ხე დედამიწაზე სიცოცხლის წყაროა, ოღონდ სახლის მახლობლად დარგულმა ხემ სარგებელი ან უსიამოვნება შეიძლება მოგიტანოთ. ზოგი ხე დასახლებული ადგილისგან შორს უკეთ იზრდება, ზოგს ადამიანის სიახლოვე სჭირდება. უძველესი დროიდან არსებობს გამონათქვამი: „არყნარში კარგია თამაში, ფიჭვნარში ლოცვა, ნაძვნარში ჩამოკიდება“. მასში სხვადასხვა ხის არსი კარგად ჩანს. Paparazzi გიამბობთ, რომელ ხეს აქვს ცუდი ენერგეტიკა და რატომ არ შეიძლება სახლთან ახლოს მისი დარგვა. ასევე გიამბობთ, რომელი ხე შეგიძლიათ დარგოთ სახლთან ახლოს.
თუ სახლის გარშემო ბევრ ხეს დარგავთ, დროთა განმავლობაში შენობას და მის საძირკველს დააზიანებთ. ხეების ფესვები, რომლებიც დიდ ფართობზე იშლება, ძლიერი ტოტები და მაღალი ღერო შენობის განადგურების მიზეზი შეიძლება გახდეს. რა თქმა უნდა, გაშენებული ბაღი თვალს ახარებს. მასში მწველ მზეს ან ჟუჟუნა წვიმას შეგიძლიათ დაემალოთ. ბაღისთვის ხეები გონივრულად უნდა შეარჩიოთ. ხეხილი ან დეკორატიული ხე კარგი ვარიანტია, რადგან ეზოს მეჩხერ ტყედ არ აქცევს. ზოგიერთი ხე ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ სახლის გვერდით არ დარგოთ. ასეთი ხეები ტყეში ან პარკში ნახეთ. მათთან ყოველდღიური კონტაქტი სახიფათო შეიძლება იყოს.
ხეები, რომლებიც სახლთან ახლოს არ უნდა დარგოთ
- ტირიფი. ხალხში ასოცირდება დარდთან, წუხილთან, ცრემლთან და სიკვდილთან. მისი ნეგატიური ენერგია ადამიანზე ძლიერ მოქმედებს. ლამაზი და დეკორატიულია, მაგრამ სახლთან ახლოს არ დარგოთ. ტენის მოყვარული ხეა, ამიტომ მიწას აშრობს და სხვა მცენარეებს სითხეს ართმევს. ტირიფი ხშირად წყალსატევთან ახლოს იზრდება.
- წიწვოვანი ხის ფესვები დიდ ფართობზე იშლება, რამაც საძირკველი შეიძლება დააზიანოს. ელექტროგამტარი ხეა. ხშირად ელვა ეცემა და ხანძარი ჩნდება. დაცვენილი წიწვები მიწის მჟავიანობას ზრდის. ასეთი მიწა ყველა მცენარისთვის შესაფერისი არაა.
- ვერხვი დიდებული, მაგრამ ძალიან სუსტი ხეა. ქარის მსუბუქი დაბერვა საკმარისია, რომ ტოტები დატყდეს. მისი ღეროც ძალიან სუსტია. სახლთან ახლოს დარგული ვერხვი შენობის დაზიანების რისკს ზრდის.
- მუხა ძლევამოსილი ხეა, რომელიც დიდ ადგილს მოითხოვს. ცრურწმენის მიხედვით, მუხა ოჯახის ყველა წევრს ძალებს ართმევს, რომ თავად გაძლიერდეს. გირჩევთ, სახლთან ახლოს მუხის დარგვისგან თავი შეიკავოთ.
- არყის ხე. ადრე ამ ხისგან სასაფლაოსთვის ჯვრებს აკეთებდნენ. არყის ხე ასოცირდება სიცოცხლესთან და სიკვდილთან, ცრემლთან და უმანკოებასთან, ბოროტებასთან და სიკეთესთან. სიცოცხლის ციკლის სიმბოლოა. ადრე მისი ტოტებით ფანჯრის ჩარჩოებს აფორმებდნენ ან ხატებთან დებდნენ, რომ სახლი ხანძრისა და სეტყვისგან დაეცვათ.
ხეები, რომლებიც სახლთან ახლოს შეგიძლიათ დარგოთ
- ცირცელი. ეს ხე წარმატებას და სიყვარულს იზიდავს, ღამით ავ სულებს აფრთხობს. შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია, როცა წითელი კენკრით და ოქროსფერი ფოთლებით იფარება.
- ლარიქსი. კეთილშობილი ხე, ახალგაზრდობის, სილამაზის და დღეგრძელობის სიმბოლო. მისი ტოტებით რთავდნენ შემოსასვლელ კარს, სადაც ახალშეუღლებული წყვილი ცხოვრობდა. მოსავლის აღების დღესასწაულზე ლარიქსის ტოტებით გვირგვინებს ქსოვდნენ.
- ღვია. გამარჯვების სიმბოლო. სახლთან ახლოს დარგული ხე ავადმყოფობას და უბედურებას თავიდან აგაცილებთ.
- მსხალი. ქალური ბედნიერების სიმბოლოა. მისი ნაყოფი ქალის ფორმას წააგავს. დღეგრძელობის, ოჯახური ბედნიერების სიმბოლოა, დედობრივ ინსტინქტს აძლიერებს.