ბევრს სურს 2023 წლის ზუსტი ჰოროსკოპის წაკითხვა და იმის გაგება, რა სიურპრიზები მოუმზადა ბედმა თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს. ასე ცუდ მოვლენებს მომზადებული შეხვდებით და ქამარს მოუჭირეთ, ხოლო კარგ ამბებს ხელგაშლილი მიესალმებით. Paparazzi გიამბობთ, რას ამზადებს 2023 წელი 12 ზოდიაქოს ნიშნისთვის. გიზიარებთ ანჯელა პერლის ასტროლოგიურ პროგნოზს. ასტროლოგი და ტაროლოგი ყოველთვის გვამხნევებს და წარმატებისთვის მაქსიმალურ განწყობას გვჩუქნის. თუნდაც ჰოროსკოპი იდეალური არ იყოს, ანჯელა პერლი მოგვიწოდებს, რომ არ დავნებდეთ.
ცეცხლის სტიქია
ცეცხლოვანი ვერძი სერიოზული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. პროდუქტიული წელი იქნება როგორც ბიზნესში, ასევე პიროვნული განვითარებისთვის და სასიყვარულო საქმეში. მარტოხელა ვერძი თავის პარტნიორს იპოვის და საქორწინო კავშირშიც შევა. 2023 წელს თავის დანიშნულებას იპოვის ყველა, ვინც ამისკენ წლები მიდიოდა.
ცეცხლოვანი ლომი ფრთხილად უნდა იყოს. ურთიერთობასა და სამსახურში კრიზისული მომენტები შეიძლება დადგეს. ბევრი ცდუნება იქნება, რომელსაც ადვილად შეიძლება აჰყვეთ. თუ ცდუნებას გაუძლებთ, გეგმების და მიზნების განხორციელებით მწვერვალზე ახვალთ. სამსახურში წარმატება გარანტირებულია.
მშვილდოსანი 2023 წელს ახალ სტატუსს შეიძენს. მაგალითად, მანქანას იყიდის და მძღოლი გახდება, ოჯახს შექმნის და მშობელი გახდება. ასეთი ცვლილებები საკმაოდ ხელსაყრელია. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ პიროვნულ ცვლილებებს შეუძლია ურთიერთობის წრე სრულად შეცვალოს.
ჰაერის სტიქია
მერწყული უმჯობესია მოემზადოს, რადგან 2023 წელს ყველა გეგმაში მღელვარებაა მოსალოდნელი. სამსახურის დაკარგვის, ჯანმრთელობის პრობლემების და პარტნიორთან დაშორების რისკი არსებობს. რაც მთავარია, არ უნდა დანებდეთ. თუ გაუძლებთ, ნებისმიერი პრობლემური სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.
სასწორო, გსურთ ახალი ურთიერთობა მიმდინარე წელს? მაშინ სასწრაფოდ გაემგზავრეთ იქ, სადაც ბევრი ხალხია. საქმე მხოლოდ რომანტიკას არ ეხება. შეგიძლიათ იპოვოთ მეგობრები და ბიზნეს პარტნიორები, ახალი ნაცნობები აქტიურად შეიძინოთ. საკუთარი თავის წარმოჩენის არ შეგეშინდეთ. თამამად იმოქმედეთ. ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპები სხვა ქვეყნების სამოგზაუროდ მარტივად ჩალაგდება. მოგზაურობა, ექსკურსიები, უნიკალური აღმოჩენები. ეს ყველაფერი მოგეწონებათ, თუ დიდხანს ერთ ადგილას იმყოფებით. 2023 წელს თქვენი სამყარო გაფართოვდება. ბედის საჩუქრები მიიღეთ და უცნობი მარშრუტისკენ გაემგზავრეთ.
წყლის სტიქიები
კირჩხიბმა ფინანსებს ყურადღება უნდა მიაქციოს. არსებობს რისკი, რომ რაღაც მომენტში სიტუაცია უკან მოგიტრიალდებათ. სამსახური შეიძლება დაკარგოთ ან ვალებში ჩავარდეთ. გაზაფხულზე ფულის საკითხი შეიძლება გამწვავდეს. საზღვარგარეთ წასვლის და სულიერი მენტორის პოვნის შანსი არსებობს.
მორიელმა თავის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ნერვების, შფოთვის, განცდების გამომუშავების რისკი არსებობს. იქნებ ეს სამსახურის დაკარგვას უკავშირდება, რაც წლის პირველ ნახევარში შეიძლება მოხდეს. საკუთარ თავს შესვენების დრო მიეცით. ოჯახს, დასვენებას და საოჯახო საქმეებს დრო დაუთმეთ.
თევზები სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეეჯახებიან. ეს ჯანმრთელობას, ვალს ან კრედიტს შეიძლება ეხებოდეს. საკუთარ სურვილებზე კონცენტრირდით. შინაგან ხმას მოუსმინეთ. ასე წლის ბოლომდე რთული სიტუაციიდან თავის დაძვრენას შეძლებთ.
მიწის სტიქია
ქალწულს 2023 წელი დიდ ფინანსურ წარმატებას ჰპირდება. ფული მდინარესავით წამოვა, მაგრამ კრედიტი და სესხის ვალდებულებები საკუთარ თავზე არ აიღოთ. ბიზნესი შეგიძლიათ გახსნათ. წარმატებული საქმეა. რომანტიკაშიც კარგი ამბებია. წლის მეორე ნახევარში მარტოხელა ქალწულის სტატუსი შეიცვლება.
კურო კარდინალური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. არ იდარდოთ, კეთილი და პოზიტიური ცვლილებები გელით. მაგალითად, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური შეიძლება იშოვოთ. მარტოხელა კურო მეორე ნახევარს იპოვის და ბავშვის გაჩენაც შეიძლება დაგეგმოს. უძრავი ქონების შესაძენად კარგი დროა.
თხის რქა უნდა მოემზადოს, რომ მისი ოცნება უფრო ახლო გახდება. ამისთვის მთელი წელი ცოტა შრომა მოუწევს. რთული ფინანსური მდგომარეობის დასარეგულირებლად შემოსავლის დაზოგვა მოუწევს. მღელვარებას თქვენზე გამარჯვების უფლება არ მისცეთ. ასე წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.