ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ მრავალი ნიშნების, რომლებიც მატერიალურ სიმდიდრესთან იყო დაკავშირებული. თუმცა ყველა ნიშანს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგალითად, დღეს ბევრი დარწმუნებულია, რომ მოწონებულ ადგილას დასაბრუნებლად, შადრევანთან ზურგით უნდა დადგეს და მონეტა ისე ჩააგდოს.
თუმცა, ბევრს აღარ ახსოვს, რატომ დებენ მონეტას შემოსასვლელის ხალიჩის ქვეშ. ხალხური გადმოცემების თანახმად, ეს აუცილებლად მოუტანს ფულს ოჯახის თითოეულ წევრს.
როდის და რისთვის არის კარგი ხალიჩის ქვეშ მონეტის დადება
ხშირად გაქვთ გაუთვალისწინებელი ხარჯები? თითქოს ფული მოდის, მაგრამ ისე სწრაფად მიდის, რომ არაფერში არ გყოფნით? საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეზოთერიკოსები 6 თვეში ერთხელ მარტივი, მაგრამ ეფექტური რიტუალის ჩატარებას გვირჩევენ.
მოამზადეთ ნებისმიერი ნომინალის მონეტა. სასურველია იყოს ოქროსფერი. ამ რიტუალის შემთხვევაში მთვარის ფაზებს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება კვირის დღეებს, უმჯობესია იყოს სამშაბათი. ამ დღის მფარველი არის მარსი, რომელიც კომერციაზეა პასუხისმგებელი. ამ დღეს ჩატარებული ნებისმიერი ფულადი მანიპულაცია წარმატებული იქნება.
რიტუალი მონეტით
დაიმახსოვრეთ, ფული არ არის ისეთ სახლში, სადაც ქაოსი და უწესრიგობაა. მონეტის რიტუალის ჩატარების წინ ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება. მორეცხეთ იატაკები (სასურველია მარილით), მოიშორეთ ნაგავი, არასაჭირო ან გაფუჭებული ნივთები. როდესაც სახლში იდეალური სისუფთავე იქნება, მონეტა მარცხენა ხელისგულზე დაიდეთ, შეკარით მუშტი და შემდეგი სიტყვები წარმოთქვით:
„ჩემი მონეტა ფულს იხმობს და მათ კართან ხვდება. შემოვიდეს სახლში პატარა და დიდი ფული, ადგილი გამზადებულია. დიასახლისი მოგესალმებათ. ჩემი სიტყვა ურყევია. რასაც ვამბობ – განხორციელდება“.
ამის შემდეგ მონეტა შემოსასვლელის ხალიჩის ქვეშ დადეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაგიური სიტყვების წარმოთქმის დროს გულწრფელად გწამდეს ამ რიტუალის ეფექტურობის. თუ მსგავსი მანიპულაციების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენთვის სასარგებლო იყოს. და არც ხალიჩის ქვეშ მონეტის დადებას აქვს აზრი.
კიდევ სად შეიძლება თილისმის დადება
თქვენ ალბათ იკითხავთ, შეიძლება თუ არა მონეტის ნაცვლად კუპიურის გამოყენება? ამ ნიშნის თანახმად ფულადი პორტალის გახსნა ქაღალდის კუპიურასაც შეუძლია.
უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ კუპიურას სახლში სიმდიდრის მოზიდვა სახლის სხვა ნივთებთან ერთადაც შეეძლო. საუბარია მაგიდის სუფრაზე. თუ კუპიურა სუფრის ქვეშ მუდმივად იდება, ფულადი არხი აუცილებლად გაიხსნება.
როგორ მოვიქცევთ უცხო მონეტის შემთხვევაში
ძალიან ფრთხილად იყავით, თუ თქვენი ხალიჩის ქვეშ იპოვით მონეტას, რომელიც თქვენ არ დაგიდიათ. ნებისმიერი ლითონი ენერგიის გამტარია, მათ შორის ნეგატიურისაც. მონეტის მეშვეობით მარტივად შეუძლიათ დაწყევლა ან ჯადოს გაკეთება. ამიტომ, ასეთი ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, არასოდეს არ შეეხოთ ხელით. აიღეთ პინცეტით ან ცოცხით და აქანდაზით. შემდეგ ქაღალდის ჩანთაში მოათავსეთ და გადააგდეთ უახლოეს წყალსაცავში, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით:
„გაჭირვებას და უბედურებას ცეცხლში დავწვავ, მდინარეში ჩავძირავ. ფსკერზე დაეცემა, ვერავინ იპოვნის და ვერ ამოიტანს. ამინ“.
ნეგატივის გაწმენდა
მონეტისგან განთავისუფლების შემდეგ, ყურადღებით დაათვალიერეთ კარი და მთლიანად სახლი. შესაძლოა, მეტალის სხვა ნივთებიც აღმოაჩინოთ. ეს შეიძლება იყოს ღილები, ნემსები, ქინძისთავები და სხვა წვრილი ნაკეთობები. თუ მსგავს რამეს აღმოაჩენთ, იგივე მანიპულაციები ჩაატარეთ. მეტი თავდაჯერებულობისთვის, შეგიძლიათ ლითონი ცეცხლზე დაიჭიროთ. ეს მისი ნეგატიური გავლენის მოშორებაში დაგეხმარებათ.
შემდეგ კარგად დაალაგეთ ოთახები. შემოიარეთ ყველა კუთხე ანთებული ცვილის სანთლით. ამ დროს წაიკითხეთ ლოცვა „მამაო ჩვენო“. ამით სახლს ყოველგვარ უწმინდურებას მოაშორებთ. კარგი იქნება, თუ მღვდელს მოიყვანთ და სახლს აკურთხებინებთ.
და ბოლოს, შეეცადეთ, რომ სახლში არ შემოუშვათ არაკეთილმოსურნეები. თუნდაც ესენი იყვნენ თქვენი მეგობრები ან ნათესავები. მინიმუმამდე დაიყვანეთ ენერგეტიკულ ვამპირებთან და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობა. წარმატებები!