ამერიკელმა პენსიონერმა ძველი ბოინგი შეიძინა და საცხოვრებელი ადგილი მოიწყო

1439

ამერიკელი ბრიუს კემპბელი მთელი ცხოვრება თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ მამაკაცმა ვერ შეძლო, რომ თვითმფრინავებს დამშვიდობებოდა და წარსულში დაეტოვებინა ისინი. მან ძველი ჩამოწერილი ბოინგ 727-ი იყიდა, ტყეში გადაიტანა და შიგნით სახლი მოიწყო.

“ბრიუსი ყოველთვის უჩვეულო კაცი იყო”, – იხსენებენ მას კოლეგები და მეგობრები. ის თავისუფლებაზე ოცნებობდა. ოცნებობდა, რომ მეზობლების გარეშე ეცხოვრა და ყოველდღე დამტკბარიყო მის გარშემო არსებული ბუნებით. თავდაპირველად კემპბელს ფურგონის შეძენა და მასში ცხოვრება სურდა, თუმცა, როდესაც თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, მიხვდა, რომ მისი ოცნება თვითმფრინავები იყო.

ზუსტად საიდან გაუჩნდა ბრიუსს თვითმფრინავში ცხოვრების იდეა, უცნობია. მისი ზოგიერთი ნაცნობი ამბობს, რომ მან ეს ინტერნეტში წაიკითხა და ამ იდეით მას შემდეგ აენთო. სხვები კი ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა ეს თავად მოიფიქრა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკელმა მიწის ნაკვეთი შეიძინა პორტლენდში, ორეგონის შტატში. მან ნაკვეთი გაასუფთავა და სასურველ „ექსპონატს“ დაელოდა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ბოინგის დანახვისას პენსიონერი მიხვდა, რომ დრო მოვიდა. ის სამსახურიდან გაეთავისუფლა და კომპანიისგან თვითმფრინავი შეიძინა. შემდეგ მან თვითმფრინავი ტყეში გადაიტანა და საცხოვრებელი მოიწყო.

საკუთარი გეგმის განსახორციელებლად კემპბელმა დაახლოებით 220 000 დოლარი დახარჯა. საინტერესოა, რომ თვით თვითმფრინავი მხოლოდ 100 ათასი ღირდა, ხოლო დანარჩენი ხარჯები მის ტრანსპორტირებას მოხმარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ფულით შეიძლებოდა ქალაქის გარეუბანში პატარა სახლის ყიდვა, თუმცა, ეს მისი ოცნების სახლი არ იქნებოდა.

შიგნით თვითმფრინავი ძალიან მოკრძალებულად არის მოწყობილი. მამაკაცი მარტო ცხოვრობს, ამიტომ აქ მხოლოდ აუცილებელი ნივთებია, მარტოხელა მამაკაცის მინიმალური ნაკრები.

დღეს ბრიუს კემპბელი ოფიციალურად ითვლება აშშ-ში პირველ ადამიანად, ვინც თვითმფრინავში ცხოვრობს. პენსიონერი სრულიად კმაყოფილია იმით, რაც გააკეთა. მას ყველაფერი მოსწონს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს