ოთხ საუკუნეზე მეტი ხანია, ნოსტრადამუსის გამოცანები სხვადასხვა ექსპერტებს იზიდავს. მათი ინტერპრეტაციები ხშირად საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. და ყველაზე ხშირად, ასეთი ინტერპრეტაციები საჯარო ხდება, როგორც წესი, რეზონანსული მოვლენის შემდეგ: ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ომები, სტიქიური უბედურებები, დამანგრეველი ტექნოგენური კატასტროფები და ეპიდემიები …
„შატლის“ აფეთქდა აფრენისას? ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა. თუმცა, არც საფრენი აპარატები და არც ტექნოლოგის განვითარების სხვა რეალობა მას არ აღუწერია. მაგრამ იყო ცეცხლი ცაში? იყო. ასე რომ, მიზანში მოარტყა. ეკონომიკური კრიზისი? ამაშიც ზუსტია: მან ხომ იწინასწარმეტყველა, რომ ერთი ბუშელი მარცვლეულის ფასი ისე გაიზრდებოდა, რომ ადამიანები ერთმანეთის ჭამას დაიწყებდნენ. ასტროლოგს თარიღები არ მიუთითებია და გაზვიადება ზოგადად პოეზიისთვის დამახასიათებელია და მით უმეტეს წინასწარმეტყველებებში. საუბარი ნამდვილად, გენუას ეხებოდა, დაკონკრეტება კი – რა საჭიროა.
რატომ ვერ ახერხებენ ექსპერტები დღემდე ნოსტრადამუსის ყველა საიდუმლოს გაგებას? სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, მათ შორის არ არიან ძველი ფრანგული და ლათინური ენის ექსპერტები, ამიტომ ინტერპრეტაციას ექვემდებარება ლიტერატურული თარგმანები, რომლებიც მხოლოდ წააგავს მიშელ ნოსტრადამუსის ორიგინალურ ტექსტს. მეორეც, დიდი ალბათობით, თავად „ცენტურიების“ ავტორს არ სურდა, რომ მათი ამოხსნა შესაძლებელი ყოფილიყო.
მეტაფორა თუ სიმართლე?
სიტყვების სხვადასხვა მნიშვნელობის, მეტაფორების, ალეგორიული მეტყველების გამოყენებით, მიშელ ნოსტრადამუსი ისე ბუნდოვნად აგებდა ფრაზებს, რომ მათი ახსნა ყველას შეუძლია საკუთარი შეხედულების, განათლების დონის, სულიერი განვითარებისა და მსოფლმხედველობის მიხედვით. მაგალითად, ჰიტლერის პროპაგანდისტები ზედმეტად თავისუფლად იყენებდნენ „ცენტურიების“ ტექსტებს და ავრცელებდნენ “წინასწარმეტყველებებს” “მესამე რაიხის” ტრიუმფის შესახებ მთელ მსოფლიოში …
ცოტა ხნის წინ შემთხვევით მოვუსმინე ერთ-ერთ “ახალ” ექსპერტს, რომელიც გვპირდებოდა, რომ გამოავლენდა, “მომავლის ქალბატონის” “რაღაც ღრმა არსს”, რომელიც არაერთხელ გვხვდება ასტროლოგის წინასწარმეტყველებებში. ექსპერტის სახელს მე არ დავასახელებ, რადგან არც მას უხსენებია ვინმე, ნოსტრადამუსის და იოანე ღვთისმეტყველის გარდა.
რით დამაინტერესა ამ ექსპერტმა? ეს იყო დაპირება, რომ გამოავლენდა ქალბატონის სიმბოლურ მნიშვნელობას. თუმცა, დაანონსებული ჩაძირვა იდუმალი წინასწარმეტყველებების სიღრმეში მომავლის ამ უცნობის შესახებ, არ მომხდარა. საიტის სტუმრებს წაუკითხეს რამდენიმე კატრენი, რასაც თან ახლდა მსგავსი კომენტარები: „ვიღაც ქალი“, „გარკვეული სულიერი ენერგია“, „გარკვეული პერიოდი“, „ზოგიერთი სოციალური ჯგუფი შეწყვეტს არსებობას“, “გარკვეული სულიერი ომი” . გრძნობთ, როგორ „ვლინდება“ არსი ასეთი ინტერპრეტაციების წყალობით?
და რატომღაც, როგორც მომავლის წინასწარმეტყველება იკითხებოდა ლექსები, რომლებშიც, მითითებულია თარიღი – 1999 წლის მეშვიდე თვე (მახსოვს, რომ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი სერიოზულად მოელოდა სამყაროს აღსასრულს უდიდესი კატასტროფის სახით და თავს იტეხდნენ იმაზე ფიქრით, თუ რომელი თვე ჰქონდა მხედველობაში ასტროლოგს – ივლისი თუ სექტემბერი, რადგან ლათინურად “მეშვიდე” არის სექტემბერი) …
ასევე ახსენეს “სოციალური საზოგადოება”, “თვეები” და “ჰეტაკომბის თამაშები” (დიახ, მართალია ასეთი სიტყვა არ არსებობს, მაგრამ არსებობს “ჰეკატომბა” – მსხვერპლშეწირვა ძველ საბერძნეთში; მოგვიანებით, ეს სიტყვა მრავალი ადამიანის განადგურებას ან სიკვდილს ნიშნავდა).
ასე რომ, ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ „ქალბატონი ნაკადულიდან“, „ვნებიანი ქალი“, „უნაკლო რეპუტაციის მქონე ქალბატონი“ და „ოქროს გალიიდან გაქცეულთაგან“ ერთ-ერთი – ეს ერთი და იგივე “გარკვეული ქალია“. და სწორედ ის მონაწილეობს ყველა ან ბევრ მოვლენაში, რომელსაც მოჰყვება მეორედ მოსვლა, ანუ სამყაროს აღსასრული, დარწმუნებულია ექსპერტი-ბლოგერი. უცნაურია, არა?..
იქნებ ნოსტრადამუსი ალეგორიული ფორმით წერდა სინდისზე, სიყვარულზე, რწმენაზე, სამართლიანობაზე, ძალაზე, მარადისობაზე? საკუთარი ინტერპრეტაციები ექსპერტმა შემდეგნაირად შეაჯამა: „იქნება ერთგვარი სულიერი ომი. არ იქნება ხილული კატასტროფები, ვერავინ, გარდა უმაღლესი სულიერებით დაჯილდოებული ადამიანებისა, ვერ შეამჩნევს, რომ ეს (მოსვლა) უკვე მოხდა. სახელები შეგნებულად არ დავასახელე, რომ ვინმეს არ სწყენოდა. და თუ რაიმე დამთხვევა იქნება, მაშინ ისინი შემთხვევითია, როგორც ფილმებში.
დასკვნების ნაცვლად
ნოსტრადამუსის მემკვიდრეობის მკვლევარები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი კატრენების უმეტესი ნაწილი არა მომავალს, არამედ წარსულს ეხება 1555 წელთან მიმართებაში, როდესაც „ცენტურიების“ პირველი გამოცემა გამოვიდა.
ასტროლოგს და პოეტს სჯეროდა, რომ მსოფლიო ისტორიის მოვლენები ციკლურად მეორდება, რადგან მეორდება პლანეტარული კონფიგურაციები და ხდება იგივე ნიშნები (მზისა და მთვარის დაბნელება, პლანეტების აღლუმები, კომეტების ფრენები და სხვა ასტრონომიული მოვლენები). მან წარსულის მოვლენები აღწერა იმ იმედით, რომ მსგავსი რამ მომავალშიც მოხდებოდა.
თუმცა, წარსულსა და მომავალს შორის არის აწმყო. და ის ჩვენია. ჩემზე და თქვენზეც არის დამოკიდებული ის, თუ როგორი მომავალი დადგება…