ძლიერი ზეთი ნაოჭების, კანის სიმშრალისა და პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ. არავითარი ეგზოტიკა, ყველასთვის ხელმისაწვდომია!

1114

ეს ზეთი თავისი დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით ფასდება. ზეთი უნივერსალურია და შესაფერისია ნებისმიერი კანისთვის. ის უმკლავდება ნაოჭებს, აკნეს, პიგმენტაციას და სიმშრალეს. ეს ყველაფერი მისი უნიკალური შედგენილობის წყალობით.

ქაცვის ზეთს ნარინჯისფერ შეფერილობას ცნობილი ვიტამინი A ანუ რეტინოლი აძლევს. და თანაც ის ბუნებრივი ფორმით არის, კანი მიიღებს იმდენ რეტინოლს, რამდენიც სჭირდება. არ გამოვლინდება რეტინოლის გვერდითი მოვლენები: სიმშრალე, კანის აქერცვლა, გაღიზიანება.

მეცნიერულად დადასტურებულია რეტინოლის ეფექტურობა კანის დაბერებასთან ბრძოლაში. თუმცა, სუფთა რეტინოლს და მის წარმოებულებს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები გააჩნიათ. ამიტომ, რეტინოლის შემცველი კრემები უმჯობესია კოსმეტოლოგის ხელმძღვანელობით გამოიყენოთ.

ქაცვის ზეთი ძნელად თუ მოგაყენებთ ზიანს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას რამდენიმე თვის განმავლობაში სუფთა სახით წაისვამთ. ზეთი ძლიერია და შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ან სხვა ზეთებთან შერევით. ამასთანავე, უნდა გამოიყენოთ შესვენებებით: ერთი თვე გამოიყენოთ, შემდეგ კანი დაასვენოთ.

A ვიტამინის გარდა, ქაცვის ზეთი შეიცავს:

  • B ჯგუფის ვიტამინები (კანის რეგენერაცია), ვიტამინი E (ძლიერი ანტიოქსიდანტი), დაბერების საწინააღმდეგო ვიტამინი C , ვიტამინი K (შეშუპების საწინააღმდეგო), ვიტამინი PP ანუ ნიკოტინის მჟავა (აახლებს სახის ფერს და ებრძვის პიგმენტაციას);
  • პალმიტოლეინის მჟავა (ომეგა-7), იშვიათი კომპონენტი, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ ზეთში გვხვდება. ის ხელს უწყობს კანის განახლებას და ზრდის ელასტიურობას;
  • სხვა ღირებულ მჟავეები: ოლეინის მჟავა (ომეგა – 9), რომელიც ატენიანებს და კვებავს კანს, ლინოლის მჟავა, რომელიც იცავს კანს მიკრობებისა და ალერგენებისგან;
  • მნიშვნელოვანი ამინომჟავები, რომლებიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას (ალანინი, სერინი, პროლინი და სხვა);
  • მიკრო და მაკრო ელემენტები, რომლებიც კვებავს და აახალგაზრდავებს კანს;
  • ორგანული მჟავეები, რომლებიც აახლებს კანს;
  • და ბევრ სხვას.

ზეთი სასარგებლოა არა მხოლოდ კანისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. ქაცვი ბევრ დაავადებას შველის, მას შეუძლია შეანელოს და თავიდან აიცილოს ონკოლოგია. ქაცვის უნიკალურ ზეთს „გამაახალგაზრდავებელს“ უწოდებენ.

სტატია არ წარმოადგენს რეკომენდაციას, ქაცვის ზეთის ნებისმიერი სახით გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

როგორ გამოვიყენოთ ქაცვის ზეთი სახისთვის

მთავარი წესი – არ გამოიყენოთ სუფთა სახით. ზეთმა შეიძლება კანი დაწვას და ნარინჯისფერი ელფერი მისცეს მას, განსაკუთრებით სქელ ფენად გამოყენებისას დიდი ხნის განმავლობაში.

შეგიძლიათ პრობლემური უბნების (აკნე, ჭრილობები, დამწვრობები) ადგილობრივი დამუშავება, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში.

ისევე როგორც ყველა ზეთის შემთხვევაში, უნდა ჩაიტაროთ ტესტი ალერგიული რეაქციისთვის. დააწვეთეთ ზეთი იდაყვის შიდა მხარეს და დაელოდეთ. თუ რეაქცია არ გექნებათ, თავისუფლად გამოიყენეთ ეს ძვირფასი ზეთი თქვენს მოვლაში.

ქაცვის ზეთის გამოყენება უმჯობესია 1:3 თანაფარდობით. ანუ სხვა ზეთების 3 წილზე – ქაცვის ზეთის 1 წილი. რამდენიმე წვეთი შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს ჩვეულებრივ კრემს.

ასევე, ზეთი კარგია თმის მოვლისთვის, ის ამაგრებს წამწამებს და ფრჩხილებს.

საუკეთესო ნიღბების რეცეპტები ქაცვის ზეთის გამოყენებით

ქაცვის ნიღბები ფრთხილად უნდა წაისვათ, რათა ტანსაცმელი არ გაიფუჭოთ. ნამდვილი ქაცვის ზეთი მუქი ნარინჯისფერია. ამიტომ, ამ ზეთის შემცველი ნიღბები შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში მხოლოდ ერთხელ და სახეზე 15 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაიჩეროთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი გახდება, ასე ვთქვათ, ზედმეტად გარუჯული. თუმცა, ასეთი ფერი დიდხანს არ შენარჩუნდება, ასე რომ არ შეგეშინდეთ.

ნიღაბი მშრალი კანისთვის: კვება, დატენიანება და სახის ფერის გათანაბრება

ერთმანეთს შეურიეთ 1 ს.კ. კარგი ცხიმიანი არაჟანი და 0,5 ჩ.კ. ქაცვის ზეთი. დაიტანეთ სქელ ფენად სახეზე, კისერზე, დეკოლტეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი საოცრად რბილი და ნაზი გახდება.

ნაოჭებისა და პიგმენტაციის საწინააღმდეგო ნიღაბი

ერთმანეთს შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი. დაუმატეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ (უმჯობესია ნიღაბი ოდნავ გაათბოთ).

ლიმონის ნიღბის შემდეგ – კანზე მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება დაუშვებელია.

ეს შინაურული ნიღაბი სრულად ვერ მოაშორებს პიგმენტურ ლაქებს, მაგრამ ის აახლებს სახის ფერს, ატონიზირებს კანს, ანელებს ნაოჭების წარმოქმნას და ნაკლებად შესამჩნევს ხდის პიგმენტაციას.

სად შევიძინოთ ქაცვის ზეთი?

ქაცვის ზეთი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში, ონლაინ, ან შეგიძლიათ თქვენვე გააკეთოთ.

ამისთვის ვიღებთ ქაცვს, ვრეცხავთ, ვწურავთ წვენს, კარგად ვფილტრავთ და ვდებთ ბნელ ადგილას. 2 კვირის შემდეგ ზედაპირზე ზეთის ფენას დაინახავთ. ის ფრთხილად უნდა შეგროვდეს ისე, რომ წვენს არ შეეხოთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შპრიცი, ნემსის გარეშე.

ასეთი ქაცვის ზეთი უნდა ინახებოდეს მაცივარში. მის ხარისხში ნამდვილად იქნებით დარწმუნებული. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ არ გაფუჭდეს. უმჯობესია მცირე პორციები მოამზადოთ.

ქაცვის ზეთი – ღირებული ინგრედიენტია, აუცილებლად გამოიყენეთ იგი კანის მოვლაში. ქაცვის ზეთის შემცველი მზა კოსმეტიკა საკმაოდ იაფია და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს