ქალწულის ასტროლოგიური სიმბოლო ანგელოზი ან ქალწულია. ბერძნულ მითოლოგიაში გამოსახულია, როგორც დიკა, სამართლიანობის ღვთაება, ზევსის ქალიშვილი, რომელიც კაცობრიობის ოქროს ხანაში ცხოვრობდა, როცა მშვიდობა და ბედნიერება სუფევდა, ხოლო მამაკაცები არ ბერდებოდნენ.
მამის ძალადობრივი ბატონობის და ადამიანებზე დაბალი აზრის გამო (მათ მოკვდავ ცხოველებად მიიჩნევდა) მან საგაზაფხულო დრო შეამცირა და სეზონების ციკლი შემოიღო. ქალწულის შესახებ და იმ პერიოდის მითის თანახმად, მამაკაცები მოჩხუბრები გახდნენ და ღმერთების უგულებელყოფა დაიწყეს. ქალწული მთელი ძალით ცდილობდა ხალხს მკაცრად დალაპარაკებოდა და ცოდვებისგან დაეცვა, მაგრამ ხალხში ომი და ტანჯვა დაიწყო.
ქალწულს ამ უთანხმოებასთან გამკლავება აღარ შეეძლო და სამოთხეში გაიქცა, სადაც სასწორის თანავარსკვლავედის, სამართლობის სიმბოლოს გვერდით დარჩა. ის ჯერ კიდევ ზეციდან გვიყურებს და იმედი აქვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე დაბრუნებას შეძლებს.
ქალწულის წარმომადგენლის თვისებებია განმარტოება, სისუფთავე, თვითსრულყოფილება, მოკრძალება, ლოგიკა, ინტელექტი, დაუზარებლობა და მშვიდი ძალა.
ზოდიაქოს მიხედვით, 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე დაბადებული ადამიანები ქალწულები არიან. მიუხედავად იმისა, ასტროლოგიის გჯერათ თუ არა, ზოდიაქოს ნიშნები შეიძლება კაცობრიობის არქეტიპებად განვიხილოთ, რომლებიც ადამიანის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. ასე მათზე ან საკუთარ თავზე ზრუნვა გაგიმარტივდებათ. ზოდიაქოს ნიშნის შესწავლა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ და ასე ცხოვრების გაუმჯობესებას შეძლებთ.
ცნობილ ქალწულებს შორისაა ბიონსე, მაიკლ ჯექსონი, დოქტორ ფილი, ემი უაინჰაუსი და გრეტა გარბო. გრეტა გარბო 1920-იანი წლების ცნობილი კინოვარსკვლავია, რომელიც თავისი მგრძნობელობით და ძლიერი დამოუკიდებელი სულით ცნობილი იყო.
ქალწულის შეფასების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ქალწულში ბევრი სიღრმეა, რომლის დანახვას ერთი შეხედვით ვერ შეძლებთ. ქალწულის შეფასების დროს ბევრი განზოგადება და მცდარი წარმოდგენა არსებობს. აი, ყველაზე გავრცელებული მითები და ფაქტები ქალწულის შესახებ, რომელიც ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშნებს შორის ანგელოზია.
1. მითი: ქალწული ჰიპერ კრიტიკული და განმკიცხველია
ქალწული დიდებული ანალიტიკური მოაზროვნეა, მაგრამ ჭარბი შფოთვა და პერფექციონიზმი ახასიათებს. დეტალებზე მკაცრი ხედვის გამო ხშირად იმ პრობლემების დანახვა შეუძლიათ, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. გაითვალისწინეთ, რომ ქალწული პერფექციონისტია. ისინი არ გკიცხავენ, რადგან ენერგიის უმეტეს ნაწილს თვითგასამართლებაში ხარჯავენ.
2. ფაქტი: ქალწული შესანიშნავი მეგობარია
გაქვთ საკითხი, რომელზეც რჩევა გჭირდებათ? ქალწულს მიმართეთ. მისი რთული და დელიკატური სიტუაციების ანალიზის უნარი იდეალური გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი მეგობრები არიან. სხვების დახმარება უყვართ და მუდმივად მაღალი ჰუმანური იდეალების მხარდაჭერას ცდილობენ.
3. მითი: ქალწული მუდმივად აღელვებულია
მართალია, რომ მისი სიმბოლო ანგელოზი ან ქალწულია, თუმცა მისი მოკრძალების მიღმა საკუთარ თავში თავდაუჯერებლობა და თვითშეფასების პრობლემები იმალება. ამის გამო მორცხვობენ და ადამიანებთან გულახდილად საუბარი უჭირთ. სამსახურს კეთილსინდისიერად ასრულებს და საკუთარ თავს ხშირად „დაუსრულებელ პროექტად“ მიიჩნევს, ყოველთვის ცდილობს თვითსრულყოფილებას მიაღწიოს. ამის გამო შეიძლება ცივ და რთულად მისაწვდომ ადამიანად მოგეჩვენოთ, თუ კარგად არ იცნობთ.
4. ფაქტი: ქალწული კარგი საყვარელია
მოკრძალება არ ნიშნავს, რომ მას მგრძნობელობის ყუთი აქვს, რომლის გახსნასაც ელოდება. ბევრ ადამიანს ქალწულის მორცხვი ბუნება იზიდავს. მათ უბიწოებაში რაღაც მიმზიდველობა არსებობს. ქალწული არ ჩქარობს და შეიძლება ცივსისხლიანად მოგეჩვენოთ, რადგან სიყვარულში სიფრთხილეს იჩენს. საიდუმლოდ უნდა ითქვას, რომ ქალწულს გზიდან გადახვევა სურს. მას სურს, რომ აღელვებული და ვნებით გატაცებული იყოს მასთან, ვისაც ენდობა.
5. ქალწული ბედნიერია, როცა ძალიან დაკავებულია
ქალწულისთვის ფრაზა „ცვლილებები ისევე კარგია, როგორც დასვენება“ საკმაოდ გონივრულია. ქალწული ცნობილია იმით, რომ ის დაკავებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესი აქვს. ყველაზე რთული ამოცანების დახმარებით შფოთვის მოშორებას ახერხებს. მაგალითად, თუ ქალწული სტრესს განიცდის, შეიძლება რაიმეს ორგანიზება დაიწყოს. ბოლოს და ბოლოს, ნერვული ენერგია საკმაოდ დამღლელი იქნება, თუ თავის დაძაბულ გრაფიკში დროულად მოდუნებას ვერ შეძლებს.
6. ფაქტი: ქალწული გონებამახვილია
ორგანიზაციის და დეტალების მიმართ ყურადღების გამო ღირებული და ერთგული თანამშრომელია, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. ქალწულს ყველაზე რთულ პროექტებთან გამკლავებაც შეუძლია. დელიკატური ამოცანა, რომელიც კონცენტრაციის მაღალ დონეს მოითხოვს ქალწულისთვის ბუნებრივი და მარტივი იქნება. მისი გამჭრიახი გონება სწორ მუშაობას უზრუნველყოფს და ნებისმიერი პრობლემა სწრაფად აღმოფხვრილი იქნება.