ადამიანთა ისტორიები, ვისთვისაც მათი ოჯახი, მათი ციხესიმაგრეა

54

იღბალი ბევრს უღიმის, მაგრამ ორმაგად გაუმართლა მათ, ვისაც შესანიშნავი ნათესავები ჰყავს, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში დახმარებიან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – იმ ადამიანთა ისტორიებს გიამბობთ, რომელთა ნათესაური კავშირები ძალიან ძლიერი და თბილია.

ჩემს მეზობლად ძალიან კარგი ოჯახი ცხოვრობს. მშობლები წესიერი ადამიანები არიან და შვილებიც არაფერს აშავებენ. მათი ოჯახის შესახებ ერთი ამბავი გავიგე და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს მათ ეხებოდა. თუმცა ეს ისტორია, თავად მათგანაც მოვისმინე. რაღაც პერიოდში სკოლაში მათ შვილს აბრაზებდნენ და დასცინოდნენ. კლასის დამრიგებელი პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, ბავშვი ფსიქოლოგთანაც მიიყვანეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ არავითარ ბულინგს ადგილი არ ჰქონია.

მშობლები დირექტორთან მივიდნენ და შესთავაზეს, რომ პრობლემა ერთად მოეგვარებინათ, რაზედაც დირექტორმა უპასუხა, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობდა და ბავშვები უბრალოდ ასე თამაშობდნენ. ამ დროს ოჯახის მამამ დირექტორის ჩანთას ხელი დასტაცა, ყველაფერი იატაკზე გადმოყარა და ისეთი წიხლი გაარტყა, რომ ჩანთა ძალიან შორს გაფრინდა. დირექტორი გაოგნებული უყურებდა, რაზედაც მან უპასუხა, რომ ეს უბრალოდ თამაში იყო. მეორე დღეს ყველანაირი საკითხი უკვე მოგვარებული იყო.

ჩემს ბავშვობაში ერთი ადამიანი იყო, რომელიც ინტერსით აკვირდებოდა ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი. როდესაც დავასრულებდი ძალიან უხაროდა და ბევრ საქებარ სიტყვას მეუბნებოდა. ეს ადამიანი პაპაჩემი იყო, რომლიც ყოველთვის და ყველაფერში მხარს მიჭერდა. შეიძლება უბრალო ხაზი დამეხატა, ის კი მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი იყო და მე ძალიან ნიჭიერი ვიყავი. ახლა ხელოვანი ვარ. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, დასრულების დროს ყოველთვის პაპაჩემის თვალებს წარმოვიდგენ ხოლმე, თუ როგორ შემომხედავდა ახლა.

ჩვენს ოჯახში, სადაც მე, დედაჩემი, მამაჩემი და სამი კატა ვართ, რაღაცნაირი შინაგანი ურთიერთგაგებაა. ერთ დღეს ეს ძალიან აშკარა გახდა. ერთხელ სკოლიდან დავბრუნდი, ხელში ერთი კატა ავიყვანე, დივანზე დავეხეთქე და ვთქვი, რომ ყველაფერი მომბეზრდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დედაჩემი მოვიდა, მეორე კატა აიყვანა და იმავე სიტყვების წარმოთქმით, დივანის მეორე ბოლოში წამოწვა. მე გამეცინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ნამდვილი ურთიერთგაგება იყო, როდესაც მამაჩემი დაბრუნდა, მესამე კატა აიყვანა, თქვა, რომ ყველაფერი მობეზრდა და სავარძელში ჩაჯდა.

ჩემი შვილი 13 წლის არის. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მას თურმე კლასელები ავიწროებდნენ. ჩემი შვილი ძალიან მორიდებულია და პასუხის დაბრუნება არ უნდოდა. სკოლაში მისვლა მინდოდა, მაგრამ ის ამის უფლებას არ მაძლევდა. წინა კვირას სკოლიდან ძალიან ბედნიერი დაბრუნდა, მითხრა, რომ იმ ბიჭებმა ბოდიში მოუხადეს და სთხოვეს, რომ მისი და მათთან აღარ მისულიყო. აღმოჩნდა, რომ ჩემმა ქალიშვილმა იმ ბიჭს სცემა და ბურთიც წაართვა. სასაცილოა, ჩემი ქალიშვილი მხოლოდ 7 წლის არის, როგორ დავსაჯო?

ჩვენს ოჯახში ჭამა ყველას უყვარს, მაგრამ მომზადება არა. შევნიშნეთ, რომ ჩემს დას კულინარია მოსწონდა და კულინარიულზე მოვაწყვეთ. სწავლის პერიოდში ჩვენს სახლში რა აღარ მზადდებოდა. შემდეგ კი ის გათხოვდა და საცხოვრებლად თავის ქმართან გადავიდა. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ახლა ყოველ უქმეებზე ყველა მათთან მივდივართ.

წონის პრობლემა მაქვს, მაგრამ მსუქანი არ ვარ, პირიქით, ძალიან გამხდარი ვარ. ყოველი შეხვედრისას ნათესავები ცდილობენ რომ გამომკვებონ. ამის გამო, ზოგიერთ მათგანთან შეხვედრა აღარ მინდა. ერთხელ მე და ჩემი და დეიდაჩემთან მივედით წვეულებაზე და დაიწყო… რა გამხდარი ხარ, ალბათ ცოტას ჭამ და ასე შემდეგ. ჩემმა დამ თეფშზე ძალიან ბევრი საჭმელი დამიდო და სტუმრებს უთხრა: “რას გადაეკიდეთ? ნახეთ რამდენს ჭამს, მაგრამ არ ეტყობა”. ამის შემდეგ ყველა შემეშვა.

მამაჩემი კონდიციონერებს ამონტაჟებს. ცოტა ხნის წინ ქალაქგარეთ მუშაობდა. ზოგჯერ მოსაწევად გარეთ გადიოდა ხოლმე. მან შენიშნა, რომ იქ ძალიან ბევრი ციყვი იყო. დარაჯთან მივიდა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ შემდეგ უქმეებზე ჩამოსულიყო, რათა თავისი შვილისთვის ეს ციყვები ეჩვენებინა. დარაჯმა თანხმობა მისცა. იცით, რა სასიამოვნოა, როდესაც 22 წლის ხარ, ორი შვილი გყავს, მაგრამ ვიღაცისთვის პატარა გოგონა ხარ, ვისთვისაც უქმეებზე ციყვების ჩვენება უნდათ.

ბავშვობაში მე და მამაჩემი ხშირად ვკამათობდით, ორივე ჯიუტები ვიყავით. ვიჩხუბებდით და სხვადასხვა ოთახებში გავდიოდით. საღამოს დასაძინებლად ნაწყენი ვწვებოდი. შუაღამისას მამაჩემი ოთახში შემოდიოდა, ხელში ამიყვანდა ხოლმე და პატიებას მთხოვდა. ამ დროს თავს მოვიმძინარებდი ხოლმე, ეს ჩემი საიდუმლოა. მე მამაჩემს ყოველთვის და ყველაფერს ვპატიობდი.

მესმის ყვირილი, რომ სააბაზანო ოთახში პირველი ის შევა და ის უკვე კართან არის. სწრაფად მივრბივარ და პირდაპირ ტანსაცმლით ვხტები სააბაზანოში. ის ცივ წყალს მირთავს. გამოვრბივარ და კარი ჩემს ცხვირწინ იკეტება. ისევ მან გაიმარჯვა. ის დედაჩემია, რომელიც 47 წლის არის, მე კი – 21-ის.

ჩემი და უკვე ზრდასრულია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ერთხელ მე და დედაჩემი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდით. ჩემმა დამ დამირეკა და ხმამაღლა ტიროდა, გარკვევით არაფერი მესმოდა. გავიგე, რომ ვიღაც მოკვდა, მაგრამ ვერ გავიგე ვინ. ხმამაღლა ვუყვირე, რომ დამშვიდებულიყო და ყველაფერი წესიერად აეხსნა. აღმოჩნდა, რომ მას თევზები მოუკვდა, მე კი კინაღამ ინფარქტი დამემართა.

ოთახში შევიხედე, სადაც ჩემი ძმა მულტფილმებს უყურებდა, დასაძინებლად უნდა წამეყვანა, მაგრამ მეც მულტფილმის ყურება დავიწყე. დედა მოვიდა და გვითხრა, რომ ძილის დრო იყო. 15 წუთის შემდეგ ჩვენს დასაძახებლად მამაჩემი გამოგზავნა, 30 წუთის შემდეგ კი თავად მოვიდა და ნახა, რომ ყველა დივანზე ვიწექით და მულტფილმებს ვუყურებდით. მე 23-ის ვარ, ჩემი ძმა – 10-ის, მამაჩემი კი – 47-ის.

ჩვენს ქალაქში დედაჩემს ყველა პატივს სცემს და აქებს, თუ როგორი კარგი შვილები გაზარდა. მე და ჩემი და, ორივე გათხოვილები ვართ, ორ-ორი უმაღლესი განათლება და პრესტიჟული სამსახურები გვაქვს. თუმცა ხალხმა არ იცის, რომ ამ ინტელიგენტმა ქალმა ოდესღაც ღვინის სწორად დალევა გვასწავლა, გვაჩვენა, როგორ უნდა გამოგვეცვალა ნათურა, როგორ მიგვერტყა ლურსმანი და როგორ ავსულიყავით ხეებსა და ღობეებზე. ის მხოლოდ ერთს ნანობს, რომ სტვენა არ იცის, რომ სცოდნოდა, ჩვენც გვასწავლიდა.

დედაჩემი მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყო და ყოველთვის მამხნევებდა. როდესაც მკერდი გამეზარდა, ლიფი მიყიდა და მაკიაჟის გაკეთება მასწავლა (მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი ვიყავი). თავისი მეგობარი მოიწვია, რომელიც ვიზაჟისტი იყო, მაგრამ მაკიაჟს მხოლოდ სახლში ვიკეთებდი. კლასში ყველამ სასმელის სმა დაიწყო, დედამ მითხრა, რომ შემეძლო ერთი-ორი ჭიქა დამელია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მამაჩემის ნომერი სწრაფ ზარზე დააყენა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს