ზოგი ქალი ადვილად თხოვდება და იწყობს პირად ცხოვრებას, ზოგი კი მარტოობას განიცდის. რატომ ხდება ასე

366

ყველას ვერ უხერხდება პირად ცხოვრებაში ბედნიერების პოვნა პირველივე ცდით. ხანდახან, იმ ერთადერთი ადამიანის საძიებლად წლების განმავლობაში უამრავი ახალი ადამიანების გაცნობა გიწევს. მაგრამ, როგორ უნდა მოძებნო პარტნიორი, როდესაც უკვე ნებდები და მოტივაცია გიქრება? პირველ რიგში, ქალმა უნდა გააანალიზოს, აკეთებს თუ არა ყველაფერს სწორად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რას უნდა მიაქციოს ქალმა პირველ რიგში ყურადღება.

როგორ მოვძებნოთ პარტნიორი

ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ქალიც კი შეიძლება იყოს მარტოსული. არ შეუძლია ღირსეული პარტნიორის პოვნა და მორჩა! ნუთუ წესიერი მამაკაცები გადაშენდნენ, თუ პრობლემა თავად მათშია? ზოგჯერ თავდაჯერებულობა და მიმზიდველობა, პირიქით, ხელს უშლის ქალებს თავიანთი სიყვარულის პოვნაში. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალი მეუღლის ძებნაზე.

მაგალითად, ასეთი ქალები შეიძლება ზედმეტად მომთხოვნები იყვნენ. მათ სურთ, რომ კაცმა გაამართლოს მათი გადაჭარბებული მოლოდინები. ეს კი ყოველთვის ასე არ ხდება. გამოდის, რომ ქალბატონი წარმატებულია თავის სამსახურში, გარეგნულად ლამაზია და, პირობითად რომ ვთქვათ, მის გარშემო მხოლოდ წარუმატებელი მამაკაცები ტრიალებენ.

პოტენციური პარტნიორისგან ძალიან ბევრის მოლოდინი, როგორც წესი, კარგი იდეა არ არის. ურთიერთობაში ადამიანები ერთად უნდა მუშაობდნენ, უნდა ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთს ისეთებად ღებულობდნენ, როგორებიც არიან. სისულელეა შეყვარებულის ან მეუღლის შეცვლის მცდელობა, რადგან ის დამოუკიდებელი ადამიანია, თავის თავში საკუთარი ტარაკნებით. ისინი აბსოლუტურად ყველას ჰყავს!

ხშირად მამაკაცებს უბრალოდ ეშინიათ ქალებიც გაცნობის, რადგან ისინი თავიანთი თავდაჯერებულობით აფრთხობენ მათ. პარადოქსი! უბრალოდ მამაკაცები არ არიან ისეთი მამაცები, როგორებიც სურთ რომ იყვნენ. გამოდის, რომ მათ სურთ ტელეფონის ნომრის გამორთმევა, დარეკვა და მათთან შეხვედრა, მაგრამ არ შეუძლიათ.

ხდება, რომ მამაკაცი უყურებს ქალს და მაშინვე ხვდება, რომ ის უკვე მზადაა მასთან ოჯახის შესაქმნელად, თუმცა თავად მამაკაცს მისი უკეთ გაცნობა უნდა და ჯერ მხოლოდ შეხვედრები სურს, ვთქვათ, ერთი-ორი წლის განმავლობაში. აქ კი, ისევ წარუმატებელი კავშირი! ქალი მარტო რჩება, მისი პოტენციური პარტნიორი კი სხვის საძებნელად მიდის.

რატომ ვერ პოულობენ ქალები თავიანთ სიყვარულს

ხანდახან ქალები იმდენად ლამაზები არიან, რომ მამაკაცები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ყურადღებას ვერ დაიმსახურებენ. ან ფიქრობენ, რომ მათი გული უკვე სხვას ეკუთვნის. მაგალითად, ფიქრობენ, რომ ასეთი ლამაზმანი შეუძლებელია იყოს მარტოსული. სინამდვილეში კი – გამოდის, რომ ძალიანაც შესაძლებელია! ის კი ამასობაში ცდილობს გაიგოს, რატომ არავინ ეძახის პაემნებზე და არ ეფლირტავება.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ფლირტი ორივე გზით მუშაობს. ქალბატონებსაც შეუძლიათ გამოავლინონ ინიციატივა მამაკაცების მიმართ. შეიძლება საერთოდ არ გათხოვდეთ, თუ ყოველთვის იმას დაელოდებით, რომ ვინმე სხვა გადმოდგამს პირველ ნაბიჯს.

ტიპიური საქმიანი ქალის დღე თითქმის მთლიანად დაგეგმილია. ზოგჯერ მამაკაცს ძალიან უჭირს გახდეს დაკავებული ქალის ყოველდღიური რუტინის ნაწილი. ასეთ რეჟიმში როგორ უნდა გაიცნო ვინმე მიმზიდველი მამაკაცი? გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ასეთი ქალბატონები მარტოსულები არიან. ისინი უბრალოდ არ გამოყოფენ დროს ამის გამოსასწორებლად!

უფრო ხშირად კი ქალები უბრალოდ არ არიან მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. მათ ეს მთელი გულით უნდათ, მაგრამ რეალურად თურმე გამძლეობა და სურვილი აკლიათ. სასიყვარულო ურთიერთობებში სრულად უნდა დაიხარჯო. ამას დრო და სხვა რესურსები სჭირდება. აუცილებელია შინაგანად მომწიფება, იმის გაგება, თუ რას ელი მამაკაცთან კავშირისგან, როგორ ხედავ მას.

როდესაც ამის ნათელი წარმოდგენა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ პარტნიორის ძებნა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გეშინოდეთ შეცდომების დაშვების, რადგან ყველას არ უმართლებს, რომ პირველივე ცდაზე იდეალური პარტნიორი იპოვნოს. ზოგჯერ ამას წლები სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს