-ეკა, არაფერი მესმის. ამიხსენი, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩემს დას? – უკვე მეასედ ამბობდა განაწყენებული ირაკლი.
-არ დავეხმარებით და მორჩა. არ შეგვიძლია და მორჩა! – პასუხობდა ეკა.
-ძვირფასო, გამიგე, მას ახლა ძალიან უჭირს. შენ ხომ ქალი ხარ და თავადაც დედა ხარ, – მასში სიბრალულის გაღვიძებას ცდილობდა ქმარი.
-მე ვთქვი – არა. და მორჩა! ამაზე საუბარი აღარ მინდა! – უპასუხა ეკამ.
ეკა მეორე ოთახში გავიდა და დივანზე წამოწვა. მან თავისი რამდენიმე წლის წინანდელი ცხოვრება გაიხსენა.
2009 წელი.
ეკა საყვარელ ადამიანს გაჰყვა ცოლად. ძალიან ლამაზი ქორწილი ჰქონდათ. ახალგაზრდები ძალიან ბედნიერები იყვნენ, ქირით ცხოვრობდნენ და სახლის ყიდვაზე ოცნებობდნენ.
2010 წელი
ეკა დაორსულდა. მას გოგო შეეძინა. ის და მისი ქმარი ძალიან ბედნიერები იყვნენ. თუმცა, მშობიარობა ძალიან რთული ჰქონდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ეკას ბავშვის მოვლა ჯერ კიდევ ძალიან უჭირდა. ქმარი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. სხვა დამხმარე მას არ ჰყავდა. ეკას დედა გარდაცვლილი ჰყავდა, დედამთილს კი ის თავიდანვე ეჯავრებოდა. ის მათთან შვილიშვილის სანახავადაც კი არ მისულა. მაგრამ ეკა და თავისი ქმარი ბავშვის მოვლას როგორღაც მაინც ახერხებდნენ.
ბავშვი მხოლოდ ექვსი თვის იყო, როდესაც უბედურება მოხდა: ეკას ქმარი გაუჩინარდა. ის სასტიკად ნაცემი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი სამი დღე რეანიმაციაში იწვა და გარდაიცვალა. მანქანა, რომელსაც ეკას ქმარი მართავდა, გაქრა. ის საერთოდ ვერ იპოვეს.
2011 წელი.
ეკას გოგონა, მარი, ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ამიტომ ეკა სამსახურში ვერ გადიოდა. მხოლოდ დეკრეტულით და მარჩენალდაკარგულის პენსიით ცხოვრება ძალიან რთული იყო. მას ბინის ქირის გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა. ის სხვა სახლში გადავიდა. ერთი მოხუცი ქალის ბინაში ერთი ოთახი იქირავა. ის ყველაფერზე ზოგავდა. ეკა ძალიან მცირე თანხას ღებულობდა, საიდანაც ბინის ქირაც უნდა გადაეხადა და თავის შვილთან ერთად უნდა ეცხოვრა კიდეც.
ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, თავიდან მეგობრები და ნაცნობები ეხმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ ეს შეწყდა: სხვისი პრობლემები არავის სჭირდება, საკუთარიც ყოფნით.
ეკას თანხა ბარათზე ერიცხებოდა. ერთხელ მას თანხის გარკვეული ნაწილი არ ჩაერიცხა. მან ბანკში დარეკა და უპასუხეს, რომ თანხა სასამართლოს მოთხოვნით დააკავეს. ეკა მაშინვე სასამართლოში მივიდა. ეკას მეგობარი ადვოკატი იყო და მან უთხრა, რომ ამ ტიპის შემოსავლიდან თანხის დაკავება კანონიერი არ იყო.
-დიახ, ეს ჩვენ მოვითხოვეთ და თანხა ამიტომ ჩამოგეჭრათ. გაქვთ თუ არა სპეციალური ცნობა, რომ ამ ბარათზე სწორედ მარჩენალდაკარგულის პენსია გერიცხებათ? -ჰკითხა გოგონამ და ეკას ზიზღით შეხედა.
-ფული რატომ ჩამომეჭრა? მე არანაირი ვალი არ მაქვს, – ყველაფრის ბოლომდე გარკვევას ცდილობდა ეკა.
-მანქანის გადასახადი უნდა გადაგეხადათ, – უკმაყოფილოდ უპასუხა გოგონამ.
ეს იმ მანქანაზე იყო საუბარი, რომელსაც მისი ქმარი მართავდა. ის, რომელიც ვერ პოვეს. ის მანქანა ეკაზე იყო გაფორმებული.
ეკამ ბანკში საჭირო ცნობა მიიტანა.
-ჩვენ ამ ფულს დავაბრუნებთ, – უთხრა მას იმავე გოგონამ. და თქვენ რა თანხის გადახდას შეძლებთ ახლა? ააა, ფული არ გაქვთ? მაგრამ მე ვხედავ, რომ ლამაზი ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი გიკეთიათ. მოიხსენით, შევაფასებ და საჭირო დოკუმენტებს შევადგენ.
ეს ბეჭედი ერთადერთი იყო, რაც ეკას ქმართან ბედნიერი ცხოვრების შემდეგ დარჩა. მას ამ ბეჭედთან განშორება არ სურდა. ეკა ატირდა.
-ამას როგორ აკეთებთ? მე მხოლოდ 500 ლარს ვღებულობ. აქედან 200 ჩამომაჭერით, 300 დამრჩა. 100 ლარი ქირაში უნდა გადავიხადო და 200 ლარით მთელი თვე როგორ უნდა ვიცხოვროთ მე და ჩემმა შვილმა?
-200 ლარით მშვენივრად შეძლებთ ბავშვთან ერთად ცხოვრებას, მას რა სჭირდება? ამაში საშიში და ტრაგიკული არაფერია. დაზოგავთ და იცხოვრებთ. ვალი გადაიხადეთ. თუ უარს იტყვით, მაშინ არანაირ თანხას არ დაგიბრუნებთ, – დაუნდობლად გამოუცხადა გოგონამ.
ეკა კაბინეტიდან გამოვიდა. ფეხები არ ემორჩილებოდა. კაბინეტიდან გამოსვლისას ასეთი საუბარი მოისმინა:
-ნინო, რატომ ხარ ასეთი უგულო. ნუთუ ეს ახალგაზრდა ქალი არ გეცოდება? ის ხომ ქვრივია და ბავშვს მარტო ზრდის. ხომ უნდა იცხოვროს როგორმე. დაუბრუნე თანხა, – ამბობდა ვიღაც.
-არ ვაპირებ! – უნდა ეფიქრა ცოლად ვის მიჰყვებოდა. ქირით ცხოვრობს. სიღარიბეს ამრავლებენ, მერე კი უნდათ, რომ ყველას ეცოდებოდნენ… – უპასუხა თავის კოლეგას ნინომ.
ეკამ იტირა, ინერვიულა, მაგრამ საკუთარი თავი ხელში მალევე აიყვანა. მან სამსახური მოძებნა და არა ერთი. ის განცხადებებს აკრავდა. ამას თავის შვილთან ერთად აკეთებდა. მარის ეტლში სვამდა და მთელს ქალაქს უვლიდა. შემდეგ სასტუმროში მოეწყო, ოთახების დამლაგებლად. ის შეიცოდეს და ნება დართეს, რომ სამსახურში ბავშვთან ერთად მისულიყო. ეკა ოთახებს ალაგებდა, შვილი კი გვერდით ჰყავდა. ის მას ელაპარაკებოდა, სიმღერებს უმღეროდა, ლექსებს უკითხავდა. ასე ცხოვრობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირდა.
2012 წელი.
ეკამ ირაკლი გაიცნო. ის დიდხანს ცდილობდა მისი გულის მოგებას. თავიდან ეკა ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი იყო, ის თავის ქმარს ვერ ივიწყებდა. მაგრამ მერე ირაკლიმ მაინც შესძლო მისი გულის დაპყრობა. ეკა ძალიან ბედნიერი იყო. ირაკლი კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მას ძალიან უყვარდა ეკა და მარისაც ძალიან კარგად ექცეოდა. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. ირაკლიმ ეკა და მარი თავის ბინაში ჩაწერა. ასე უფრო გამარტივდებოდა ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა.
შემდეგ ირაკლიმ ეკა თავის ოჯახს გააცნო: დედას და დას. ეკას ამ ნაცნობობის ძალიან ეშინოდა და შეძლებისდაგვარად ცდილობდა, რომ ეს მომენტი შემდეგისთვის გადაედო. მას ჯერ კიდევ ახსოვდა, თუ როგორ აეწყო მისი ურთიერთობა პირველ დედამთილთან. თუმცა, ეს დღე მაინც დადგა. ირაკლის დედა ეკას კარგად შეხვდა. ერთმანეთი გაიცნეს, ისაუბრეს, ჩაი დალიეს. მარი ამ დროს ირაკლის დის შვილს, გიორგის, ეთამაშებოდა. ამ დროს სახლში ნონო დაბრუნდა, ირაკლის და. როგორც კი ეკამ ის დაინახა, მაშინვე დამუნჯდა. ნინო მას რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ ეკას არაფერი ესმოდა. მას მაშინვე ის სიტყვები გაახსენდა: “200 ლარით მშვენივრად შეძლებთ ბავშვთან ერთად ცხოვრებას. მას რა სჭირდება? ამაში საშიში და ტრაგიკული არაფერია”. ირაკლის და სწორედ ის გოგონა იყო, სასამართლოს წარმომადგენელი.
2014 წელი.
ქმარი ოთახში შევიდა, სადაც ეკა იწვა.
-ეკა, მაინც ვერ გამიგია, რატომ არ გინდა, რომ ნინოს დავეხმაროთ. ჩვენ ხომ შეგვიძლია ამის გაკეთება. გაიგე, რომ ახლა მას ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. ქმარმა სამსახური დაკარგა. მისი ხელფასი მხოლოდ 700 ლარია, ქირაში კი 300 ლარს იხდიან. სამი ადამიანი 400 ლარით როგორ იცხოვრებს? თავად დაფიქრდი, ეს ხომ შეუძლებელია! – ვერ მშვიდდებოდა ირაკლი.
ეკას კი ყურებში ჩაესმოდა: “200 ლარით მშვენივრად შეძლებთ ბავშვთან ერთად ცხოვრებას. მას რა სჭირდება? ამაში საშიში და ტრაგიკული არაფერია”.
-ამ ფულით შესანიშნავად იცხოვრებენ! – ეკამ ვეღარ მოითმინა და ატირდა.
-ეკა, რა მოხდა?! მომიყევი! – უთხრა ირაკლიმ.
და ეკა მას ყველაფერი უამბო.
-აპატიე, ამ სულელს. უბრალოდ, ის ჩვენს ოჯახში ყველაზე პატარაა, ყველას გვიყვარდა და ვანებივრებდით. ამიტომ არის ასეთი ამაყი, ცხვირს მაღლა სწევს. ეკა, ნუ განსჯი მას. შენ კარგი ხარ და პატიება შეგიძლია. შენ ნინოს არ გავხარ. შენ შესანიშნავი ხარ, ამიტომაც შემიყვარდი ერთი ნახვით. ახლა შენ ყველაფერი კარგად გაქვს, ის კი შენს ადგილზე აღმოჩნდა, – თქვა ირაკლიმ და ეკას ჩაეხუტა.
ეკამ იტირა, შემდეგ კი დამშვიდდა და ნინოს დახმარებაზე დათანხმდა.
ნინო ფულის წასაღებად გიორგისთან ერთად მოვიდა. გიორგი მაშინვე მარისთან გაიქცა სათამაშოდ. ეკამ კი ნინოს ფული მისცა. ნინომ ატირებულ ეკას შეხედა და მიხვდა, რომ ის სადღაც უკვე ჰყავდა ნანახი. მაგრამ სად: ღამის კლუბში, ზღვაზე, ბარში, დისკოთეკაზე? ოჰ, არა! ნინოს გაახსენდა, რომ ეკა თავის სამსახურში ნახა. ისიც გაახსენდა, თუ როგორ მოექცა. ნინოს ძალიან შერცხვა.
-გამახსენდა, ადრე სად გნახე. შენ ის ქვრივი ხარ, რომელსაც ფული არ ჰქონდა, – დარცხვენილმა ჩაილაპარაკა ნინომ.
-დიახ, მე ვარ! – უპასუხა ეკამ.
ამას რთული საუბარი მოჰყვა. ნინომ პატიება სთხოვა ცუდი და სასტიკი საქციელის გამო. ახალგაზრდა ქალები შერიგდნენ. ახლა ირაკლიმ და ეკამ გადაწყვიტეს, რომ ნინოს ფულს იქამდე მისცემენ, სანამ მისი ქმარი ახალ სამსახურს არ იშოვის.
-როგორ გამიმართლა! ძალიან კეთილი ხარ და პატიება შეგიძლია! – თქვა ირაკლიმ და ეკას ჩაეხუტა.
-პირიქით, მე გამიმართლა, – უპასუხა ეკამ.
მას თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ ეს ბედნიერებისა და სიხარულის ცრემლები იყო.