კოკო შანელის ამ რჩევების უგულებელყოფით, 50+ ქალები განწირულნი არიან იმისთვის, რომ უგემოვნოდ გამოიყურებოდნენ

134

რომელი ქალები არიან საუკეთესოები გარშემომყოფების აზრით? ქალები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი. ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ უნიკალურობაში. მათ აქვთ მაღალი თვითშეფასება, გააჩნიათ დელიკატური გემოვნება და საკუთარი სტილი. ეს ლამაზმანები უსმენენ სტილისტების რჩევებს და იცავენ მათ რეკომენდაციებს. თუმცა, მიღებულ გამოცდილებაზე ორიენტირებით, მათ არ ეშინიათ ზოგადად მიღებული წესებიდან გადახვევის. იმისათვის, რომ საუკეთესონი იყვნენ, თვითკმარი ქალები, რომლებმაც მიაღწიეს ორმოცდაათწლიან ეტაპს, ოსტატურად თამაშობენ თავიანთ იმიჯით.

რომელი ქალები არიან საუკეთესონი

სტილისტების რომელი წესები უნდა გვახსოვდეს?

1. პასტელის ტონი ტანსაცმელში

სტილისტები უფროსი ასაკის ქალებს ურჩევენ უარი თქვან მყვირალა ფერების ტანსაცმელზე. მათ მიაჩნიათ, რომ 50 წლის შემდეგ შესაფერისია მშვიდი ფერები: კრემისფერი, ფისტასფერი, ქვიშისფერი, ლურჯი, ქარვისფერი და მსგავსი. ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ, რომ სამოსზე არ იყოს გაუგებარი გამოსახულებები, რამაც შეიძლება იმიჯი სასაცილო გახადოს.

2. კომფორტული სამოსი

ქალებში, ხშირად შეინიშნება ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და ზოგიერთი სამოსი აღარ ერგებათ ისე იდეალურად, როგორც ქალბატონებს სურთ. მჭიდრო ტანსაცმელი მოღალატურად აჩვენებს ყველა ნაკლს, რომელიც სასურველია დამალული იყოს. ამიტომ, უნდა გადახედოთ თქვენს გარდერობს კომფორტული ნივთების სასარგებლოდ, რომლებიც ხაზს არ უსვამს ზედმეტად მომრგვალებულ ფორმებს, არამედ, პირიქით, მალავს. თქვენ უნდა იგრძნოთ თავი კომფორტულად და, შესაბამისად, თავდაჯერებულად.

უზარმაზარ როლს, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს ქალი, თამაშობს შესაფერისი ფეხსაცმელი. კომფორტული ფეხსაცმელი აადვილებს სიარულს, რაც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის მანიშნებელია.

3. მასალის ხარისხი

ბუნებრივი ქსოვილი კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, სასიამოვნოდ ეხება სხეულს და არ იწვევს დისკომფორტს. ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი პრესტიჟულად გამოიყურება და სატარებლად სასიამოვნოა. ყურადღება უნდა მიაქციოთ კარგ ნივთებს, რომლებიც სადად არის შეკერილი, მაგრამ რესპექტაბელურად გამოიყურება. ისინი არ არის გადატვირთული ზედმეტი ნაკეცებითა და რუშებით, ამიტომ ვიზუალურად არ აბერებს გამოსახულებას.

კარგი სამოსი უფრო ძვირი ღირს, ამიტომ მათი შესაძენად, ისარგებლეთ ფასდაკლებებით ან მოძებნეთ განვითარებადი ბრენდების პროდუქცია, რომლებიც ცდილობენ დაიპყრონ ბაზარი გონივრული ფასით და მაღალი ხარისხით.

სხვა წესები

4. აქსესუარები და სამკაულები

ყველაფერში ზომა უნდა დაიცვა – ეს გემოვნებიანი ქალის მთავარი წესია. ნივთები ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და ავსებდეს საერთო იმიჯს. აქსესუარები გარეგნობას მიმზიდველს ხდის, ამიტომ გამოიყენებენ ჩანთებს, ქამრებს და სხვადასხვა სახის სამკაულებს.

5. ძვირადღირებული კოსმეტიკა და სუნამოები

მაკიაჟისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მაღალი ხარისხის კოსმეტიკა. მაშინ არ მოგიწევთ ნერვიულობა გადღაბნილი ტუშის ან ცუდი ტუჩსაცხის გამო.

ქალბატონს „ძვირადღირებული“ სურნელი უნდა ასდიოდეს. ამისათვის, არ არის საჭირო იაფფასიან სუნამოში ბანაობა, საკმარისია მსუბუქად შეისხუროთ ბრენდული სუნამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ვიზიტის შემდეგ, დამსწრეებს ოთახის განიავება მოუწევთ. შეარჩიეთ არომატი, რომელიც თქვენს სტილს შეესაბამება და ამით ცნობადი გახდებით.

რჩევა

ქალებმა, რომლებიც თავიანთ ჩამოყალიბებულ გემოვნებას ეყრდნობიან, იციან, სად არის მიზანშეწონილი გამონაკლისების დაშვება. ისინი ოსტატურად უვლიან გვერდს აკრძალვებს და ამიტომ შეუდარებლად და მიმზიდველად გამოიყურებიან. პასტელისფერ სამოსს, ელეგანტური ლამაზმანები ფერად დეტალს ამატებენ, რათა გააცოცხლონ შექმნილი იმიჯი და მიიპყრონ ყურადღება.

ენერგიული ქალი, ხუთი ათეული წლის შემდეგაც, საკუთარი თავის ერთგულია და ნაცრისფერი მასისგან გამოირჩევა. მოდის მოყვარულებს არ ერიდებათ კონტრასტული აქსესუარებისა და სამკაულების ტარება, რაც მეგობრების მოულოდნელ აღფრთოვანებას და შურს იწვევს.

ნუ შეგეშინდებათ გამოწვევის: ელეგანტურობა და რომანტიკა იმიჯს საგრძნობლად აახალგაზრდავებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს