ვერ ვიტან, როდესაც ჩემი ქალიშვილი ჩვენთან მოდის. ცუდი არაფერი იფიქროთ, მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ არის ერთი ნიუანსი

469

არსებობს მოსაზრება, რომ კატები ადგილს ეჩვევიან, ძაღლები კი – ადამიანებს. ნაკლებად სავარაუდოა, გამოიძებნოს ვინმე, ვისაც ამ განცხადების გაპროტესტება ან გაქარწყლება მოუნდება, რეზერვში ციფრებისა და ფაქტების ქონით.

მიჯაჭვულობა ადამიანზე

“მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც!”- იფიქრებთ თქვენ და ეს ასეც არის. მიჯაჭვულობა კატასა და ძაღლს შორისაც ჩნდება, რომლებზეც ამბობენ, რომ წესით მტრობაში უნდა ცხოვრობდნენ, რაც მთლიანად უარყვეს ჩვენმა სპანიელებმა ტომმა და ბიმმა, რომლებიც მეგობრულად ცხოვრობენ კატებთან: ბაგირასთან, ბარბარისთან და მარკოსთან ერთად, რის გაოცებული და გახარებული მოწმეც, მე თავად გახლავართ. რადგან ასეა, სიამოვნებით დავიჯერებ, რომ კატებსაც შეუძლიათ იგრძნონ ადამიანზე მიჯაჭვულობა, მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც.

მაგრამ დღეს საუბარი კატებს არ შეეხება და არც ძაღლებს. არამედ იმას, თუ რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს მიჯაჭვულობა ადამიანზე. ამაზე ფიქრი მაიძულა საუბარმა, რომელიც ჩემსა და ერთ ქალბატონს შორის შედგა მატარებელში, როდესაც ერთად ვბუნდებოდით სანატორიუმიდან. მე და მაია სხვადასხვა ოთახებში ვცხოვრობდით, ერთმანეთს მხოლოდ სანატორიუმის კაფეში ვხვდებოდით ან მასობრივ ღონისძიებებზე, რომლებიც ძალზედ საინტერსო იყო. სახლში კი ერთად დავბრუნდით.

გზაში მოთხრობილი ისტორია

ერთმანეთს თბილი ფრაზები გავუცვალეთ და ერთი საათის მანძილზე სიჩუმეში ვმგზავრობდით, ულამაზეს პეიზაჟებს ვათვალიერებდით. უცებ მაიამ შეტყობინება მიიღო, რამდენიმე წუთს მიმოწერით იყო დაკავებული, შემდეგ კი დაიწყო ხშირი კვნესა. ვიფიქრე, რომ სუნთქვა უჭირდა და ვკითხე, თავს როგორ გრძნობდა.

მაიამ, თავი გააქნია და კიდევ უფრო ღრმად ამოისუნთქა:

-ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. უჰაერობაა, ცხელა, მაგრამ ჭექა-ქუხილის წინ ასეა. მერე აგრილდება და კარგი იქნება. მე უფრო მორალურად მიჭირს. ჩემმა ქალიშვილმა მომწერა, რომ უკვე ჩვენთან არის. მამას მივეხმარები სახლის მოწესრიგებაში და რაიმეს მოვამზადებთ ხვალისთვისო…

-ეს ხომ მშვენიერია! მოწესრიგებულ ბინაში დაბრუნდებით და გზიდან, როგორც წესია დაისვენებთ.

-წესით უნდა მიხაროდეს, მაგრამ ყოველთვის ვიტანჯები რუსიკოს ვიზიტების შემდეგ, – ატირდა მაია. -არაფერი იფიქროთ, რუსიკო ძალიან მიყვარს, ის ჩვენი ერთადერთი ქალიშვილია. კარგი და მზრუნველი გოგოა. ეს საგზურიც მან მაჩუქა… მაგრამ მისი ყოველი ჩამოსვლა, ჩემთვის კოშმარად იქცევა ხოლმე, როგორც კი ის კარს გაიხურავს…

მიზეზი, თუ რატომ არ სურს ქალიშვილის ნახვა: ადამიანზე მიჯაჭვულობა

-ქალიშვილი გენატრებათ? – თანაგრძნობით ვიკითხე მე, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მქონდა, მაიას ოჯახში არსებულ ნამდვილ საშინელებაზე…

-რომ იცოდეთ, როგორ მინდა მისი სტუმრად მოწვევა, როდესაც მენატრება! მე კი მისი ვიზიტების მეშინია… რუსიკოს, ვიცი, რომ ჩემი დაცვა უნდა. ის მამამისს საყვედურს ეუბნება იმის გამო, რომ ის არ მუშაობს, მე არ მეხმარება, სმა დაიწყო…

დამიჯერეთ, კოტე ასეთი არ იყო. მან სმა სევდისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო. სამსახური დაკარგა, სხვას კი ვერ პოულობს. ყველგან ახალგაზრდები უნდათ, მას კი პენსიამდე რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი. რუსიკომ მუშაობა დაცვის სამსახურში შესთავაზა, მაგრამ ჩემი ქმარი წინააღმდეგია, მას ღამის სმენა არ უნდა.

-დიდი ხანია, რაც ასეა? – ვკითხე მე.

-ორ წელზე მეტია… ჩემი ქალიშვილი მოდის, საყვედურებს ეუბნება, ის კი მისი თანდასწრებით ჩუმად არის, მაგრამ როგორც კი მიდის, კოტე მაშინვე სვამს, შემდეგ კი ჩხუბობს. ორჯერ ხელიც კი ასწია ჩემზე…

ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე:

-რატომ ითმენთ ამ საძაგლობას?

-მაშ, სიბერეში მარტოს ხომ არ დავტოვებ? მარტო პენსიით ის ვერ იცხოვრებთ. თანაც, მართალია სულ მცირედ, მაგრამ მეც მეხმარება რაღაცაში: ეზოში ბალახს მოთიბავს, ყინვების დაწყებამდე წყლის ტუმბოს მოხსნის, გაზაფხულზე ისევ დააყენებს, ხან რაღაცას შეაკეთებს. ამიტომაც ვარ ჩუმად, ვითმენ… ვერც ჩემს ქალიშვილს ვეტყვი, რომ აღარ ჩამოვიდეს და ვერც კოტეს გავაგდებ…

საშიში მიჯაჭვულობა

“რას აღარ მოისმენ” – გავიფიქრე მე… წარმოვიდგინე, რომ მაია ბილიარდის ბურთი იყო, უზარმაზარი მაგიდის მწვანე ქსოვილზე. ბურთი, რომელსაც მოთამაშის კია მოხვდა, მორჩილად მიგორავს და ბადეში ხვდება. შეძლებს თუ არა ის ხაფანგიდან მოთამაშის დახმარების გარეშე გამოსვლას? არა! მაშ, რატომ გადაიქცა მაია ბურთად? დიახ, აგრესიულ მეუღლეზე მიჯაჭვულობამ გადააქცია ის თითქმის სათამაშოდ… შემდეგ კი გავიფიქრე, რომ ეს უკვე  მიჯაჭვულობაც აღარ იყო, არამედ უკვე მოძალადეზე დამოკიდებულება.

მას ჰგონია, რომ ქმრის სასტიკ საქციელთან შეგუებით, მისგან უკეთეს დამოკიდებულებას დაიმსახურებს? რატომ ცდილობს ქმრის ბოროტი საქციელის გამართლებას? რატომ მიაჩნია, რომ საკუთარი ტანჯვის მიზეზი მისი ქალიშვილია, რომელიც ცდილობს, მართალია მოუხერხებლად, მაგრამ მაინც დაიცვას დედა მამის ძალადობისაგან? ეს სტოკჰოლმის სინდრომი ხომ არ არის?

მე არ განვსჯი არც მაიას ქმარს და არც მაიას პოზიციას მოცემულ სიტუაციაში. უბრალოდ მსურდა, რომ ქალს ყველაფერი გამოეთქვა და ეგრძნო, რომ ის მარტო არ არის, რომ თუ მან იპოვა, ყურადღებიანი მსმენელი, მაშინ გზასაც იპოვის ასეთი მტკივნეული ურთიერთობის შესაცვლელად… მაიას ტელეფონის ნომერი გამოვართვი და დავპირდი, რომ შევახვედრებდი სპეციალისტს, რომელიც სურვილის შემთხვევაში მის დახმარებას შეძლებდა. მაია მორცხვად დამთანხმდა ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციაზე. მაგრამ… მიმართავს მას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს