სცადეთ დათვალოთ, რამდენი კვერცხი აწყვია ამ ხონჩაში. მარტივი მათემატიკა და ცოტაოდენი ფანტაზია

2821

მნიშვნელოვანია რეგულარულად დატვირთოთ ტვინი სხვადასხვა ამოცანების ამოხსნით, რათა არ შეჩერდეთ განვითარებაში და წინსვლა განაგრძოთ. ზრდასრული ადამიანისთვის შესაძლოა სკოლის პროგრამის ამოცანებიც კი საინტერესო აღმოჩნდეს. ამიტომ, ძნელი არ არის ბევრი საინტერესო რამის პოვნა, რის ამოხსნაშიც შვილებს მშობლები შეეჯიბრებიან. ამასთანავე, არავინ იცის ვინ იქნება გამარჯვებული.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ საინტერესო ლოგიკურ დავალებებს ბავშვებისთვის, რომელთა ამოხსნა უფროსებსაც შეუძლიათ. შეამოწმეთ, რამდენად მარტივად შეგიძლიათ ასეთი ამოცანების ამოხსნა. იპოვეთ ყველა პასუხი და არ დაგავიწყდეთ მათი სწორ პასუხებთან შედარება, რომლებიც ჩვენი სტატიის მეორე ნახევარშია მოცემული.

ლოგიკური სავარჯიშოები ბავშვებისთვის

1. დასაწყისისთვის, შეეცადეთ ამოხსნათ საოცარი მაგალითები, სადაც რიცხვების ნაცვლად ვხედავთ იხვებს, ძროხებს და სტაფილოს. შესძლებთ თუ არა, კანონზომიერების პოვნას და იმის გაგებას, თუ რომელი ციფრები უნდა იყოს აქ? სხვანაირად, ვერაფრით ვერ მიხვდებით თუ რა ციფრი შეესაბამება ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე გამოსახულ სტაფილოს.

2. მეორე თავსატეხი, წინას მსგავსია, რადგან აქაც იგივე პრინციპია დაცული. აქ ყველაფერი გარკვეულწილად უფრო რთულია, რადგან უფრო მეტი მაგალითია. დიახ, არსებობს ისეთი რაღაცები, რომლებსაც მაშინვე ვერ შენიშნავთ. როგორ უნდა ამოვხსნათ თავსატეხი, რომელიც ფოტოზეა მოცემული?

3. და ბოლოს, თქვენ უბრალოდ უნდა გამოთვალოთ რამდენი ქათმის კვერცხი შეაგროვა დიასახლისმა. ყველა ეს კვერცხი ერთ ხონჩაში დაეტია. კვერცხები პირამიდის ფორმით არის დაწყობილი და ამიტომ აქ აშკარად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ეტევა ხოლმე ასეთ შეფუთვაში. შესძლებთ თუ არა სწორად დათვლას?

მინიშნებები და სწორი პასუხები

1. ჯერ იხვების შემთხვევაში გავერკვიოთ. ჩვენთვის მაშინვე ნათელი ხდება, რომ აქ იხვის უკან მთელი რიცხვი იმალება, მაგრამ ის 5-ზე ნაკლებია. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ აქ საუბარია ოთხიანზე. და მართლაც 4 + 4 + 4 × 4 = 8 + 16 = 24.

მეორე მაგალითში, ჩვენ ვხედავთ ერთდროულად ორ იხვს (4 + 4). ამიტომ, ძროხის უკან იმალება 38 – (4 + 4) = 38 – 8 = 30. ამ შემთხვევაში სტაფილოს უკან უნდა იყოს 42 – 30 – 4 = 12 – 4 = 8.

2. მაშინვე ვხვდებით იმას, რომ ერთი ჭიქის მიღმა იმალება: 30 ÷ 3 = 10. მეორე მაგალითში ვხედავთ, რომ ხუთი კოვზი უდრის 35-ს. მაშინ ერთი კოვზი გამოდის 35 ÷ 5 = 7. ახლა კი შევხედოთ მესამე მაგალითს. აქ, ღილი გამოდის 21 – 10 – 7 = 4. და თუ ოთხ ნახვრეტიანი ღილაკის უკან იმალება ციფრი 4, მაშინ ორ ნახვრეტიანი ღილაკი არის 2. ამიტომ, ბოლო მაგალითი გამოიყურება ასე: 10 + 7 × 2 = 10 + 14 = 24.

3. როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები აქ ოთხ სართულადაა დაწყობილი. პირველ სართულზე არის 4 მწკრივად, ოთხ-ოთხი კვერცხი, მეორეზე – 3 მწკრივად, სამ-სამი კვერცხი, მესამეზე – 2 მკვრივად, ორ-ორი კვერცხი. ხოლო სულ ზედა სართულზე მხოლოდ ერთი კვერცხია. ახლა უბრალოდ ამ ყველას ჯამი უნდა შეკრიბოთ და გამოვა 4 × 4 + 3 × 3 + 2 × 2 + 1 = 16 + 9 + 4 + 1 = 30 ქათმის კვერცხი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს