული ღირებულებების მიმდევრები – იქმნება შთაბეჭდილება, რომ ალექსიას თავისთვის დრო არ რჩება. ასეც არის. მის ყოველდღიურ განრიგში არ არის ნახსენები, რომ რაღაცას თავისთვის აკეთებს, გარდა ჰიგიენური პროცედურებისა, მაგრამ ყველაფერი აკმაყოფილებს. სოციალურ ქსელებში ქალი მოძულეებს ხშირად აწყდება. ხალხი წერს, რომ მისი საქმე ნორმალურ სამუშაოდ არ ითვლება. ბევრი ამბობს, რომ ასეთი ცხოვრების წესი თანამედროვეობისგან შორსაა. ალექსია ამ ბოროტ კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს.

მის ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად მოწყობილია. ოჯახის თითოეული წევრის სურვილი გათვალისწინებულია. ქალის თავის საქმეს შეუფასებელს უწოდებს. ძიძის აყვანაზე არც ფიქრობს. მით უფრო, რომ მშობლები შვილების სკოლაში გაგზავნას არ აპირებენ. სახლში განათლების მიღებას იდეალურ ვარიანტად თვლიან. ასე ცდილობს, რომ შვილები გარე სამყაროს უარყოფითი გავლენისგან დაიცვას. შიშობს, რომ მისი ზრუნვის გარეშე ბავშვებს რაღაც დაემართება. მაგალითად, ჰქონდა უსიამოვნო გამოცდილება, როცა სტუმრად ყოფნის შემდეგ ერთ–ერთმა ვაჟმა უწმაწური სიტყვები თქვა. თავის ძმას სულელი უწოდა. ჩვენს რეალობაში მსგავსი რამ უბრალოდ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ალექსიასთვის ეს ტრაგედია იყო, რადგან ბავშვებთან ასეთ სიტყვებს არასდროს იყენებენ.

პასუხისმგებლიან მშობლებს სურთ გააკეთონ ყველაფერი, რომ მათი შვილები ბედნიერები იყვნენ, კეთილი და თანამგრძნობი ადამიანები გაიზარდონ. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა შვილების დაცვას გარე სამყაროს გავლენისგან. ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს. პირადად, ალექსიას და მისი მეუღლის პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ, ალბათ, გამოჩნდებიან ოჯახის კერის სხვა მცველები, რომელთათვის შვილების აღზრდა და სახლის მოვლა თვითრეალიზაციის საშუალებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს