ძველმანების ბაზარში, ხორცსაკეპი მანქანების მოხუცმა გამყიდველმა გვიამბო, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ხორცი უპრობლემოდ გატარდეს

23004

ყოველწლიურად სამზარეულოში სულ უფრო და უფრო მეტი თანამედროვე მოწყობილობა ჩნდება, რომლებიც შექმნილია დიასახლისის შრომის გასაადვილებლად. მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან ბევრთან „არ ვმეგობრობ“ და მირჩევნია კერძების უმეტესობა ძველებურად მოვამზადო. მე მქონდა ძველი (მექანიკური) ხორცსაკეპი მანქანა და მაწყობდა. დანა შევუცვალეთ, გავასუფთავეთ, გავლესეთ – და “ღეჭავს” ყველაფერს!

ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა ჩემთვის საჩუქრის გაკეთება და ელექტრო ხორცსაკეპი მიყიდა. მე ვუთხარი, რომ ძველი ხორცსაკეპი მანქანა უფრო მომწონდა და ჩემმა ქმარმა კონკურსის მოწყობა შემომთავაზა. მან სპეციალურად იყიდა 2 კგ ახალი ღორის ბეჭი. ღორის ხორცი თანაბრად გავყავით, მაგრამ მე ფარულად ხორცის ის ნაჭრები, რომლებშიც უფრო ნაკლებად მჭლე იყო, იმ თეფშზე მოვათავსე, რომელიც ძველ ხორცსაკეპ მანქანასთან უფრო ახლოს იდო. ახლა კი გიამბობთ, როგორ დასრულდა ეს ექსპერიმენტი.

ძველი ხორცსაკეპი მანქანა

მე და ჩემმა ქმარმა დრო დავინიშნეთ და საქმეს შევუდექით. ჩემმა ქმარმა მცირე დროც კი მაჩუქა. მაგრამ სანამ მე ჩემს წილ ხორცს ვატარებდი, ელექტრო ხორცსაკეპ მანქანას უკვე მთელი ხორცი გატარებული ჰქონდა! ძველი როგორ აჯობებდა! მე დავმარცხდი და ამიტომ გულწრფელი მადლობა გადავუხადე ჩემს ქმარს საჩუქრისთვის. თუმცა, არც ძველი ხორცსაკეპი მანქანის გადაგდება არ მინდოდა.

ახალი ტექნიკა დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად მემსახურებოდა, მაგრამ შემდეგ მან დაიწყო ხარვეზებით მუშაობა და მე უფრო ხშირად დავიწყე ხელის ხორცსაკეპი მანქანის გამოყენება. ჩემმა ქმარმა ერთ დღეს ეს შენიშნა. “რას აკეთებ?” – დაინტერესდა ის.

მე მას ყველა პრეტენზია მოვახსენე, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართ გამაჩნდა: ძარღვები გამუდმებით იჭედება, ხორცი ნაწილებად იჭედება და გატარებული ხორცი ბადეში არ გადის. ქმარი დამპირდა, რომ უქმეებზე ნახავდა, რა სჭირდა მანქანას. ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის დანა და ბადე ახალი გალესილი იყო და მას ესმოდა, რომ პრობლემა მათში არ იყო.

ჩემს ქმარს არ უყვარს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, მაგრამ რადგან დამპირდა, სიტყვა უნდა შეესრულებინა. მით უმეტეს, რომ ხორცსაკეპ მანქანაში დასაშლელი ბევრი არაფერი იყო. აღმოჩნდა, რომ პლასტმასის მილისი გაცვეთილი იყო და თავისუფლად მოძრაობდა, გატარების დროს ე.წ “შნეკი” ოდნავ უკან იწევდა და დანა კარგად არ ებჯინებოდა ბადეს. წარმოქნილი სიცარიელე ხორცით ივსებოდა და ხორცსაკეპი მანქანა ხარისხიანად აღარ მუშაობდა.

გამოსავალი

“რაღაც უნდა ამოვუდოთ! წავალ საყელურს მოვძებნი!” – შეაჯამა ოსტატმა. მან საჭირო ზომის დეტალი მოძებნა და საყელური უკანა მხარეს ჩამოაცვა “შნეკს”. მანქანა ააწყო და სანამ დანას დაუყენებდა, გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი საყელური დაემატებინა. ახლა ყველა დეტალი ერთმანეთს მჭიდროდ ეხებოდა. ჩემმა ქმარმა თვალი ჩამიკრა: “გამოვცადოთ? და მაცივრიდან ხორცის ნაჭერი ამოიღო. “ძალიან მინდა კატლეტი!”

ელექტრო ხორცსაკეპი მშვენივრად მუშაობდა და არაფერს იხვევდა! მადლიერების ნიშნად საყვარელი მეუღლისთვის კატლეტები მოვამზადე. გატარებული ხორცის ნაწილი დარჩა და დავპირდი, რომ მეორე დღეს ტოლმას მოვუმზადებდი.

ინტერნეტში მიმოხილვების წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბევრ დიასახლისს შექმნია მსგავსი პრობლემა. საბედნიეროდ, ამ გაუმართაობის გამოსწორება გამოუცდელ ადამიანსაც კი შეუძლია. ძველი ხორცსაკეპი მანქანების ძირითადი პრობლემა დანის დაბლაგვებაა. ამ ნაკლის თავიდან აცილება მარტივია: ძველი დანები თავადაც გალესეთ ან ნაცნობ ხელოსანს სთხოვეთ. ასევე პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს ნაწილების მექანიკური ცვეთა.

ძველი ხორცსაკეპი მანქანის სხვა პრობლემების გადაჭრის გზები

  • 1. შეცვალეთ “შნეკის” გაცვეთილი სამაგრი ახლით.
  • 2. ზომის მიხედვით შეარჩიეთ და დაუყენეთ საყელური (გროვერი).
  • 3. საყელურის ნაცვლად შეგიძლიათ პატარა, ძლიერი ზამბარის მორგება.
  • 4. შეგიძლიათ კუთხვილი წინა მხარეს ერთი ან ორი მილიმეტრით გაქლიბოთ და ნაწილები მჭიდროდ მოარგოთ.

ჩვენი ხორცსაკეპი მანქანა დღესაც მუშაობს, უბრალოდ ჩემი ქმარი პერიოდულად ლესავს დანებს და ამოწმებს რამდენად მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს საჭრელი ელემენტები. ასე რომ, ნუ იჩქარებთ ახალი ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის ყიდვას: ჯერ ძველის აღდგენა სცადეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს