შესანიშნავი ისტორია, რომელიც ყველა ქალისთვის ტკივილამდე ნაცნობია

245

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

დილით ადრე, საწოლიდან დგები ოდნავ არასრულყოფილი, მაგრამ საკმაოდ კარგი გარეგნობით. გამხდარი, სამაგიეროდ ბუფერებით, თმის ძირები შესაღებია, მაგრამ ასე თითქოს უფრო ბუნებრივია, თვალს სიამოვნებს. მამაკაცს ეხუტები, რა თქმა უნდა, ალენ დელონს არა, მაგრამ ზოგიერთი რაკურსით ის უფრო სიმპათიურიც არის და ბრუტალურიც.

მის ლოყას ცხვირით ეხები, კოცნი და ფიქრობ: რა მაგარია ეს ყველაფერი! ამ დროს ძაღლიც წამოხტება, კუდს აქიცინებს, ბრჭყალებით პარკეტს უკაკუნებს და გაგებინებს, რომ მისი გარეთ გაყვანის დროა.

ეზოში სილამაზეა – ნაწვიმარია, ხან თოვლია, ფეკალიები, ვიღაცა თავის მტირალა შვილს საბავშვო ბაღში მიათრევს, შენ კი შენს ძაღლს უყურებ და იღიმები: რა მაგარია ეს ყველაფერი! შვილები უკვე დიდები არიან და სკოლაში თავად დადიან, სხვა რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?!

სახლში შემოდიხარ და იქ უკვე ყავა გელოდება. ბედნიერი ხარ! და ასეთი ბედნიერი ხარ თვეში დაახლოებით 20 დღის მანძილზე. შემდეგ კი – აღარ! 21 რიცხვში ტელეფონი გატყობინებს: “ანა, PMS-ის პირველი დღე”. და ამ დროს გონება გინათდება. ამას ვერავინ გადაურჩება. ალბათ 28 რიცხვამდე!

საკმარისია საკუთარი თავის მოტყუება… საკმარისია! ადექი. თმა შესაღები გაქვს, საშინლად ზარმაცი ხარ და ამ ყველაფერთან ერთად მსუქანიც! ძაღლი მიშვებულია, ისიც მსუქანია, ხტუნავს! ვის სჭირდება საერთოდ? ვინ მოათრია? ბავშვებმა! რისთვის? მათ მასთან თამაში მობეზრდათ, შენ კი ყოველდღიურად უნდა მოუარო! წვიმაში, თოვლში, ტალახში…

ეს კიდევ წევს! სპეციალურად! მთელი თავისი გარეგნობით ამბობს, რომ ცუდად უნდა მოიქცეს. ძაღლის გაყვანა არ უნდა და ვითომ სძინავს! მეორე მხრივ კი, როგორ არ უნდა მოიქცეს ასე, როდესაც ყოველ დღე ერთ სურათს ხედავს. მსუქანი სულელი შესაღები თმით და აყროლებული ძაღლი, ასეთივე მსუქანი. ეს აუტანელია, ნებისმიერი ჩავარდება კომაში.

კიდევ კარგი, რომ ქუჩაში არაფერი იცვლება – გარემოსთან ბრძოლა გრძელდება. ბიჭს ისევ ბაღში მიათრევენ. მან ეს დაიმსახურა, მისი ადგილი იქ არის, პატარა საძაგელი. მინდა მივუახლოვდე და ვკითხო: “რას ღრიალებ, პატარა?! ჯერ კიდევ ვერ გაგიცნობიერებია სად იმყოფები?! უკანალში, გასაგებია?! და მინდა, რომ ვუყვირო, რომ არავის სჭირდება, ისევე როგორც მე. ლიფტს სახლში აჰყავხარ ყველა ამ საშინელებისაგან ატირებული. სახლში კი ის გხვდება, თავისი ყავით! ამბობს, რომ რა კარგია, რომ ყავა მოვიმარაგეთ. მე კი ვეკითხები: – იქნებ ახლა სხვა რამეზე ვისაუბროთ? – მაგალითად? – თათაზე მომიყევი, როგორ გიყვარდა? – მაგრამ, ეს ჯერ კიდევ სკოლის წლებში იყო. – მაინტერესებს! – ამბობ და სიძულვილით უყურებ.

ყოველ სიტყვაზე ეკიდები, შედეგი არ არის. დილით იჩხუბე და ახლა უკვე მანქანაში ზიხარ და სკოლაში მიდიხარ ბავშვის წამოსაყვანად. უეცრად გზა ვიღაც უპასუხისმგებლო თხამ გადაგიჭრა. წესით, ყურადღება არ უნდა მიაქციო, მაგრამ ახალა არ გამოვა… 21 -დან 28 რიცხვამდე არა.

მანქანას სკოლის ავტოსადგომზე აჩერებ და აკანკალებული ხელებით გადმოდიხარ. გზაზე პატივს არ გცემენ, მსუქანი ხარ, შენს ქმარს კი – თათა უყვარს! თვალს ახელ და წარწერას ხედავ: “პროდუქტები”. წარწერის მიმართულებით მიდიხარ და ყიდულობ “მილკას”, რომელიც ორცხობილას დამატების შემდეგ კიდევ უფრო კალორიული გახდა. და “ნუთელას” კარგია თუ ცოტა გაყინულია. სრული ბედნიერებისთვის ერთჯერად კოვზს ყიდულობ. მანქანაში ჯდები, მილკას ჭამ და ნუთელას აყოლებ. ერთჯერადი კოვზი ტყდებს, არაუშავს გასაღებიც გამოდგება. და რაღაცნაირ შვებას გრძნობ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს