ტატიანა მოროზი დედობაზე წლები ოცნებობდა, მაგრამ ბედი მის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. საყვარელ ქმართან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობს და სანუკვარი სურვილის ახდენის იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ სასწაული მოხდა! პირველი ორსულობა 42 წლისას დადგა. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაუმკლავდა ქალი ყველაფერს.
ქალის პირველი ორსულობა – ივანე და ტატიანა უკრაინიდან, ივანიჩიდან არიან. ერთმანეთი ქუჩაში გაიცნეს. ბიჭს ერთი ნახვით შეუყვარდა. სითამამე ეყო, რომ გოგოსთან გასაცნობად მისულიყო. ტატიანამ სიყვარულითვე უპასუხა და 3 თვის შემდეგ ქორწილი გადაიხადეს. საოჯახო წვეულების შემდეგ ერთად ცხოვრება დაიწყეს. ტატიანა ადგილობრივ სკოლაში ტექმუშაკად მუშაობდა, ხოლო ივანე სამუშაოდ საზღვარგარეთ დადიოდა. ცხოვრებას არ უჩიოდნენ. მხოლოდ ბავშვები არ უჩნდებოდათ.
წლები გავიდა. წყვილი ხვდებოდა, რომ ექიმებისთვის უნდა მიემართათ. ალბათ, სადღაც უფრო სერიოზული პრობლემა იმალება, ვიდრე ბედი და შემთხვევაა. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ტატიანას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისი მოგვარება მოუწიათ, მაგრამ ნანატრი ორსულობა მაინც არ დადგა. ტანია და ივანე უკვე შეეგუენ, რომ მშობლებად გახდომა არ ეწერათ. ტატიანას მშობლებთან ერთად მთელი ოჯახისთვის დიდი სახლი იყიდეს. მეუღლის მშობლებიდან გადასვლას არ აპირებდნენ. პირიქით, მათი მოვლა სურდათ. ნათესავები მთელი ოჯახობით ბავშვებთან ერთად ხშირად სტუმრობენ. ცოლ–ქმარს პატარების მოვლა უყვართ.
სასწაულის იმედი აღარ ჰქონდათ. როცა ომი დაიწყო, წასვლაზე არც უფიქრიათ. „სად წავალ მის გარეშე? მას მაინც არ გაუშვებენ?“ – ფიქრობდა ტატიანა. ივანეს ჯარისკენ მიმავალი გზაც დაკეტილი იყო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მსახურობს.
სასწაული მოხდა – ივანეს და ტატიანას იმედი უკვე გადაეწურათ, რომ ოდესმე მშობლები გახდებოდნენ. თან ასაკიც აღარ ჰქონდათ. და მაინც, 2022 წლის აპრილში სასწაული მოხდა და ტატიანამ ტესტზე სანუკვარი ორი ზოლი დაინახა. პირველად, რა თქმა უნდა, ქმარს უთხრა. შემდეგ მშობლებმა და სხვა ნათესავებმა გაიგეს. ყველა სიხარულისგან ხტუნავდა!
იმ დროს ტატიანა 42 წლის იყო. ამ ასაკში პირველი ორსულობა გართულებების გარეშე ვერ ჩაივლიდა, მაგრამ ერთგული მეუღლე მის გვერდით იყო. ივანე საყვარელ ცოლს ცივ ნიავს არ აკარებდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ ორსულ ცოლს თავი კომფორტულად ეგრძნო. ორსულობის მე-20 კვირას გაიგეს, რომ ვაჟს ელოდნენ, თუმცა ბავშვის სქესი დიდად არ აღელვებდათ. მთავარია, რომ ბავშვი ჯანმრთელი ყოფილიყო. ყველას ესმოდა, რომ 40 წლის შემდეგ მშობიარობა დედის და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კეთილად ჩაიარა.
თვალცრემლიანი ტატიანა მადლობას უხდის მარია მელნიჩუკს, რომელიც ქალს მთელი ორსულობის განმავლობაში აკონტროლებდა და ამშობიარა. მისი წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბიჭს ბოგდანი (ღმერთის მოცემული) დაარქვეს. სახელი სიმბოლური და მრავლისმთქმელია. ვინ, თუ არა უფალმა აჩუქა მეუღლეებს ასეთი ბედნიერება?! ივანე ბავშვის მოვლაში ჩაერთო. შვილს ერთი წუთით არ შორდება. პირველად მან ისწავლა საფენების გამოცვლა. ის დგება ღამით, რომ ატირებული ბავშვი დაამშვიდოს. ტატიანა ქმრის გარეშე ვერ გაუმკლავდებოდა, მაგრამ ასეთ მამაკაცთან არაფერი აშინებს.
ბედნიერი მშობლები შვილიშვილების ნახვაზე ოცნებობენ და სურთ, რომ მათმა პატარამ მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვროს. მთელ ოჯახს სანუკვარი სურვილის ასრულებას ვუსურვებთ!