თვითმფრინავის წარმატებული დაჯდომის შემდეგ მგზავრები ტაშს უკრავენ, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით პილოტები და ბორტგამცილებელები?

240

ვისაც ერთხელ მაინც უფრენია თვითმფრინავით, იცის, რომ არსებობს ერთი ტრადიცია. თვითმფრინავის დანიშნულების ადგილზე დაშვების შემდეგ მგზავრები ტაშს უკრავენ პილოტებს და ბორტგამცილებლებს. ამ გზით, ხალხი საკუთარ აღფრთოვანებას გამოხატავს. რადგან, მხოლოდ უსაფრთხო თვითმფრინავი დაეშვება ადგილზე ინციდენტის გარეშე. საიდან გაჩნდა თვითმფრინავში ტაშის დაკვრის ტრადიცია, რას ნიშნავს ეს და როგორ რეაგირებენ ამაზე პილოტები? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

უსაფრთხო თვითმფრინავი

ზუსტად რომელ მომენტში გაჩნდა თვითმფრინავის დაჯდომისას ტაშის დაკვრის ტრადიცია, დაზუსტებით ვერავინ იტყვის. მაგრამ ვარაუდობენ, რომ მგზავრების ასეთი ქცევის პირველი შემთხვევები 90-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო.

ამ პერიოდში ფრენები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ამავდროულად, ავიაკატასტროფების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას აღარ წარმოადგენდა. დაღუპულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია გაზეთებში იბეჭდებოდა და ტელევიზიითაც აჩვენებდნენ.

თვითმფრინავით ფრენა – ყოველთვის გაურკვევლობაა. გარდა ამისა, ძალიან ძლიერი ფსიქიკის და ნერვების მქონე ადამიანებიც კი ზოგჯერ ძალიან ძლიერ დაძაბულობას განიცდიან. ამიტომ, აპლოდისმენტები იმ მომენტში, როდესაც თვითმფრინავი მიწას ეხება, იმ დაძაბულობისაგან განთავისუფლებაა, რომელიც ფრენის დროს დაგროვდა.

ასეთი რეაქცია მგზავრებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე პილოტებსა და ბორტგამცილებლებს. უფრო მეტიც, პილოტებს არასოდეს ესმით ეს აპლოდისმენტები, რადგან ისინი დახურულ დაჯავშნულ კარს მიღმა იმყოფებიან.

უჩვეულო ტრადიცია

თუმცა პილოტებმა იციან ამ ტრადიციის შესახებ და მათი რეაქცია ამაზე ძალიან განსხვავებულია. გამოკითხვის მიხედვით, თვითმფრინავებში მყოფი პილოტებისა და ბორტგამცილების დაახლოებით ნახევარს ამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. მათი აზრით, აპლოდისმენტები ფრენის ბოლოს იმაზე მეტყველებს, რომ მგზავრები მათ არ ენდობოდნენ. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი მიწას შეეხო, დაიჯერეს, რომ წარმატებით მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.

რა თქმა უნდა, ასეთი განსჯა ძალიან კრიტიკულია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს უბრალოდ ეშინია თვითმფრინავებით ფრენის. მათთვის წარმატებული დაშვება – საკუთარი გამარჯვებაა.

თვითმფრინავის თანამშრომლების ნაწილი კი – ამ ტრადიციას ძალიან სასიამოვნოდ მიიჩნევს. ბევრი პილოტი მგზავრებთან კავშირზეც კი გამოდის, რათა ფრენის ბოლოს სავალდებულო აპლოდისმენტების შესახებ შეახსენოს.

ასეთი პილოტები ხშირად ხუმრობენ და ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან. პილოტებს განსაკუთრებით სიამოვნებთ ასეთი ყურადღება, თუ ფრენის დროს მაინც იყო გარკვეული სირთულეები ან თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

როგორც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგიური განტვირთვა ფრენის შემდეგ ყველას სჭირდება: პილოტსაც და მგზავრსაც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. შიდა ფრენებიც კი ძალიან ხშირად მგზავრების აპლოდისმენტებით მთავრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს