სამზარეულო – სახლის გულია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება გემრიელ ვახშამზე ან ჩაის დასალევად და სასაუბროდ. აქ განიხილება ყველა მთავარი საკითხი და იბადება გენიალური იდეები. ოჯახის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში წესრიგი იყოს. სამზარეულო ბევრისთვის სახლის თბილ კერასთან და ახალგამომცხვარი პურის სურნელთან ასოცირდება.
თუ სხვადასხვა ნიშნების და ცრურწმენების გჯერა, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა არ უნდა შეინახოთ სამზარეულოში. თუ გსურს, რომ სახლში ყოველთვის იყოს ფული, ბედნიერება და წარმატება, აუცილებლად დაათვალიერე კარადები და აუცილებლად მოიშორე ეს ნივთები, მათ პრობლემები და უსიამოვნებები მოაქვთ.
დიასახლისი სამზარეულოში
თუ შენს სამზარეულოში ერთი ჭიქა მაინც არის, რომელსაც კიდე გაბზარული აქვს, აუცილებლად მოიშორე. მაშინაც კი, თუ ეს ჭიქა ყველაზე თბილ მოგონებებს ინახავს ან ძალიან კარგი ადამიანის სახსოვარია. გაბზარული ჭიქა უარყოფითი ენერგიის გადამტანია და ოჯახის ყველა წევრზე მოქმედებს. თუ ადამიანი ასეთი ჭიქიდან დალევს, ის უფრო მოჩხუბარი გახდება.
გაბზარული ჭურჭელი თქვენს სახლში არაგულწრფელ ადამიანებს მოიზიდავს, რომელთაც თქვენს მიმართ ბოროტი ზრახვები აქვთ. ასეთი ჭურჭელი სიღარიბესა და სახლიდან ფულის გადინებას იზიდავს. ოჯახის წევრები შეიძლება ავადმყოფობდნენ და წარუმატებლები იყვნენ. ასეთი ჭურჭლით სტუმარს არ უნდა გაუმასპინძლდეთ, რადგან ამ ადამიანთან ჩხუბი მოგივათ და უარყოფითი ემოციები მასზეც გადავა.
სამზარეულოში ცუდი ენერგეტიკის კიდევ ერთი ნიშანია ონკანი, რომლიდანაც მუდმივად წყალი წვეთავს. ამას გარდა, ეს ნერვებზე მოქმედეს, ავეჯს აზიანებს და სახლიდან ფულის გადინების მიზეზიცაა. მთელი წყალი, რომელიც უკონტროლოდ მიედინება, ფულს რეცხავს თქვენი საფულეებიდან. სასწრაფოდ მოაგვარეთ ეს პრობლემა და ნახავთ, რომ თქვენი შემოსავალი გაიზრდება. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყაროებიც კი გამოგიჩნდეთ, რომლებიც ადრე ამ მიზეზით იყო დაბლოკილი.
გამხმარი ყვავილები – ეს, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ ისინი გაყინული ენერგიის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელსაც არ შეუძლია სახლში მშვიდად ცირკულაცია. გამხმარი ყვავილები სიცოცხლის დასასრულის სიმბოლოა. ამიტომ, თუ გსურს, რომ განწყობა გაგიუმჯობესდეს, გამხმარი ყვავილები გადააგდე.
გადატენილი კარადები და ბევრი ავეჯი, სახლში ენერგიის ცირკულაციას უშლის ხელს. ქაოსი, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, ჩვენს სულშიც ბადებს ქაოსს. როდესაც კარადაში ძალიან ბევრი ნივთია, რთულია მათი გადარჩევა და საჭირო ნივთის მოძებნა. ასე ხდება ჩვენს თავებშიც. ფიქრები ირევა და არ გვაძლევს რაიმე ერთზე და ძირითადზე კონცენტრირების საშუალებას.
ცოცხი, რომელიც კუთხეში ამოტრიალებული დგას, სახლში უბედურებას იზიდავს და სიყვარულს უკუაგდებს. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენს ჭეშმარიტ სიყვარულს შეხვდეთ და სახლში ბედნიერება და კეთილდღეობა მოიზიდოთ, ცოცხი სწორად დადეთ.
თქვენ შეგიძლიათ ამ ნიშნების მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება იქონიოთ, მაგრამ მათი ცხოვრებიდან საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.