ართრიტი და ართროზი სახსრების გახანგრძლივებული დაზიანების, მათზე მუდმივი ზეწოლის, ენდოკრინული დარღვევის, ჭარბი წონის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს იქმნება. ზიანდება სახსრის გარე ზედაპირი – ხრტილი, რომელიც თანდათანობით იშლება და სუსტდება. შედეგად, პროცესში სახსრის შიდა ნაწილი და ძვლოვანი ქსოვილი ერთვება. ზოგჯერ სახსრების ზედაპირზე ძვლოვანი წამონაზარდი ჩნდება.
- ნიახურის ფესვების სპირტიანი ნაყენი დღეში 1-2-ჯერ შეიზილეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში ნიახურის ფესვების ნაყენი გაჟღინთეთ და მტკივნეულ ადგილას 30 წუთით დაიდეთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ.
- 25 წვეთი ნიახურის ფესვების ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. კურსი – 1 თვე. 10 დღიანი შესვენების შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.
- ართრიტის სამკურნალოდ ნიახურის ფესვების და ყურძნის წვენის ნარევს (1:1) იყენებენ. ½ ჩ/კ ნარევი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 თვე.
- მტკივნეულ ადგილას ალოკაზიას სპირტიანი ნაყენის და ნიახურის ფესვების ნაყენის ნარევი (1:1) წაისვით. პროცედურა საღამოს, ძილის წინ ჩაიტარეთ.
- ურატული ართრიტის და სახსრების ართრიტის (ასევე პოდაგრა, რევმატიზმი) დროს შემდეგი ნარევი გამოიყენეთ: 5 გრ ჯენშენის ყვავილები, 5 გრ ნიახურის ფესვები, 5 გრ კალენდულას ყვავილები, 5 გრ იორდასალამის ყვავილები, 5 გრ ღვიის ნაყოფი, 5 გრ ძაღლყურძენას ნაყოფი, 5 გრ ხეჭრელის ქერქი, 20 გრ შავი ანწლის ყვავილები, 20 გრ ჭინჭრის ფოთლები, 20 გრ ტირიფის ქერქი, 20 გრ შვიტას ბალახი და 20 გრ არყის ფოთლები. 3 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით ხარშეთ და გადაწურეთ. ყოველ 2 საათში 1 ჭიქა ცხელი ნახარში დალიეთ.
- 200 გრ პირშუშხა გაატარეთ, 200 გრ ჭვავის ფქვილი, 1 ჩ/კ ნიახურის ფესვების ნაყენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მინის ქილაში ჩაყარეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ნარევიდან კვერები გააკეთეთ და მტკივნეულ ადგილას მთელი ღამე დაიდეთ.
- წყლის მარწყვა-ბალახის ღეროების და ნიახურის ფესვების წყლიანი ან სპირტიანი ნაყენი გამოიყენეთ. მომზადება: ხმელი წყლის მარწყვა-ბალახის ღეროები და ნიახურის ფესვები დააქუცმაცეთ, ბოთლში ჩაყარეთ ისე, რომ 1/3 მოცულობა დაიკავოს, შემდეგ სამედიცინო სპირტით ან არყით აავსეთ. 3 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. თუ ეფექტი არ გექნებათ, შეგიძლიათ დოზა 1 ს/კ-მდე ან 30-40 მლ-მდე გაზარდოთ.
- 5 გრ ხახვისთავას ყვავილი, 5 გრ ნიახურის ფესვი, 5 გრ გულყვითელას ყვავილი, 5 გრ იორდასალამის ყვავილი, 5 გრ ღვიის ნაყოფი, 5 გრ ძაღლყურძენას ნაყოფი, 5 გრ ხეჭრელის ქერქი, 10 გრ შავი ანწლის ყვავილები, 10 გრ ჭინჭრის ფოთლები, 20 გრ შვიტას ბალახი და 20 გრ თეთრი არყის ფოთლები აურიეთ. 3 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით ხარშეთ და გადაწურეთ. 1 ჭიქა ცხელი ნახარში დღეში 2-ჯერ დალიეთ. სახსრების ართრიტის, პოდაგრის და რევმატიზმის დროს გამოიყენება.
- 25 გრ თეთრი არყის ფოთლები. 25 გრ ნიახურის ფესვები, 25 გრ ჭინჭრის ფოთლები და 25 გრ იის ბალახი აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გააგრილეთ. დღეში 2 ჭიქა სასმელი დალიეთ.
- 20 გრ ქაფუნას ბალახი, 15 გრ ნიახურის ფესვი, 20 გრ ასისთავას ბალახი, 20 გრ ფიჭვის კვირტი და 20 გრ კოწახურის ფესვები აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გააგრილეთ. დღეში 2 ჭიქა დალიეთ.
- 15 გრ მზიურას ფესვები, 15 გრ ნიახურის ფესვები, 15 გრ ძიძოს ბალახი, 15 გრ კრაზანას ბალახი, 20 გრ წყლის იელის ბალახი, 10 გრ სელის თესლი, 10 გრ ღვიის ბალახი, 10 გრ ფარსმანდუკის ბალახი და 25 გრ ორკბილას ბალახი აურიეთ. 5-6 ს/კ ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დააყენეთ. 6 საათში გადაწურეთ. ეს დღიური დოზაა. 3-5 კვირის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ, შემდეგ 3 ს/კ 0,5 ლ მდუღარე წყალზე დააყენეთ. მკურნალობა 6-8 თვე გრძელდება. გამოიყენება რევმატიზმის დროს.
- 25 ნიახურის ფესვები, 20 გრ იაჟუჟუნას ბალახი, 20 გრ არყის კვირტები და 20 გრ ჭინჭრის ფოთლები აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით და გადაწურეთ. პოდაგრის და რევმატიზმის დროს მიიღეთ.
- ხმელი, დაქუცმაცებული ასკილის ფესვების და ნიახურის ფესვების ფხვნილის 100 გრ ნარევს 0,5 ლ არაყი დაასხით, ბნელ ადგილას 3 კვირა დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. 25-30 გრ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ და წყალი დააყოლეთ. ამავდროულად ნიახურის ფესვების ნაყენი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ, მისი კომპრესები გაიკეთეთ. გამოიყენება ქუსლის დეზის, მარილების დაგროვების და რევმატიზმის დროს.
- მეტაბოლური ართრიტის და მარილების დაგროვების დროს შემდეგი საშუალება გამოიყენეთ. 1 ჭიქა ახალმომზადებული კარტოფილის ფაფა 2-3 ს/კ ნიახურის ფესვების ნაყენს აურიეთ, მკვრივ ქსოვილზე გადაანაწილეთ და მტკივნეულ ადგილას კომპრესის სახით დაიდეთ. ზემოდან ჯერ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ თბილი, ბეწვის მასალა შემოიხვიეთ და 2 საათით გაიჩერეთ. პროცედურა შეგიძლიათ ყოველდღე ჩაიტაროთ.
- 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ნიგვზის შიდა ნაყოფსაფარს 0,5 ლ არაყი დაასხით, ბნელ ადგილას 3 კვირა დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ და გადაწურეთ. 3 ჩ/კ ნიახურის ფესვების ნაყენი დაუმატეთ. 1 ს/კ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე. შესვენება 2-3 კვირა.
- 1 ჭიქა კედრის კაკლის ნაჭუჭს 0,5 ლ არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 2 კვირა დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. 2 ს/კ ნიახურის ფესვების ნაყენი დაუმატეთ. მიღებული საშუალება დღეში 3-ჯერ მიიღეთ. 5 წვეთით დაიწყეთ და ყოველდღე თითო წვეთი დაუმატეთ. 25 წვეთამდე აიყვანეთ და შემდეგ ყოველდღე თითო წვეთით შეამცირეთ. ასე 5 წვეთამდე დაიყვანეთ.
უკუჩვენება
ბალახი ორსული და მეძუძურე ქალებისთვის უკუჩვენებულია.
ნიახურის საკვებში მიღება არ ღირს, თუ:
- წნევის პრობლემები გაქვთ. მცენარე მდგომარეობის გაუარესებას იწვევს;
- ვარიკოზული გაფართოებული ვენები და თრომბოფლებიტი გაქვთ;
- დაავადება გამწვავებული გაქვთ;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაქვთ
- თირკმლებში კენჭები გაქვთ;
- კოლიტი და ენტეროკოლიტი გაწუხებთ;
- ქოლეცისტიტი გაქვთ;
- ნაღვლკენჭოვანი დაავადება და პანკრეატიტი გაქვთ;
ალერგიის მძიმე ფორმის დროს ნიახურის წვენის მიღება და ამ პროდუქტის შემცველობით დიეტის დაცვა არასასურველია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს