ტაქსითი მგზავრობის დროს ალბათ ყველას გვქონია ისეთი ისტორიები, რომლებიც დიდხანს არ დაგვვიწყებია. ხშირად ჩვენს ყურადღებას უცნაური მძღოლები იწვევენ, რომლებიც საკუთარ ბიოგრაფიას გვიყვებიან და საჭესთან სიმღერებს მღერიან. არიან ისეთი მძღოლებიც, რომელთაც შეგვიძლია იდეალურები ვუწოდოთ. სწორედ მათ შესახებ გიამბობთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში, ისინი ჩვენს პატივისცემას იმსახურებენ.
ერთ დღეს, დილით ადრე ტაქსი გამოვიძახე, რათა სახლამდე მივსულიყავი. მძღოლმა რომ დამინახა, გაეღიმა. მან მითხრა, რომ ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და მე მისი ბოლო მგზავრი ვიყავი. მან მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მაღაზიაში შეევლო პროდუქტების საყიდლად, რადგან სახლში არაფერი ჰქონდა. მე საწინააღმდეგო არაფერი მქონია, რადგან არ მეჩქარებოდა. მძღოლი დაბრუნდა და ცხელი ფუნთუშით გამიმასპინძლდა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, მას კარგი შეფასება და ზედმეტი ფული დავუტოვე.
დედა სახლში უნდა წამეყვანა, ის ფეხის მოტეხილობით იწვა საავადმყოფოში. დამხმარე არავინ მყავდა, რომ დედა კიბეზე ჩამომეყვანა. ეს სიტუაცია ტაქსის მძღოლს ავუხსენი. მან ზედმეტი კითხვების გარეშე აიყვანა ხელში დედაჩემი და მანქანაში ჩასვა. სახლში კი ჩვენს სართულზე აყვანაში დამეხმარა.
ტაქსი გამოვიძახე და დიდხანს ველოდი. სასიამოვნო ბიჭი მოვიდა და მთელი გზა ვსაუბრობდით. უცებ მას მეუღლემ დაურეკა და უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უქმე დღეებშიც მუშაობდა. ბიჭი დიდხანს უხსნიდა, რომ ბოლო მგზავრი ჰყავდა და სახლში მალე მივიდოდა. შემდეგ ჩვენ ოჯახური სიძნელეების შესახებ დავიწყეთ საუბარი. არ შემეძლო, რომ მისთვის ზედმეტი ფული არ დამეტოვებინა.
ერთხელ ველოსიპედით ვსეირნობდი და მაგარი წვიმა წამოვიდა. მთლიანად სველი და ტალახიანი ვიყავი და არ ვიცოდი, რა მექნა. სახლამდე დაახლოებით 10 კმ იყო. უცებ ტაქსი დავინახე. მძღოლი ჩემი თხოვნის გარეშე გადმოვიდა მანქანიდან, ველოსიპედი საბარგულში ჩადო, მე კი მანქანაში ჩამსვა. მე ტანსაცმელი მთლიანად სველი მქონდა, მაგრამ მას ერთი საყვედურიც არ უთქვამს.
ახლა კი ისტორიები, რომლებიც უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებენ
ერთხელ აეროპორტში ტაქსი გამოვიძახე. საეჭვო სატრანსპორტო კომპანიებზე დავიწყეთ საუბარი, მძღოლი მჭევრმეტყველურად საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად საშიშია საეჭვო ტაქსითი მგზავრობა. მან უამრავი არგუმენტი დაასახელა. უცებ შემხვედრ მანქანას დავეჯახეთ. აი – უსაფრთხო მგზავრობა. მძღოლმა, რა თქმა უნდა, მგზავრობის თანხა სრულად გამომართვა.
გასულ თვეში ტაქსითი ვიმგზავრე. შუა გზაზე მძღოლმა მანქანა გააჩერა და სადღაც წავიდა. მე რამდენიმე წუთს ველოდე. როდესაც დაბრუნდა, ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა ეჭირა. ის უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში და წავედით. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ წინასწარ რატომ არ გამაფრთხილა?
ერთხელ მოხუცი მძღოლი შემხვდა. საუბრის დაწყებას არ ვგეგმავდი და ჩუმად ვკითხულობდი ახალ ამბებს ინტერნეტში. უცებ მძღოლმა ხმამაღლა დაიყვირა: “ეს ხომ შემხვედრი ზოლია, მე კი ვერც მივხვდი!” ამ წამის შემდეგ ტელეფონო ჯიბეში ჩავიდე და გზას ვუყურებდი.
ერთხელ, ცივ ადრიან დილას ტაქსი გამოვიძახე და სადარბაზოსთან ველოდებოდი. მძღოლმა დამირეკა და მითხრა, რომ გაჩერებასთან მელოდებოდა. ეს სრულებით არ მაწყობდა, რადგან გაჩერებამდე მისასვლელად 5 წუთი მჭირდებოდა. მძღოლს ვთხოვე, რომ იქ მოსულიყო, სადაც ვიდექი. ამის შემდეგ მთელი გზა მის პრეტენზიებს ვისმენდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
ერთხელ კლუბიდან მთვრალი გამოვედი და ტაქსი გამოვიძახე, რათა სახლამდე მივსულიყავი. მძღოლი უცხოელი იყო, მისი აქცენტით მივხვდი. გადავწყვიტე მეხუმრა და ვკითხე, როგორ მიდიოდა მისი საქმეები. მძღოლმა სიამოვნებით დაიწყო რაღაცის მოყოლა, მე კი არც ერთი სიტყვა არ მესმოდა. შემდეგ ინტონაციის მიხედვით მივხვდი, რომ ის რაღაცას მეკითხებოდა. მომიწია მეთქვა, რომ უკვე მივედით და მანქანიდან გადმოვედი. სახლამდე ნახევარი გზა ფეხით გავიარე.
საინტერესო ისტორიები ტაქსიში
ჩემი თანაკლასელი ტაქსის მძღოლია. ის ხშირად ყვება საინტერესო ისტორიებს. ერთხელ მას გოგონები ჩაუსხდნენ, რომლებიც თავიანთ გეგმებზე საუბრობდნენ. მან მათ შორის ჩემი და ამოიცნო. მე გავიგე, რომ თურმე ძალიან მალე ჩემი და საცხოვრებლად ამერიკაში მიდის.
მე და ჩემი შეყვარებული ინსტიტუტში დიპლომების ასაღებად მივდიოდით. გამოპრანჭულები, ლამაზები. მძღოლს ეგონა, რომ ხელის მოსაწერად მივდიოდით. ჩვენ ვუთხარით, რომ ინსტიტუტი დავამთავრეთ და დიპლომების ასაღებად მივდიოდით. მძღოლმა გვკითხა: “რომელი ფაკულტეტი დაამთავრეთ?” მე ვუპასუხე: “იურიდიული”. პასუხად კი მოვისმინეთ: “ოჰ, ერთ დროს მეც იქ ვსწავლობდი”. საუბარი ამით დავასრულეთ.
თავად მძღოლების მიერ მოყოლილი საინტერესო ისტორიები
ერთხელ ერთი ბებო სახლამდე მივიყვანე. ის ჩემი მეზობელია. ადგილზე რომ მივედით, მან მითხრა, რომ ფული სახლში ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ დაველოდებოდი. გავიდა 15 წუთი, მაგრამ ის არ გამოჩენილა. სადარბაზოში შევედი და ზარი დავრეკე. ის ძალიან გაოცებული იყო, თუ როგორ ვიპოვე. მე კი ვუპასუხე, რომ უკვე 15 წელი იყო, რაც მეზობლები ვიყავით.
ღამე გამოძახებაზე აეროპორტში მივედი. ქალს წინა კარები გავუღე, მან კი ჩუმად უკანა კარები გააღო და თავისი ნივთები ჩაალაგა. მე ასევე ჩუმად, აღნიშნულ მისამართზე მივედი. მივტრიალდი და ვნახე, რომ მანქანაში მხოლოდ ჩემოდანი იყო. აღმოჩნდა, რომ ქალმა ჩემოდანი უკან მოათავსა, თავად კი წინ უნდა დამჯდარიყო. უკან დავბრუნდი, ქალს ბოდიში მოვუხადე და ადგილამდე უფასოდ მივიყვანე.
ერთხელ სოფელში მივდიოდი ჩემი მშობლების მოსანახულებლად. მანქანაში ქალი ჩამიჯდა და ჩვენ მეგობრული საუბარი გავაბით. უცებ წამომცდა, რომ გზად სოფელში მოვდიოდი. ქალს ძალიან ეწყინა და მითხრა, რომ მგზავრობის საფასურს არ გადაიხდიდა. მომიწია, რომ ეს ქალბატონი მანქანიდან ჩამომესვა და შეკვეთა გამეუქმებინა. მან კი მოახერხა და მომაძახა: “ძუნწო!”
ერთხელ შვილიშვილებმა ბებიისთვის აეროპორტში ტაქსი გამოიძახეს და თანხა წინასწარ გადაიხადეს. ქალი უცხო ადამიანთან მგზავრობის გამო თავს უხერხულად გრძნობდა და ამიტომ მთელი გზა არაფერი მითქვამს. ადგილზე რომ მივედით, მას კარი თავაზიანად გავუღე და მანქანიდან გადმოსვლაში დავეხმარე. მან ფული გამომიწოდა. ვცდილობდი მისთვის ამეხსნა, რომ უკვე გადახდილი იყო, მაგრამ ის ვერაფრით ვერ იგებდა, თუ როგორ გადაიხადეს.
ერთხელ, ახალგაზრდობაში 8 მარტს კლუბში გვიანობამდე დავრჩით. ყველა ერთ მხარეს ვიყავით წასასვლელები, მაგრამ ტრანსპორტი თითქმის აღარ იყო. გაჩერებაზე ვიდექით. სასწრაფო მოდიოდა, გოგონებმა მას ხუმრობით ხელი დაუქნიეს, მან კი გააჩერა. უცებ მძღოლმა გადმოგვძახა: “მანდ იდგებით თუ წამოხვალთ?” მძღოლმა სახლებამდე მიგვიყვანა. ეს ისტორია სამუდამოდ დაგვამახსოვრდა.
ერთხელ სტუმრად გვიანობამდე შემოვრჩით. ტაქსი არ ჩანდა. უცებ გაჩერებაზე ავტობუსი გაჩერდა და მძღოლმა დაგვიძახა. მან ადგილამდე სიამოვნებით მიგვიყვანა და მგზავრობის საფასური არ გამოგვართვა.