სამზარეულოში კედლის საფარის ყველაზე გავრცელებული ტიპია კერამიკული ფილა. ის ძალიან პრაქტიკულია და მარტივი გამოსაყენებელია. ადვილად ირეცხება და დიდ მოვლას არ საჭიროებს. მთავარია, ფილები ნეიტრალურ ტონებში შეარჩიოთ, რათა სამზარეულოს ავეჯის გამოცვლისას, მისი გამოცვლაც არ დაგჭირდეთ. მაგრამ ეს ვარიანტი შესაფერისია მაშინ, როდესაც სამზარეულოს ყველა კედელი ფილებით არის მოპირკეთებული.
თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი გულისხმობს მასალების ბიუჯეტურ გამოყენებას. ამიტომ, ბევრ დიზაინერს ურჩევნია ფილები მხოლოდ სამუშაო ზონაში გამოიყენოს. ყველა სხვა კედელი შეიძლება შეიღებოს ან მასზე შპალიერი გაეკრას.
ეს ვარიანტი შესაძლებელს ხდის სამზარეულოს დიზაინის შეცვლას ნებისმიერ დროს მხოლოდ კედლების ხელახლა შეღებვით. ავეჯის შეცვლას თუ გადაწყვეტთ, მაშინ ის უნდა შეირჩეს ფილებით მოპირკეთებული ზონის სიგანის მიხედვით, რათა აკურატულად გამოიყურებოდეს. ან თავად ამ ზონაში ფილები უნდა გამოიცვალოს.
ყველა დიასახლისმა იცის, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფილა, მასზე ყოველთვის არის ცხიმიანი ლაქები. რაც არ უნდა ეცადოთ, მომზადების პროცესში ცხიმის წვეთები მაინც ხვდება კედლებს. და თუ ამ ლაქებს დიდხანს დატოვებთ, ისინი გამკვრივდება და ძალიან გაგიჭირდებათ მათი ჩამორეცხვა. და თუ ფილები დიდი ხანია არ გაგიწმენდიათ, მაშინ მათ დასუფთავებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ფილების დასუფთავების მარტივ მეთოდზე ვისაუბრებთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, რომ სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეთ კედელზე არსებულ ცხიმოვან ლაქებს.
საკმარისია მოამზადოთ საპნის ხსნარი. ამისთვის 100 მლ წყალში სამი სუფრის კოვზი ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი საშუალება უნდა გაიხსნას. მიღებული ხსნარი შესასხურებლიან ბოთლში ჩაასხით.
შემდეგ, უბრალოდ უნდა შეასხუროთ ეს პროდუქტი ფილას. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, თქვენ თავად განსაზღვრავთ სითხის გამოყენების რაოდენობას. ამის შემდეგ აიღეთ ყველაზე უბრალო და იაფი ტუალეტის ქაღალდი და ფილებზე ზოლების სახით მიაკარით. უკეთ რომ დაფიქსირდეს, შეგიძლიათ ზემოდანაც შეასხუროთ. დატოვეთ ასე 15 წუთის განმავლობაში.
როგორ მოვაშოროთ ფილებს ცხიმი
ამის შემდეგ, უბრალოდ მოაშორებთ საპირფარეშოს ქაღალდს ფილებიდან და ფილებს ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით გაასუფთავებთ. ფილაზე არც ერთი ცხიმიანი ლაქა არ დარჩება. და რაც მთავარია – არ დარჩება არავითარი ზოლები და ლაქები ინტენსიური წმენდისაგან. ყველაფერი სწრაფად და აკურატულად გაიწმინდება და სამზარეულოს ფილების გასუფთავებაზე მთელ დღეს აღარ დაკარგავთ. სამზარეულოში ფილების რეცხვის ეს ბიუჯეტური მეთოდი უკვე ბევრმა დიასახლისმა დააფასა.
გარდა ამისა, ასეთი საშუალების მომზადება ყოველთვის მარტივია. მისი გამოყენება ძალიან ხშირად შეიძლება. ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ტუალეტის ქაღალდი არ იწვევს ფილების მექანიკურ დაზიანებას. ის სათუთად და ნაკაწრების გარეშე მოაშორებს ცხიმს თქვენს საყვარელ ფილებს და ისინი კიდევ დიდხანს გაგახარებთ თავიანთი სილამაზით.