არსებობს მოსაზრება, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ამ სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ვარსკვლავური მფარველი დიდ გავლენას ახდენს. კუროს სასიყვარულო ურთიერთობა დამოკიდებულია მის ხასიათზე, რომელიც ბუნებამ აჩუქა. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიპოვოთ კუროს კეთილგანწყობა და მოიგოთ მისი გული. ეს ხომ რთული ამოცანაა!
კუროს სასიყვარულო ურთიერთობა – ალბათ, კურო ზოდიაქოს უმკაცრესი ნიშანია. ჯიუტი და სასტიკია. თუ გსურთ დაარწმუნოთ რაღაცაში, რაც მისი აზრისგან განსხვავდება, მოთმინება მოიკრიფეთ და არგუმენტები მოამზადეთ. ამ უკომპრომისობას კუროზე ბოროტად ხუმრობა შეუძლია. თუ მიზანი დაისახა, მასზე უარს არ იტყვის, სანამ თავისას არ მიიღებს. სიყვარულში პოტენციური პარტნიორის კეთილგანწყობას ეძებს, სანამ ის არ დანებდება და მკლავებში არ ჩაუვარდება. ძალიან ჯიუტია და ხშირად ეს თავდაცვითი რეაქციაა. ამ ნიშნის წარმომადგენელს ვინმესთვის ტვირთად ყოფნა არ უყვარს. ყოველთვის თავის პრინციპებს იცავს. განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევა. ძლიერ ოჯახს ქმნის, სადაც თითქმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებია. კურო შეიძლება შევადაროთ ქვას ან მთას, რომელიც ნებისმიერ ქარიშხალს და ცხოვრებისეულ კატაკლიზმებს გაუძლებს.
მისი მეორე დამახასიათებელი თვისებაა მესაკუთრეობა. „რაც ჩემია, ოქროა“ – კუროს დევიზი. მეორე ნახევრის ერთგულია, არჩევანში ეჭვი არ ეპარება. თუ შეუყვარდა, სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება. გულს მხოლოდ ღირსეულ ადამიანს აძლევს. მეორე ნახევარს ყოველთვის შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს და ზუსტად იცის, რომ კუროს მფარველობის ქვეშაა.
რით განსხვავდება კურო სხვა ნიშნებისგან? – კუროს მესამე თვისებაა სინელე. შრომისმოყვარეობით ცნობილია. ყველაფერს ზუსტად გეგმავს და ითვლის. ზოგჯერ მოსამზადებელი ეტაპები უფრო მეტ დროს ართმევს, ვიდრე თავად მიზანი, მაგრამ ეს არ აწუხებს. ერთი შეხედვით, კურო არაფერს აკეთებს სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ ასე არაა. მეთოდურად და სკრუპულოზურად ასრულებს საოჯახო საქმეებს, მშვიდად და ზომიერად მიზნისკენ მიიწევს.
მეოთხე თვისებაა სიხარბე და აკვიატება. ფულზე გიჟდება. მასთან განშორება უჭირს. თუ მსხვილი შესყიდვა დაგეგმა, ფულს ყოველგვარ წვრილმანზე არ დახარჯავს. კურო სასიამოვნო პატარა საჩუქრებს არ გასცემს, რადგან ამას ფლანგვად თვლის. მეორე ნახევარს ასეთი საქციელი აწუხებს, მაგრამ ეს ყველაფერი ნაზღაურდება იმით, რომ კურო ოჯახისთვის ძვირადღირებულ და გამძლე ნივთებს ყიდულობს.
კუროს ბოლო თვისებაა ამაზრზენი ხასიათი. გაბრაზებული კუროს შეჩერება არავის შეუძლია. საბედნიეროდ, ეს იშვიათად ხდება. კურო წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს, არამედ წყენას დიდხანს აგროვებს. როცა მოთმინების ფიალა ივსება, უკვე ვერავინ აჩერებს. ოჯახის წევრებმა ამის შესახებ იციან და ცდილობენ, ზედმეტად არ შეაწუხონ. სხვა მხრივ, შესანიშნავი მეოჯახე და მოსიყვარულე მშობელია. ოჯახს ყოველთვის იცავს და არასდროს ღალატობს.