ჩემი დედამთილის ფარდები ყოველთვის სისუფთავით ბზინავს, ჩემი ფარდები კი ნაცრისფერი და გახუნებულია. გადავწყვიტე, მისი საიდუმლო გამეგო

1216

ტიულის სარეცხ მანქანაში გარეცხვას, ცოდნა სჭირდება. ამ საქმეში გამოუცდელი ქალი, უბრალოდ ჩადებს ქსოვილს მანქანაში, მიუთითებს მაღალ ტემპერატურას, რათა “ცხიმი ნამდვილად მოშორდეს” და წავა თავისი საქმეების გასაკეთებლად. შედეგი, ისეთივე “ზარმაცი” გამოვა, როგორც თავად პროცესი. ტიული იქნება ნაცრისფერი, უფორმო და ზოგიერთ შემთხვევაში ალაგ-ალაგ დახეული.

ამ საქმეს ცოდნა სჭირდება, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა გარეცხოთ ტიული, რომ ის თოვლივით ქათქათა გახდეს. დიახ, ცოტა მეტი შრომა მოგიწევთ, მაგრამ სამზარეულოს ტიული სისუფთავითა და სიახლით გაგაოცებთ. ამავდროულად, ფარდების მოვლის სხვა საიდუმლოებებსაც გაგანდობთ.

ტიული სარეცხ მანქანაში

ფარდებისა და ტიულის მოვლის საყოფაცხოვრებო ხრიკები

ფარდები და ტიული ინტერიერს არა მხოლოდ სიმყუდროვესა და სილამაზეს მატებს, არამედ ოთახს მზისა და უცხო თვალისგანაც იცავს. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ქსოვილი შეიძლება გახუნდეს, ლაქებით დაიფაროს და უსიამოვნო სუნიც კი ასდიოდეს. ასეთ შემთხვევებში, გირჩევთ დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც დროის, ფულის და ნერვების დაზოგვის საშუალებას მოგცემთ. ნივთების მოვლა, არც ისე რთული არ არის, როგორც ბევრს ჰგონია!

  • 1. ფარდების რეგულარული რეცხვა მათ საექსპლუატაციო ვადას რამდენიმე წლით გაზრდის. შესანიშნავი იქნება, მათი 2 – 3 თვეში ერთხელ გარეცხვაც. არ მოგერიდოთ მტვერსასრუტის სპეციალური საქშენის გამოყენება, რბილი ზედაპირებისთვის.
  • 2. წაიკითხეთ მოვლის ინსტრუქცია. ხშირად შეფუთვაზე დატანილია ინფორმაცია, თუ რომელ რეჟიმში უნდა გაირეცხოს ფარდები და შეიძლება თუ არა მათი მანქანაში გაშრობა. ეს თავიდან აგარიდებთ რეცხვასთან დაკავშირებულ ზედმეტ პრობლემებს.
  • 3. ლაქების მოცილება, მათი არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ფარდების გარეცხვამდე. ამისთვის საჭიროა თბილი წყალი და სარეცხი საშუალება. უმეტეს შემთხვევაში, ფარდებისთვის ესეც საკმარისია.
  • 4. დელიკატური რეცხვა – საუკეთესო ვარიანტია ფარდებთან მუშაობისთვის. ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი და მანქანის ბარაბანი არ უნდა იყოს გადატვირთული. ამ შემთხვევაში, ფარდები რეცხვის დროს ძალიან არ დაიჭმუჭნება და შედეგი წარმატებული იქნება.
  • 5. სათუთი გაწურვა, თუ საუბარია მანქანაში გაწურვაზე. თუმცა, უკეთესია ფარდების ხელით გაწურვა. ასე ქსოვილი უფრო დაცული იქნება. ფარდების გაშრობა უკეთესია ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. იდეალურია, სუფთა ჰაერზე.
  • 6. ნაზი ქსოვილის მზისგან დაცვა შესაძლებელია ფანჯრებზე სპეციალური ფირის გაკვრით. ზოგჯერ, ფარდები მხოლოდ დეკორის ფუნქციას ასრულებს, ულტრაიისფერი გამოსხივება კი – აზიანებს მათ. ამიტომ, უკეთესია მათი დაცვა ფირით, რომელიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდება.

ამ მარტივი წესების დაცვით თქვენი ფარდებისა და ტიულის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას შეძლებთ. გახსოვდეთ: სათუთი მოვლა მათი გამოყენების ვადას ზრდის და ინტერიერს უფრო მყუდროსა და სასიამოვნოს ხდის, ნებისმიერ სახლში.

როგორ გავხადოთ ტიული თოვლივით თეთრი

საბაზისო წესებს გავეცანით, ახლა კი, ერთ ხრიკს გაგიზიარებთ. როგორ მოვაშოროთ ნებისმიერი ტიპის ტიულს ცხიმი და ჭუჭყი და როგორ გავხადოთ ის თოვლივით თეთრი. ცოტა მეტი შრომა მოგიწევთ, მაგრამ რთული არაფერი არ არის.

ნაბიჯი პირველი. მოათავსეთ ტიული ცივ წყალში.

არც ცხელში და არც თბილში, არამედ ცივ წყალში. ფხვნილის და რაიმე სხვა საშუალების დამატების გარეშე. ეს კეთდება ქსოვილის ზედაპირიდან მტვრის მოსაშორებლად. თბილი წყალი და რაიმე საშუალების დამატება, მხოლოდ გააფუჭებს ყველაფერს. ასეთ მდგომარეობაში ტიული ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ. არ მოდუნდეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ამის შემდეგ ტიული სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ტემპერატურა არ უნდა იყოს 30 გრადუსზე მაღალი. ანუ, წყალი უნდა იყოს თითქმის ცივი. თუ სამზარეულოს ტიული ძალიან დაბინძურებულია, წაუსვით საყოფაცხოვრებო საპონი და რამდენიმე საათის განმავლობაში ასე დატოვეთ. ამის შემდეგ გაავლეთ და ისე გარეცხეთ სარეცხ მანქანაში. უმეტეს შემთხვევაში შედეგი დადებითია, მაგრამ არსებობენ პერფექციონისტებიც.

ნაბიჯი მეორე. ტიული მიგვყავს მბზინვარებამდე

3 ლიტრი წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაათბეთ. ის ცხელი არ უნდა იყოს, არამედ ოდნავ თბილი. ამ წყალში 8 სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ. კარგად მოურიეთ, მარილი კარგად უნდა გაიხსნას. ტიული, რომელიც მანქანაში უკვე გაირეცხა, ამ ხსნარში მოათავსეთ და 3 – 4 საათის განმავლობაში გააჩერეთ! ბევრია, მაგრამ შედეგის გამო ღირს!

რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცესის შესახებ. წესით, ტიული უკვე სუფთაა. მარილის ხსნარი კი – ეს უკვე გათეთრების პროცესია. ნატურალური პროცესი. ამის გაკეთება არ შეიძლება ტიულის გარეცხვის წინ, რადგან ჭუჭყისა და ცხიმის ნაწილაკები ქსოვილში ღრმად ჩაჯდება და მას ნაცრისფერ შეფერილობას მისცემს. ამის გამოსწორება ვეღარ მოხერხდება.

ასე რომ, თანამიმდევრობა ასეთია: ჯერ ტიულს ცივ წყალში ვათავსებთ, შემდეგ თბილ წყალში ვრეცხავთ და ბოლოს, მარილში ვათეთრებთ. სულ ბოლოს, ტიულს მხოლოდ უბრალოდ კი არ ვავლებთ, არამედ სარეცხ მანქანაში ვათავსებთ ყველაზე ხანმოკლე რეჟიმის ჩართვით. ფხვნილის განყოფილებაში ვასხამთ 80 გრამ 9%-იან ჩვეულებრივ ძმარს. ძმარი ბოჭკოებს მარილს მოაშორებს და იმაზე უფრო მეტად გაათეთრებს, ვიდრე ყიდვისას იყო. ახლა კი, ტიულის გარეცხვას ნამდვილად მოვრჩით.

მოდი, ვაღიაროთ, დღევანდელ ახალგაზრდობას ნამდვილად არ სურს ამდენი ძალისხმევის დახარჯვა სახლში სილამაზის შესანარჩუნებლად. თუმცა, ვისთვის როგორ. ვიღაცას ძალიან ეზარება სტუმრებისა და ახლობლების გაოცებისთვის ცოტა დროის დახარჯვა, ვიღაც კი – უკვე ითვლის, რამდენი მარილი და ძმარი დასჭირდება სახლში ყველა ფარდის გასათეთრებლად. ჩვენ განსხვავებულები ვართ და ეს კარგია. ამაში უარყოფითი არაფერია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს