ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციები ხდება. ბავშვები შეიძლება მიატოვონ არა მხოლოდ მამებმა, არამედ დედებმაც. ეს ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს – ეს ბევრად უფრო გავრცელებული გახდა. ზოგიერთ გოგონას ძალიან სურს შვილების გაჩენა, მაგრამ ვერ ორსულდება. ვიღაც ლოცულობს ან მკურნალობს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ შველის. არიან ისეთებიც, ვისაც არასდროს სურდათ შვილები და შემთხვევით დაორსულდნენ, ასეთებმა შესაძლოა შვილები მიატოვონ.
ასეთი რამ სერგისა და ეკატერინეს ოჯახში მოხდა. მათ ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გაიცნეს.
სერგის ბიზნესი ჰქონდა, ძალიან ბევრს მუშაობდა და სახლში იშვიათად იყო, მთლიანად სამსახურით იყო დაკავებული. ეკაც ასევე ცდილობდა კარიერის შექმნას, მაგრამ მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ სერგი მდიდარი ბიჭი იყო, მისი ხელიდან გაშვება არ მოუნდა. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. ინიციატორი, პირველ რიგში, გოგონა იყო. ბიჭი ოჯახის შექმნის წინააღმდეგი არ ყოფილა.
ეკატერინეს ქმარი არ უყვარდა, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფული იყო. ქმრის ფულს სილამაზის სალონებში, ტანსაცმელში, კოსმეტიკასა და ძვირადღირებულ რესტორნებში ხარჯავდა. მეგობრებთან ერთად გამუდმებით წვეულებზე დადიოდა. გოგონას მოგზაურობა და გართობა სურდა. ეკა თავის ქმარს იყენებდა. ქმარი მიხვდა, რომ მას მხოლოდ ფული სჭირდებოდა და ეს ძალიან არ მოეწონა. მათ შორის უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა უთანხმოება და გაუგებრობა. ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ცოლი დაორსულდა.
ორივე გაოცებული იყო. ქმარი აბორტის წინააღმდეგი იყო. ის გაოგნდა როდესაც გაიგო, რომ ცოლს ბავშვის დატოვება არ სურდა. ურთიერთობა ძალიან გაფუჭდა. სერგი იმედოვნებდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, მისი ცოლი შეიცვლებოდა. მას სურდა, რომ მათი ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო და სახლში კომფორტსა და სიმშვიდეს დაესადგურა. ქმარს შვილი ძალიან უნდოდა, ის ამ მოვლენით აღფრთოვანებული იყო.
ეკატერინე არ შეცვლილა. მან ბავშვი საავადმყოფოში მიატოვა. გოგონამ შვილზე უარი თქვა. ამის გამო იჩხუბეს და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. სერგი სრულიად იმედგაცრუებული იყო. მან განქორწინება გადაწყვიტა, რადგან მათ ერთად ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, მან თავისი ცოლის ნამდვილი სახე დაინახა.
მამაკაცისთვის ეს ყველაზე საშინელი ღალატი იყო. ისინი დაშორდნენ. სერგიმ შვილი თავისთან წამოიყვანა. მას არ შეეძლო ბავშვის მიტოვება. სამშობიაროს ექიმები გაოცებულები იყვნენ, მისი საქციელი ძალიან მოეწონათ.
სერგის თავის შვილზე ზრუნავდა, მას გარშემომყოფების აზრი არ აინტერესებდა. სამსახურში დაკავებულობის გამო, შვილის აღზრდაში დედა ეხმარებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მამაკაცმა კეთილი და წესიერი გოგონა გაიცნო. იგი მისი შვილის დედა გახდა და კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა.
ეკატერინეს ცხოვრება არც ისე კარგად წარიმართა. შვილები აღარ გაუჩენია, სამსახურშიც არ გაუმართლა და გამუდმებით იცვლიდა შეყვარებულებს. მამაკაცს მისი გახსენება აღარ სურს. წარსული უნდა დაივიწყოს. მას არ აინტერესებს, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება. მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია. ახლა მას ახალი, ბედნიერი ოჯახი ჰყავს. ის ყოველთვის ასეთ ოჯახზე ოცნებობდა.