ქინძისთავი გათვალვის წინააღმდეგ: როგორ მოქმედებს ამულეტი

1803

თუ მშვიდად, ჯანმრთელად, სიყვარულსა და სიუხვეში ცხოვრება გსურთ, ძლიერი თილისმა აუცილებლად გჭირდებათ. ამისთვის ბალიელ შამანთან მისვლა ან შორეულ მთებში ჯადოქრის მოძებნა საჭირო არაა. პირადი მცველი ხელმისაწვდომი საშუალებისგან თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. Paparazzi გიამბობთ, რა სასწაულმოქმედი ძალა აქვს უბრალო ქინძისთავს. სწორი გამოყენებისას ყველა საქმეში დაგეხმარებათ და სხვადასხვა სახის ნეგატივისგან დაგიცავთ. გიამბობთ, როგორ უნდა შეულოცოთ ქინძისთავს გათვალვის წინააღმდეგ და რატომ უნდა ატაროთ სწორად.

ქინძისთავების გამოყენება ისტორიაში – იცით, რომ თევზის ძვლები, ცხოველის კბილები და მცენარის ეკლები ავი თვალის წინააღმდეგ გამოიყენებოდა? ახლა ისინი უფრო პრაქტიკულმა ნივთმა ჩაანაცვლა. ქინძისთავი საკმაოდ პოპულარულია. თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი შესაკრავი იდეალურია: ბასრი ნივთია, უხილავი და ძალიან პირადული, ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ ჩაარჭოთ. წარსულში ქინძისთავებს მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა, ტანსაცმლის ნაწილების დამაგრება. ძველ რომში მამაკაცის ზედა სამოსს დიდი ქინძისთავებით ამაგრებდნენ. ასე ტანსაცმელი უჩვეულო ფორმას იძენდა, მრავალფენიანი და ნაკეციანი ხდებოდა. ყველასთვის ნაცნობი ფორმის ქინძისთავები მხოლოდ მე-15 საუკუნეში თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე გამოჩნდა. მაშინ ქინძისთავებს ძვირფასი ლითონებისგან ამზადებდნენ და ღირებულ საჩუქარს წარმოადგენდა.

ახლა ქინძისთავი არა სამაგრი, უფრო აქსესუარია. ძვირფასი ქვებით მორთული ან ბიუჯეტური ქინძისთავები დამცავ ამულეტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალო ქინძისთავისგანაც გულსაკიდი შეგიძლიათ გააკეთოთ. ყოველთვის ფრთხილად იყავით, რადგან ქინძისთავები ჯადოქრობაში ხშირად გამოიყენება. ზღურბლთან, სახლში ნაპოვნი ან ღიობში ჩარჭობილი ქინძისთავები დაუყონებლივ უნდა გადააგდოთ და სახლიდან მოიშოროთ.

რომელი ქინძისთავი შეიძლება გახდეს ამულეტი – რა თქმა უნდა, სახლიდან შეგიძლიათ გახვიდეთ და უახლოეს მაღაზიაში უბრალო ქინძისთავი შეიძინოთ. და მაინც, წესების დაცვას გირჩევთ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ამულეტს ამ მოქმედებების დაცვის შემთხვევაში უფრო დიდი ძალა ექნება.

  • ქინძისთავი პარასკევს საღამოს იყიდეთ, ხოლო ხურდა გამყიდველს დაუტოვეთ.
  • ძველი, ჟანგიანი, მოღუნული ან გამუქებული ქინძისთავი არ გამოიყენოთ.
  • ქინძისთავი ქუჩიდან არასდროს აიღოთ. რიტუალში გამოყენებული შეიძლება იყოს. ასე წინა მფლობელის მთელი ნეგატივი თქვენზე გადმოვა.
  • შესაკრავი შეამოწმეთ, მაქსიმალურად ძლიერი უნდა იყოს.
  • თუ ქინძისთავზე მძივი ან საკიდია, მათი მნიშვნელობა აუცილებლად გაარკვიეთ.
  • ახალი ქინძისთავის შეძენის შემდეგ გათვალვის წინააღმდეგ შელოცვა წაიკითხეთ.

ეს წესები მარტივია და მათი შესრულებას ნებისმიერს შეუძლია. გირჩევთ, არ უგულებელყოთ. ასე ზედმეტ პრობლემას თავიდან აიცილებთ და დამცავ ძალებს გაზრდით.

როგორ შევულოცოთ ქინძისთავის ამულეტს – გიამბობთ აუცილებელ ქმედებებზე, რომ უბრალო ნივთი ამულეტი გახდეს. ბევრი შელოცვა არსებობს. თქვენი პრეფერენციების და პირობების მიხედვით აირჩიეთ.

  • ცეცხლით შელოცვა – ცვილის სანთელი აანთეთ. გამდნარი ცვილი ქინძისთავის ყურს დააწვეთეთ და თქვით: „ქინძისთავი ბასრია, ბოროტება ნესმით გახვრიტე, ჩემგან შორს გაუშვი. ცეცხლით სიტყვას შევულოცავ, რკინით სიტყვას ვაფიქსირებ“.
  • წყლით შელოცვა – ქინძისთავი სუფთა წყალში ჩადეთ. იდეალურია, თუ წყაროს წყალია. ქინძისთავი 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ თქვით: „დამიფარე, ქინძისთავო, ავი თვალისგან, ეშმაკეულისა და სხვა უბედურებისგან“.
  • კვამლით შელოცვა – ლითონის ჭურჭელში ფიჭვის ან ნაძვის ტოტები დაწვით. ქინძისთავი კვამლის ზემოთ გააჩერეთ და თქვით: „კვამლო შავო, კეთილშობილო, დამიცავი, დამიფარე უბედურებისგან, მომაშორე ბოროტება, მხოლოდ შენ შეგიძლია დახმარება“.
  • კვანძებით შელოცვა – ნატურალური წითელი ძაფი აიღეთ. ქინძისთავის ყურზე 12 კვანძი შეკარით და თქვით: „12 კვანძი, 12 ძალა და ყველაფერი მიცავს, მემსახურება, ბოროტებას მაშორებს. კვანძებო, მომაშორეთ უბედურება, უამინდობა, უიღბლობა, უსიამოვნება. გახდი ჩემი თილისმა საუკუნიდან საუკუნემდე“.
  • ხახვით შელოცვა – ხახვის სიმწარე და მისი მძაფრი სუნი ნებისმიერი ბოროტებისგან დაგიცავთ. პირველ რიგში, ქინძისთავი ხახვში ჩაარჭეთ და თქვით: „ხახვო, მებრძოლო, დაიცავი ჩემი გვირგვინი, მომაშორე ბოროტება, ეშმაკეული. დამიფარე, დამიცავე, მომაშორე უბედურება“.
  • მარტივი შელოცვა – ქინძისთავი ხელისგულზე დაიდეთ და მშვიდად თქვით: „ყოველგვარი ბოროტება მომაშორე, ბოროტი ხალხი მომაშორე, ავი თვალისგან დამიცავი და დამიფარე“.

გახსოვდეთ, რომ შელოცვაში ტექსტი მთავარია არაა, თქვენი სიტყვებით შეგიძლიათ თქვათ. მთავარია, სიტყვები გულიდან მოდიოდეს და გულწრფელი იყოს. თუ ამულეტი გამუქდა, დაიკარგა ან გატყდა, გამოდის, უკვე გემსახურათ და მთელი ნეგატივი თავის თავზე აიღო. ასეთი ნივთი სასწრაფოდ ჩაანაცვლეთ. ძველი ქინძისთავი მიწაში ჩამარხეთ, ახალზე შელოცვის რიტუალი ჩაატარეთ და წინა ადგილზე მიიმაგრეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს