ახალგაზრდობის რეცეპტი. 9 რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ მიმზიდველობა 45 წლის შემდეგ

552

ტყუილად არ თვლიან, რომ 45 წლის ქალი ახალგაზრდობის მეორედ აყვავებას აღწევს. ის ქალური, ელეგანტური და მშვიდი ხდება. ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა უკვე მოხდა და დროა ცხოვრებით და საკუთარი თავით დატკბეს. Paparazzi გიზიარებთ 9 რჩევას, როგორ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მიმზიდველობა და „ბებიად“ არ გადაიქცეთ!

  1. სპორტით დაკავდით – ოლიმპიური რეზერვისთვის მომზადება უკვე დაგვიანებულია, მაგრამ სხეულის ტონუსის შენარჩუნება უბრალოდ აუცილებელია. თქვენთვის შესაფერისი ფიზიკური დატვირთვა იპოვეთ. ეს შეიძლება იყოს ფიტნესი, იოგა ან სპორტული სიარული. მთავარია, რეგულარულად ივარჯიშოთ. ასე კარგი განწყობა და ჯანმრთელობა გარანტირებულია.
  2. ჯანმრთელობის შემოწმება – დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალება კონტროლი და პროფილაქტიკაა. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ და 6 თვეში ერთხელ ვიწრო სპეციალობის ექიმებთან მიდით. ასე დილით წამლების მიღების გარეშე დიდხანს ახალგაზრდა და ენერგიული დარჩებით.
  3. იყავით ასაკის შესაბამისი – პასპორტში ციფრებმა არ უნდა შეგაშინოთ, მაგრამ ისე არ უნდა ლამაზდებოდეთ, როგორც 10 წლის წინ. მიმართეთ სპეციალისტებს, როგორიცაა კოსმეტოლოგი, ვიზაჟისტი. ისინი თავის მოვლის კოსმეტიკას შეგირჩევენ და გირჩევენ, როგორ მიანიჭოთ სახეს ახალგაზრდული იერი და დამალოთ ნაოჭები.
  4. ტრენდებს თვალი ადევნეთ – ნებისმიერ ასაკში მოდურად და ელეგანტურად შეგიძლიათ ჩაიცვათ, რადგან 45 წელი ტრენდულ ნივთებზე უარის თქმის მიზეზი არაა. ექსპერტების რჩევები წაიკითხეთ, პირადი გარდერობი შეადგინეთ და საშოპინგედ გაეშურეთ. არ დაგავიწყდეთ აქსესუარები, რომლებიც ნებისმიერს ელეგანტურობას და სტილს მატებს.
  5. ფრთხილად ექსპერიმენტებთან – არ დაგავიწყდეთ, რომ მოდური სიახლეების დევნაში საკუთარი ღირსება შეიძლება დაკარგოთ. შიშველი სამოსი ან ანიმაციური პერსონაჟები მაისურზე აღფრთოვანებას არა, უფრო დაცინვას და ღიმილს გამოიწვევს. უფრო თავშეკავებული სტილი შეარჩიეთ.
  6. ღირსებებს ხაზი გაუსვით – არ დაგავიწყდეთ თქვენი უპირატესობები, რომლებიც არ გამქრალა. როგორც წესი, ნაკლოვანებებზე ჩაციკლული ვართ, არადა ღირსებებზე აქცენტი უნდა გააკეთოთ. 45 წლის ქალი უბრალოდ დიდებული ხდება, თუ საკუთარ გარეგნობაში თავდაჯერებულია. თქვენს წელს ფართო ქამრით ხაზი გაუსვით, სრული ზომის მაისურის ნაცვლად ჩაიცვით ზურგზე ოდნავ ამოჭრილი ბლუზი.
  7. ქუსლიანი ფეხსაცმელი – ოცსანტიმეტრიან ქუსლებზე ან პლატფორმაზე არავინ საუბრობს. ეს ვულგარულად გამოიყურება. კლასიკური ნავი ფეხსაცმელი 3-5 სანტიმეტრიანი ქუსლით მსუბუქ სიარულს, სწორ დგომას და თავდაჯერებულ ხედვას შეგმატებთ. მოსახერხებელი ბოტასები და მოკასინები დასვენების დღეებისთვის და პარკში სასეირნოდ გადადეთ, ხოლო სამსახურისთვის რამდენიმე მოდური ფეხსაცმელი შეიძინეთ.
  8. ჰობისთვის დრო გამონახეთ – ქალს მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ შინაგანი მდგომარეობა. ჩაერთეთ შემოქმედებაში, ხელსაქმეში, რასაც ხშირად დროის უქონლობის გამო გვერდზე დებდით. ჰობი არა მხოლოდ საღამოების გატარების საშუალებაა, არამედ საკუთარი თავის ახალი საზღვრების აღმოჩენის შესაძლებლობა. თუ ყოველთვის ხატვა გსურდათ, დროა შედევრები შექმნათ.
  9. ინვესტიცია საკუთარ თავში – ქალმა საკუთარ თავში, გარეგნობასა და განვითარებაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რომ სრულფასოვანად და ბედნიერად იცხოვროს. ეკონომია სასარგებლოა, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს თქვენს ჯანმრთელობას ან თვითშეფასებას ეხება. 45 წლის ქალმა იცის, რა სურს ცხოვრებიდან და როგორ მოახდინოს ვაუ ეფექტი სხვებზე. ეს დამატებით ინვესტიციას მოითხოვს.

ამ რჩევებით ახალგაზრდობას გაახანგრძლივებთ და დიდხანს მიმზიდველი ქალი დარჩებით. გახსოვდეთ, რომ თქვენ საკუთარი თავისთვის ერთადერთი ხართ და ყოველ წუთს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს